[NFG] - როგორ ვიბრძოლოთ სწორად? [სასწავლო გვერდი]

Day 2,858, 03:36 Published in Georgia Greece by Tengiz IV


საქართველოს ეროვნული ფრონტი იწყებს განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას და როგორც პარტიის დამფუძნებელი ბევრ სიახლეს, წამახალისებელ გრანტს ვპირდები აქტიურ და წარმატებულ თანაპარტიელებს.
რეფორმის პირველი ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს და ეს მოიცავს სამხედრო დანაყოფის ჩამოყალიბებას. სამხედრო დანაყოფში მიიღებიან მხოლოდ პარტიის წევრები, ერთად კი ძლიერი აქაუნთების შექმნასა და ყიდვაზე ვიზრუნებთ!

eRepublik–ში თამაშის მნიშვნელოვანი მოდულია სამხედრო საქმე, რაც სერიოზულ ცოდნასა და დაკვირვებას მოითხოვს. ამ სტატიაში კი ვეცდები მაქსიმალურად გასწავლოთ ყველა დეტალი.

როგორ მოვემზადოთ ბრძოლისთვის?
სანამ ბრძოლის ველზე გახვალთ:
1) შეავსეთ ენერგიის საცავი
2) მოიმარაგეთ Energy Bar-ები
3) მოიმარაგეთ Q7 იარაღი. თუ თქვენი ძალა არ აღემატება 10 000–ს, მაშინ რეკომენდირებულია ბაზუკის გამოყენებაც, რომელიც 10 000 Damage–ს ისვრის.
4) მოამზადეთ რაკეტა (თუ რა თქმა უნდა გაქვთ მისი ქარხანა)
5) მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს ჩართეთ Booster ან Damage Accelerator, ასევე რაკეტას ან სხვა ბომბს ნახავთ აქ –> ბრძოლის ველის მარცხენა ქვედა კუთხეში

როდის უნდა ვისროლოთ?
მნიშვნელოვანია ყველა მებრძოლმა დაუკვირდეს ბრძოლის მიმდინარეობას და სწორ დროს ისროლოს. უაზროდ ენერგიის ჩაცლა არის შეცდომა.
თუ ბრძოლის ხაზი(8 ) გადაწეულია და მნიშვნელოვანი პროცენტი(3) გვაქვს ამ კონკრეტულ დივიზიაში მოპოვებული, მაშინ არ ისროლოთ. თუ ბრძოლის ველზე დაინახავთ თქვენს დივიზიაში მტრის მხარეს ვინმე ისვრის დიდ დემიჯს და საფრთხე ემუქრება ბრძოლის ხაზს, მაშინ ისროლეთ, რათა მტრის Damage–მ არ გადმოწიოს ბრძოლის ხაზი.

1) ბრძოლა იყოფა რაუნდებად, თითო რაუნდი გრძელდება 1800 ქულამდე. ქულა ემატება კონკრეტულ მხარეს, მაშინ როცა ბრძოლის ხაზი გადაწეულია.
2) საერთო ჯამში კი ბრძოლა გრძელდება 94 ქულამდე.
თუ პირველი დივიზია გაიმარჯვებს, გამარჯვებული მხარე მიიღებს 1 ქულას,
თუ მეორე დივიზია გაიმარჯვებს, გამარჯვებული მხარე მიიღებს 2 ქულას,
მესამე დივიზია – 3 ქულა
მეოთხე დივიზია – 5 ქულა
ერთ რაუნდში კი სულ გროვდება 11 ქულა.
3) ბრძოლის ხაზის პროცენტული მაჩვენებელი
4) ჩვეულებრივ ბრძოლას ეწოდება COLD WAR, მაგრამ ხშირად მოწინააღმდეგე მხარეები ასობით მილიონ დემიჯს ისვრიან ერთმანეთის წინააღმდეგ, რაც იწვევს ბრძოლის რაუნდის EPIC კატეგორიაში გადასვლას. თუ რაუნდი გაეპიკდება, მაშინ გამარჯვებული მხარე იღებს ორმაგ ქულებს, მაგალითად:
1–ლი დივიზია – 2 ქულა
მე–2 დივიზია – 4 ქულა
მე–3 დივიზია – 6 ქულა
მე–4 დივიზია – 10 ქულა
5) გვიჩვენებს, თუ რომელი რეგიონისთვის მიმდინარეობს ბრძოლა
6) თითო რაუნდი გრძელდება 2 სთ–ის განმავლობაში. თუ რომელიმე მხარე ვერ მოასწრებს 1800 ქულამდე ასვლას, მაშინ გაიმარჯვებს ის, რომელსაც 2 სთ–ის განმავლობაში ექნება ყველაზე მეტი ქულა.
7) გვიჩვენებს, თუ მერამდენე რაუნდია
8 ) ბრძოლის ხაზი
9) თუ მას ჩამოსწევთ, ნახავთ თუ რა შედეგებია სხვა დივიზიებში.

მცირე ძალის შემთხვევაში როგორ დავდოთ დიდი დემიჯი?
მცირე ძალის შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა პარტიზანული ბრძოლა.

იმისათვის, რომ პარტიზანულ ბრძოლაში ჩაერთოთ საჭიროა ჩვეულებრივ ბრძოლაში 5 კაცი მოკლათ. ის 20 რაუნდის განმავლობაში გრძელდება
მაგრამ, სანამ პარტიზანულ ბრძოლაში ჩაერთვებით შეამოწმეთ თქვენი საბრძოლო ინვენტარი:
http://prntscr.com/8haohx
ჩემი საბრძოლო ინვენტარი კი ასე გამოიყურება:

რეკომენდაცია: – ინვენტარში იარაღის არჩევის დროს, გაითვალისწინეთ იარაღის სროლის დაშორება, Damage-ს რაოდენობა და გადატენვის სიხშირე.
პარტიზანულ ბრძოლაში მნიშვნელობა არ აქვს თქვენს Strength-ს, აქ მნიშვნელოვანია სტრატეგია და მტრის ნაბიჯების გამოცნობა.
თუ თქვენი გამარჯვებები აღემატება თქვენსავე დამარცხებებს მაშინ ბრძოლის დროს DAMAGE-ს ემატება 1 ბონუსი, თუ თქვენი გამარჯვებები ორჯერ აღემატება გერილაში დამარცხბებს, მაშინ თქვენს Damage-ს ემატება 2 ბონუსი


განვიხილოთ დუელის ველი:

1) წინ და უკან გადაადგილება
2) დაშორება შენსა და მტერს შორის
3) წარმატებული სროლის პროცენტულობა (საჭიროა მაღალი პროცენტი)
4) სროლის ღილაკი
5) თქვენს ხელში არებული ყუმბარების რაოდენობა და მათი Damade-ს ღირებულება
6) 100 – ძირითადი სიცოცხლის რაოდენობა, 24 – სიცოცხლის ბონუსი (განაპირობებს ჩაფხუტი, ჟილეტი და ფეხსაცმელი)
7) იარაღის სახე და მისი damade-ს რაოდენობა
8 ) ტყვიების რაოდენობა და სროლის რეკომენდირებული მანძილი
9) მტერი, მისი სიცოცხლის რაოდენობა და იარაღის სახე
10) მოქმედების დრო

იყავით ყურადღებით! იბრძოლეთ დაკვირვებით! იბრძოლეთ სწორად!

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა სასწავლო ბმულებს:
სამხედრო საქმე (სასწავლო გვერდი)
როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი?
ეკონომიკა (სასწავლო გვერდი)