[რესპები] პარტიის პრეზიდენტის არჩევნები
ManteX
ძვირფასო მეგობრებო, მხარდამჭერებო და გულშემატკივრებო, უბრალო მოქალაქენო და ყველა, ვისაც ე-საქართველოს ბედზე გული შესტკივა. მოგესალმებით ყველას, როგორც თქვენი თანამებრძოლი, დღეს ერთიანი სახით წარმოგიდგენთ ჩვენი, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ გუნდს და გთავაზობთ, გახდეთ ჩვენი ერთიანი გუნდის ნაწილი. საძირკველიდანვე, ჩვენი მიზანი იყო ისეთი პოლიტიკური გუნდის შეკვრა, სადაც ყველა წევრი თანაბარუფლებიანია და არ გვყავს ლიდერები, ისეთი პოლიტიკური ერთობის შეკვრა, სადაც ყველა უსმენს ერთს და ერთი ყველას, სადაც ერთმანეთში იკვრება და იხლართება ჩვენი პოლიტიკური იდეები, რომლებიც აძლევენ ფორმას და აზრს რესპუბლიკური პარტიის დღევანდელობას და პოლიტიკურ მისწრაფებებს.
ჩვენ პოლიტიკურ პარტიას პარტიის პრეზიდენტის არჩევნებზე ამჟამად წარმოადგენ მე, ManteX, რომელიც სხვადასხვა დროს ვიყავი ე-საქართველოს 2 მოწვევის კონგრესმენი და თავდაცვის მინისტრი. სამწუხაროდ, ის მისწრაფებები რაც იმ დროს გამაჩნდა პოლიტიკური შიდა დაპირისპირების ფონზე ვერ განხორციელდა, ვერ მოხერხდა იმ ერთობის, იმ ერთსულოვნების სურვილის ჩამოყალიბება, რაც აგრეგირად აქვს ჩვენს ყველა აქტიურ მოთამაშეს. თუ ჩვენ მოვედით რესპუბლიკური პარტიის სათავეში ამ არჩევნების შედეგად, გპირდებით ჩვენი, როგორც ერთიანი პოლიტიკური გუნდის მისწრაფება ყოველთვის იქნება საერთო საქმისთვის ბრძოლა, პოლიტიკური შეთანხმებებზე ზრუნვა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის განვითრებას და ეხმარება ხელისუფლებას სწორი გეზით მიმართოს საკუთარი ინიციატივა.
რესპუბლიკელების პოლიტიკურ გუნდში არის 6 სხვადასხვა მიმართულება, რომლის მიხედივთად ყალიბდება პარტიის პოლიტიკა და მომავლის ერთიანი ხედვა. მინდა თითეულს ჰყავდეს თავისი კურატორი, ადამიანი, რომელიც ერთიანობაში მოუყრის ყველა ჩვენს შეხედულებას და მისი ხელმძღვანელობის ქვეშ უკეთ დავხვეწავთ ერთიან პოლიტიკას. ეს მიმართულებებია: 1. ფისკალური 2. სამხედრო 3. საგარეო 4. განათლება 5. იმიგრაცია 6. დასაქმება. ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს შემოგვიერთდეთ, თქვენი ნების მიხედვით თუნდაც წაუძღვეთ პარტიის პოლიტიკის მიმართულებას, გახდეთ კურატორი და ჩვენი ერთიანი პოლიტიკური გუნდის წევრი. ამასთან, ჩვენი მოქმედების პრინციპი უცვლელია - ჩვენი მიზანია ყველა პარტიული თუ გუნდური თანამდებობა იყოს როტაციის პრინციპით, ყოველ თვე იცვლებოდეს პარტიის პრეზიდენტი, ჩვენი ერთიანი სამხედრო დანაყოფის, საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურები. ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებით ჩვენ არ ვართ დამოკიდებული ინდივიდებზე, ერთეულ ადამიანებზე ან პიროვნულ კულტზე. პარტიული გუნდი და მისი პოლიტიკა ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმია, რომლის ფუნცქიონირებაშიც ყველას თნაბარი წვლილი შეაქვს და ყველა თნაბარუფლებიანია.
ასე რომ, თუ გინდა რეალურ პლურალიზმზე აწყობილი პოლიტიკური გუნდის წევრობა, იქ სადაც აზრთა გაცვლა ნებისმიერ დროს და ადგილალსაა შესაძლებელი, იქ სადაც ყველა გისმენს შენ, შენ უსმენ ყველას და უზიარებ საკუთარ მსოფლმხედველობას - ნუ აყოვნებ, დატოვე უკან არქაული პოლიტიკური სისტემა და გახდი ახალი გუნდის წევრი -
P.S. გაქვს სათანადო ძალის მაჩვენებელი? გახდი ეროვნული გვარდიის წევრი და მიიღე საჭმელი ყოველდღე. დაწერე კომენტარი ამ სტატიაზე: http://www.erepublik.com/en/article/-georgian-national-guard-1-2445081/1/20
Comments
o7
ერთიანობა ყველაზე მაგარია
kvelaze demokratiuli parita,sadac kvelas azri mnishvnelovania shemodit saswrapot respublikelebshi
o7
o7
🙂
გახდი რესპუბლიკელი დღეს, ჩვენთან დემოკრატიაა 😉
კადეტებში გადადი მოქალაქევ, სახელმწიფო დაგეხმარება განვითარებაში.
