არმია/კადეტები(წესდება)

Day 2,731, 09:18 Published in Georgia Georgia by J.Volandi



ძირითადი სამხედრო დანაყოფისა და კადეტთა სამხედრო აკადემიის წესდება:

(აკრძალვა)
1.1. ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია ფლუდი და ბილწსიტყვაობა.
1.2. ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია პარტიული აგიტაცია.
1.3. ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია არჩევნების დღეს ნებისმიერი სახით პარტიის ხსენება ან პოლიტიკური განცხადების გაკეთება, საარჩევნო პროგრამის ან პარტიასთან დაკავშირებული სტატიის დაპოსტვაც კის (იგულისხმება
ყოველი თვის 5;15;24 რიცხვები).
1.4.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია რაიმე კუთხით მოთამაშის დისკრიმინაცია.
1.5.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია სტატიის სპამი .
1.6.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია უფლებამოსილი პირების მიერ მინიჭებული უფლების ბოროტად გამოყენება/გადაჭარბება .
1.7.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია წითელი ფერის გამოყენება ტექსტის დასაწერად, წითელი ფერის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ქომანდერებს,ისიც იმ შემთხვევაში,როდესაც რაიმე საჩქარო ან განსაკუთრებული ხდება .
1.8.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში აკრძალულია უფლებამოსილი პირის მიერ მოთამაშეზე ბანის დადება შესაბამისი სქრინის გარეშე, რათა არ გართულდეს შემდგომი პროცესები .
1.9.მხოლოდ კადეტთა სამხედრო აკადემიის ჩატში აკრძალულია საკუთარი პოლიტიკური/ქვეყნის მოწყობაზე შეხედულების სხვა მოთამაშეზე თავს მოხვევა .
ყველა ჩამოთვლილი მოქმედების შესრულება/არ შეუსრულებლობა(მუხლის მიხედვით) იქნება დასჯილი . (იხილეთ (სასჯელი)6.1.-6.3.))
1.10.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს MEMBER სტატუსი.RECRUIT სტატუსის მქონდე ჯარისკაცები წაიშლებიან.


(დაშვება)
2.1.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში დაშვებულია სტატიის რეკლამირება 5 წუთში ერთხელ, სტატიას შეიძლება გააჩნდეს თანდართული კომენტარი შინაარსის შესახებ .
2.2.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში დაშვებულია პოლიტიკური შინაარსის სტატიის 2.რეკლამირება 10 წუთში ერთხელ, სტატიას არ შეიძლება გააჩნდეს თანდართული კომენტარი პოლიტიკური შინაარსის შესახებ .
2.3.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში დაშვებულია უფლებამოსილი პირის მიერ თავისი შეხედულებისამებრ მოქმედება (თუკი იქნება სქრინი და,შესაბამისად,მოხდება მოქმედების გამართლება).
2.4.ძირითადი სამხედრო დანაყოფის ჩატში დაშვებულია ნებისმიერი თემის განხილვა,თუნდაც პოლიტიკურის ,თუკი ის შეესაბამება წესრიგს და არ არღვევს რომელიმე აკრძალვას 1.1 დან 1.8 ჩათვლით.


(ტერმინები)

3.1.ფლუდი - მოთამაშის მიერ უაზროდ ბევრი წერა,რაც გამოიწვევს ჩატის გადატვირთვას .
3.2.პარტიული აგიტაცია -
3.2.1.მოთამაშეების გადმობირების მცდელობა.
3.2.2.პოლიტიკური შინაარსის სტატიის დაპოსტვა, თუკი მას ტექსტის სახით მოჰყვება კომენტარი,რომელიც მიანიშნებს პოლიტიკურ შინაარსზე .
3.2.3.პოლიტიკური პარტიის პროგრამის/წესდების ,პოლიტიკურ პარტიაზე ინფორმაციის დაწერა .

