ახალი იდეები ეკონომიკის სფეროში "Georgian Democrats"-ისგან

Day 2,565, 04:14 Published in Georgia Poland by Georgian Warrior


მოგესალმების ესაქართველოს მოქალაქეებო. მოგეხსენებათ ჩვენი პარტია ახალბედაა ესაქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. თუმცა ჩვენ უკვე შევიმუშავეთ პარტიის პოლიტიკური ხედვა სამხედრო, განათლების და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რომლებიც ქვემოთ
მოცემულ ლინკებზე შეგიძლიათ იხილოთ:

1. სამხედრო პროგრამა
2. განათლების პროგრამა
3. საგარეო პოლიტიკის პროგრამა

ბოლო პერიოდი ვმუშაობთ ეკონომიკის მიმართულებაზე, თუმცა აქ გარკვეულ სიძნელეებს წავაწყდით.

ჩვენი აზრით, ეკონომიკა არის ის ბირთვი, რაზეც ძლიერი სახელმწიფო უნდა აშენდეს, ამიტომ ამ მიმართულების შესწავლა და ზუსტი გეგმის არსებობა აუცილებელია.
მიგვაჩნია რომ ჩვენი ეკონომიკის მთავარი პრობლემა შიდა წარმოების არარსებობაა. მცირე წარმოება კი დაბალ ხელფასებს და შესაბამისად სამუშაო ძალის გადინებას განაპირობებს. რაც ქვეყნის შემოსავლებს მნიშვნელოვნად ამცირებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც შიდა წარმოება არ არის, იძულებულები ვართ სხვა ყვექნის პროდუქტი ვიყიდოთ, რაც ისევ სხვის ეკონომიკას ეხმარება და არა ჩვენსას. ამიტომ თუ გვინდა რამე წარმატებას მივაღწიოთ, სწორედ ეკონომიკის ეს მიმართულება უნდა განვავითაროთ, რაც ჩვენი აზრით გრძელვადიან განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჩვენი გეგმა ამ მიმართულებით არის მასშტაბური ინვესტიციები წარმოების განვითარებაში, რამაც საბოლოოდ ადგილობრივი წარმოება და ხელფასები უნდა გაზარდოს. თუმცა ამ გეგმის შესამუშავებლად გარკვეული ინფორმაციის მოგროვება არის საჭირო.

ამისთვის აუცილებელია შემდეგი სტატისტიკური მონაცემების ცოდნა.

1. რამდენი აქტიური მოთამაშეა ესაქართველოში (ანუ სამუშაო ძალა).
2. მოთამაშეებს რა დონეზე აქვთ განვითარებული საწარმოები.
3. საჭიროების შემთხვევაში რამდენი ოქროს გამოყოფისთვის არიან მზად, რომ საწარმოს განახლება გააკეთონ (დანარჩენი სახელმწიფომ უნდა გაიღოს სესხის სახით).
4. ქართულ ბაზარზე არსებული პროდუქტი ადგილობრივია თუ უცხოური (დიდი ალბათობით უცხოური რათქმაუნდა).
5. ყიდის თუ არა ვინმე პროდუქტს საზღვაარგარეთ (აქვს თუ არა ლიცენზია).

ამასთან ერთად აუცილებელია უცხოური ბაზრების გამოკვლევა. კონკრეტულად სად არის ყველაზე მაღალი ფასები, ასევე საქონლის ბრუნვა ყველაზე მაღალი სად არის. (სწრაფად რეალიზება სად ხდება). გამომდინარე იქედან რომ ესაქართველოს სამომხმარებლო პოტენციალი დაბალია, აქცენტი სწორედ უცხოურ ბაზრებზე უნდა გავაკეთოთ. ამისთვის უნდა მოხდეს რამდენიმე ადამიანის მიერ, ჩვენს მიერ გამოკვლეული ბაზრების მიხედვით, საუკეთესოებში ლიცენზიის ყიდვა, ეს ადამიანები ერთგვარი შუამავლები (ბითუმად მოვაჭრეები) იქნებიან. ადგილბორივი წარმოება მათ გაუგზავნის პროდუქტებს და ისინი უცხოურ ბაზარზე გაყიდიან და შესაბამის თანხას მომწოდებლებს მისცემენ. (ეს ფუნქცია რათქმაუნდა საწყის ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებმა უნდა იკისრონ, სხვისი მხრიდან მოტყუებას რომ არ ჰქონდეს ადგილი).

როდესაც ზემოთხსენებული ინფორმაცია გვეცოდინება, უკვე შესაძლებელი იქნება გამოვთვალოთ საქონელზე საბაზრო ფასის პირობებში რა დონეზე და რამდენი საწარმოს განახლება იქნება საჭირო, რათა მცირე მოგებაც და ხელფასების ზრდაც ოპტიმალური იყოს. (ზუსტ არითმეტიკულ გამოთვლებს ვგულისხმობ). მნიშვნელოვანია რათქმაუნდა რამდენი ადამიანის დასაქმება მოხერხდება. (აუცილებელი იქნება პროპაგანდის წარმოება, რათა წარმოქმნილ სამუშაო ადგილებზე მოთამაშეები გადმოსვლაში დავითანხმოთ, რადგან მსოფლიოს უმაღლეს ხელფასს ჯერ ჩვენ ვერ მივაღწევთ. აუცილებელია "ცოტა პარტიოტიზმი" და თითოეული მოთამაშის მხრიდან რამდენიმე ლარზე უარის თქმა).

შემდეგ ეტაპზე დაიწყება ინვესტირება საწარმოებში. ეს სახელმწიფოს შეიძლება საკმაოდ ძვირი დაუჯდეს, თუმცა ინვესტიციები უნდა იყოს ზუსტად გაწერილი და ეს პროგრამა ჩატარდეს ეტაპობრივად.

ხაზგასმის მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მცირე რესურსების პირობებში შეიძლება ამ პროგრამის განხორციელება მიზანშეწონილი არ აღმოჩნდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე "ზუსტი გამოთვლების" ჩატარების შედეგების საფუძველზე სახელმწიფოს რა თანხების გაღება მოუწევს და რა სარგებელს შეიძლება ველოდოთ. შედეგად შეიძლება მხოლოდ ერთი ან ორი საწარმოს განახლება მოხერხდეს. (ან თუნდაც არცერთის). მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკის პოტენციალი ზუსტად გვქონდეს შესწავლილი და მინიმუმ ეკონომიკის სამინისტრო მაინც არსებობდეს, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს. აუცილებელია ქვეყანას ეკონომიკის განვითარების გეგმა გვქონდეს!!!

პ.ს. ეს არის სამუშაო პროგრამა და თუ შეიძლება კრიტიკის ქარცეცხლში ნუ გაატარებთ. ვიცი რომ არც ისე მარტიცი ჩანს ეს ყველაფერი. უბრალოდ გამოთქვით თქვენი აზრი. ეს არის თემა, რომელიც არ არის კონკრეტული პარტიის პრობლემა, ეს არის ქვეყნის პრობლემა და დავივიწყოთ ცოტა ხმით პოლიტიკა და რეალურად და ერთად ვიმსჯელოთ ქვეყნის ეკონომიკაზე.

იდეის ავტორი: Georgian Warrior