პოლიტიკური პარტია - „ქართველი დემოკრატების“ /"Georgian Democrats"/ წესდება

Day 2,572, 11:38 Published in Georgia Poland by Georgian Warrior

პოლიტიკური პარტია - „ქართველი დემოკრატების“ /"Georgian Democrats"/

წესდება

თავი 1. ზოგადი დებულებები

1.1. პოლიტიკური პარტია - „ქართველი დემოკრატები“ /„Georgian Democrats“/ შემდგომში “პარტია”, არის საერთო პოლიტიკურ ინტერესებზე დაყრდნობით შექმნილი ერესპუბლიკის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი პოლიტიკური გაერთიანება.
1.2. პარტია თავისი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებს როგორც ესაქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც.


თავი 2. პარტიის მიზნები

2.1. პარტიის მიზნებია:
-დამოუკიდებელი,დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს
მშენებლობა;
-ქმედუნარიანი და ანგარიშვალდებული ხელისუფლების ფორმირება;
-ქვეყნის მდგრადობისა და უსაფრთხოების განმტკიცება;
-აქტიური მოქმედება ესაქართველოს ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად
საერთაშორისო არენაზე;
-წარმოების განვითარებისათვის ხელშეწყობა;
-ძლიერი და მობილური არმიის შექმნა;
-ეფექტური განათლების სისტემის შექმნა ახალბედების დასახმარებლად;
-ესაქართველოში მოთამაშეების შემოყვანა;
-ურთიერთობების გაღრმავება ყველა მეგობარ ქვეყანასთან (08.12.2014)

თავი 3. პარტიის წევრობა

3.1. პარტიის წევრი შეიძლება , იყოს ერესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც იზიარებს პარტიის მიზნებს და იცავს ამ წესდებით დადგენილ მოთხოვნებს.
3.2. პარტიის წევრობიდან გასვლა თავისუფალია.

თავი 4. პარტიის წევრთა უფლება-მოვალეობანი

4.1. პარტიის წევრს უფლება აქვს:
- აირჩიოს და არჩეულ იქნეს პარტიის პრეზიდენტი/პრეზიდენტად;
- თანასწორუფლებიანობის საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს პარტიის მუშაობაში;
- მიიღოს ინფორმაცია პარტიის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან მათი
საქმიანობის შესახებ;
- ისარგებლოს პარტიის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით პარტიის მიზნების
შესაბამისად;
- ავატარად დააყენოს პარტიის ემბლემა.

4.2. პარტიის წევრი მოვალეა:
- დაიცვას პარტიის წესდება;
- თავის საქმიანობაში განუხრელად იხელმძღვანელოს პარტიის მიზნებითა და
პროგრამით;
- გაუფრთხილდეს პარტიის ღირსებასა და ავტორიტეტს.

თავი 5. პარტიის სტრუქტურა

5.1. პარტიას გააჩნია მართვის ხელმძღვანელი და აღმასრულებელი ორგანოები:
ა) პარტიის ხელმძღვანელია პარტიის პრეზიდენტი;
ბ) პარტიის აღმასრულებლები არიან გენერალური მდივანი, სპიკერი და ვიცე-პრეზიდენტი;
გ) პარტიას სხვა პარტიებთან კომუნიკაციებში წარმოადგენს პრეზიდენტი და სპიკერი.

თავი 6. პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები

6.1 პარტიის საბჭო_ საბჭოს წევრია ყველა პირი, რომელიც ოფიციალურად არის პარტიის წევრი.
6.2. პარტიის საბჭო:
• იღებს პარტიის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში;
• იღებს პარტიის პროგრამას, რეზოლუციებს, მიმართვებს, პოლიტიკურ განცხადებებს,
განსაზღვრავს მოქმედების სტრატეგიას;
• იღებს გადაწყვეტილებას პარტიის რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის შესახებ;
• წყვეტს წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს;
• გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრის გზით, ხმათა უმრავლესობით;
• ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია პრეზიდენტის
ხმა.

თავი 7. პარტიის პრეზიდენტი

7.1. პარტიის პრეზიდენტის უფლებამოსილება:
• წარმართავს პარტიის საქმიანობას საწესდებო მიზნების და საბჭოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების შესასრულებლად;
• წარმოადგენს პარტიას ქვეყნის შიგნით და საგარეო ურთიერთობებში;
• მართავს პარტიის ფინანსურ სახსრებს და სხვა მატერიალურ ქონებას;
•პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე;
7.2 პარტიის პრეზიდენტის არჩევა
• პარტიის პრეზიდენტი აირჩევა კენჭისყრის გზით, ხმათა უმრავლესობით;
• პარტიის პრეზიდენტის არჩევნების თარიღია ყოველი თვის 15 რიცხვი.

თავი 8. პარტიის აღმასრულებელი ორგანოები

8.1 აღმასრულებელი მოხელეების უფლება-მოვალეობები
ა) გენერალური მდივანი _ ორგანიზებას უწევს პარტიის საბჭოს საქმიანობას;
ბ) ვიცე-პრეზიდენტი _ ასრულებს პრეზიდენტისთვის მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს
ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში;
გ) მრჩეველი_ ეხმარება პრეზიდენტს ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში საბჭოსგან
დამოუკიდებლად; ორგანიზებას უწევს ახალი წევრების ინტეგრაციას პარტიაში;
დ) სპიკერი _ წარმოადგენს პარტიას სხვა პარტიებთან ურთიერთბებსა და დებატებში.

8.2 აღმასრულებელი მოხელეების არჩევა
აღმასრულებელი მოხელეები დაინიშნებიან პარტიის პრეზიდენტის მიერ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე.

თავი9. პარტიის ქონება

9.1. პარტიის ქონება შედგება საწევრო შენატანების, წევრთა და სხვა პირთა შემოწირულობებით.

თავი 10. პარტიის სიმბოლიკა
10.1. პარტიას გააჩნია ემბლემა
10.2. პარტიის ემბლემის /ლოგო/აღწერილობა შემდეგნაირია:
ემბლემა გადაწყვეტილია 3 ფერში: მეწამული, ვერცხლისფერი,ოქროსფერი.
ფარში გამოსახულია საქართველოს რესპუბლიკის დროშა, ფარის ზედა ნაწილზე კი აწერია პარტიის დევიზი „ძალა ხალხშია“.ცენტრში მოთავსებულია საქართველოს რესპუბლიკის საშუალო გერბი.
გერბის დევიზია პოლიტიკური პარტიის ინგლისური დასახელება- „Georgian Democrats“.

თავი 11.წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება პარტიის საბჭოზე დამტკიცების გზით.

თავი 13. კენჭისყრის ვადები (08.12.2014)

13.1 გადაწყვეტილება მიიღება თუ მომხრე ან მოწინააღმდეგეა პარტიის წევრთა ნახევარზე მეტი
13.2 თუ არ არის აქტიურობა კენჭისყრა მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში და მიიღება ის შედეგი, რომელიც აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ იქნება დაფიქსირებული. (რომელ ვარიანტსაც ექნება ხმათა უმრავლესობა)

05.12.2014წ