3.3.სპამი - ერთი და იმავე მოქმედების მრავალგზის გამეორება(სტატიის სპამში იგულისხმება დროის ლიმიტის არ დაცვა) .
3.4.უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება/გადაჭარბება - უფლებამოსილი პირის მიერ გამიზნულად,საჭიროების გარეშე ბანის დადება/სამხედრო დანაყოფიდან გარიცხვა.
3.5.სქრინი - მოქმედების განხორციელებამდე სქრინის გადაღება , რაც დაადასტურებს მოქმედების მიზანშეწონილობას .
3.6.ძირითადი სამხედრო დანაყოფი-სამხედრო დანაყოფი(Georgian Forces),რომელიც არის თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ , აღიქმება ,როგორც ეროვნულ სამხედრო დანაყოფად.გაწევრიანების ვალდებულება არ აქვს არავის .-
3.7.კადეტების სამხედრო აკადემია-სამხედრო დანაყოფი(Cadets Military Academy),რომელიც არის თავდაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი კონტროლის ქვეშ.გაწევრიანების ვალდებულება არ აქვს არავის ,თუმცა მიზანშეწონილია თუ Lt.Colonel სამხედრო რანკის ქვემოთ მყოფ ყველა მოთამაშე გაწევრიანდება ამ დანაყოფში და ამ(Lt.Colonel) რანკის მიღწევის შემდგომ დატოვებს მას.


(მოთხოვნა)
4.1.პრეტენზიების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ პრეზიდენტს ან/და თავდაცვის მინისტრს.

(უფლებამოსილი პირები)
5.1.უფლებამოსილ პირებად ითვლებიან ქომანდერები ,Commander/2nd Commander,რომლებიც ,შეიცვლებიან დროთა განმავლობაში , მათი ვინაობის ნახვა ადვილად შეიძლება დანაყოფის გვერდზე.

(სასჯელი)
6.1.მოთამაშის შემთხვევაში ჩატის ფუნქციის გათიშვა/ჩატში დაბანვა .
6.2უფლებამოსილი პირის შემთხვევაში იქნება მსჯელობა გადაყენდება თუ არა იგი თანამდებობიდან , ან შეეფარდება რაიმე სხვა სასჯელი.
6.3.ჩატის ფუნქციის გათიშვის/ჩატში დაბანვის დროებით შეიძლება მანიპულირება ხარისხის მიხედვით. (იხილეთ (მოთხოვნა) 4.1.))


(კადეტების დანაყოფი)
8.1.კადეტების დანაყოფში მოქმედებს ზუსტად იგივე წესები.
8.2.ტერმინი „ძირითადი სამხედრო დანაყოფი“ შეიცვალოს ტერმინით-„კადეტების სამხედრო აკადემია.“


(კადეტების სამხედრო აკადემიის დამთავრება )
9.1.კადეტი ამთავრებს სამხედრო აკადემიას ,როდესაც მისი სამხედრო რანკი მიაღწევს Commander-ს.
9.2.კადეტების აკადემიის დამთავრების შემდგომ მოთამაშეებს გადაეცემათ საკვები და იარაღი. რაოდენობა-უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების მიხედვით.

(კადეტებზე კურირება)
10.1.კადეტთა დანაყოფს კურირებს თავდაცვისა და განათლების სამინისტროები,ასევე ნებისმიერი (სასურველია თითო მოთამაშე-თითო პარტიიდან) მოთამაშე,რომელიც გადაწყვეტს სამხედრო აკადემიაში შესვლას დასახმარებლად მიღებული უნდა იქნას ,თუმცა სამხედრო აკადემიაში კადეტთა გარდა დასაშვებია მხოლოდ 15 მოთამაშის ყოფნა .
წესდება შესაძლოა მუდმივად განახლდებადი იყოს , ამიტომ გთხოვთ თვეში 1 ხელ მაინც გადახედოთ ხოლმე ცვლილებებს.
ძალაშია.
13.05.2015
დღე 2731 .


პრეზიდენტი: Luka Koberidze
თავდაცვის მინისტრი: Le Saliery
განათლების მინისტრი: Bingo o

ცვლილებები :

27.05.2015- Day 2,745 შესწორება #1- 3.7 Commander >> Lt.Colonel
27.05.2015- Day 2,745 დამატება #1- 1.10