ო7 გადმოვდივარ
ვა შენ კიდე თამაშობ , ძაან კაი 😘
sad dagvekargee?
გახდი რესპუბლიკელი დღეს! 🙂 ჩვენთან დემოკრატიაა 😉
wolf მეგონა რომ დაბრუნდებოდი ყველაზე დემოკრატიულ პარტიას აირჩევდი სამოღვაწეოდ...
ახალი, შენი გამოზრდილი თაობის ხელში უნდა გადავიდეს მართველობა, დროა უკვე ესაქართველოს პრეზიდენტი გახდე🙂
რავი შვებულება ავიღე აქაურობისგან , პრობლემებს ვაგვარებდი პირად ცხოვრებაში
ვისაც, გინდათ ავატარი პარტიის სიმბოლიკით და შუაში თქვენი ნიკის წარწერით, და ასევე თუ ხართ ეროვნული გვარდიის წევრი, შეგიძლიათ პირადი წერილით მომმართოთ და დაგიმზადებთ როგორიც გაგიხარდებათ. 🙂
მაგალითისთვის იხილეთ ჩემი ავატარი
Bendo7 ამ ნიკზე გამიკეთებ? 🙂
lanjut ke
http://www.erepublik.com/en/article/makanan-yang-harus-dihindari-sebelum-bercinta--2442754/1/20
http://www.erepublik.com/en/article/8-fakta-tentang-orang-gila-2441114/1/20
chemi yle cheidevi chemi yle 😉
ო7
გახდი რესპუბლიკელი დღეს, ჩვენთან დემოკრატიაა 😉
შენაირი ძლიერი ჯურნალისტები ჭირდებით ესაქართველოს.
პატივცემულო ჩემ პარტიელებს რომ იბირებ აღარ გამოდის ლამაზად... გინდა რომ მეც დავერიო შენ პარტიელებს?
ვულფ, სურვილით ვერავის დავუშლი პარტიის შეცვლას, ვერც მე და ვერც შენ. საბოლოო ჯამში ინდივიდმა უნდა გადაწყვიტოს სად ურჩევნია ყოფნა. ბენდოს უწყინარ შემოთავაზებაში აღსაშფოთებელს ვერაფერს ვხედავ.
wolf
გადაბირებასაც გააჩნია.
აქ რესპუბლიკური პარტიის სტატია დევს, დასპამვით არავის ვსპამაბ😉
o7
ნუ დემაგოგობთ!
"ჩვენთან დემოკრატია"
ბოდიშით და ყველა პარტიაში დემოკრატიაა. ეს თვითონ თამაშში დევს ვერანაირი ხრიკით ვერ მოაჯდები ძალაუფლებას.
"ჩვენ ვუსმენთ ყველას აზრს"
ჰმმ ყველა პარტიაში უსმენენ ყველას აზრს და იზიარებენ ჯანსაღ იდეებს ხმათა უმრავლესობით.
ვერანაირი ახალი და რევოლუციონერული ვერ ამოვიკითხე აქ.
Lonely Tunes იგივე BENDO7 მაინტერესებს ამ პარტიას რამდენხანში უღალატებ ძალზედ საინტერესოა. მადლობა მაინც თუ გადაუხადე UGP-ს 2 ჯერ კონგრესში რო მოგახვედრა ასე უსაქმური?
სამწუხარო გამოცდილებამ გვიჩვენა რომ ეს ასე არაა, ნებისმიერი პლურალიზმი და იდეების უერთიერთგაზიარება სამწუხაროდ ხშირად ზედაპირული ხასიათისაა; ერთად შეკრული პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებას მხოლოდ ერთეული პარტიებისა თუ დაიკვეხნის ისიც მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში.
რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს, ისინი პარტიაში კომფორტულად რომ გრძნობდნენ თვს, იქვე გაჩერდებოდნენ, როგორც სხვანი. მათ შორის თქვენი პოლიტკური პარტიის წევრებიც გაერთიანებული ქართული პარტიის წევრები იყვნენ წარსულში, ოდესმე გაგჩენია სურვილი გეკითხა თუ რატომ გადაწყვიტეს იქიდან წამოსვლა?
რაც შეეხება ჩვენი პარტიის სტუქტურას, დიახაც, ჩვენთან დემოკრატია, დიახაც ჩვენთან ერთი უსმენს ყველას და ყველა ერთს, დიახაც მე ვფიქრობ რომ ჩვენთან ამას უფრო კარგად აკეთებენ ვიდრე სხვაგან; მაგრამ ძირითდი განსხვავება არა იმაშია, რომ ჩვენი დემოკრატიული პრინციპები სხვაზე უკეთსია, არამედ იმაში, რომ პოლიტიკური გუნდი მისდევს იდეებს და არა პიროვნებებს. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი რომელიმე გუნდის წევრი ხვალ აღარ იქნება პარტიაში, დატოვებს მას, ან სულაც აქტიური არ იქნება იმ მომენტში, ჩვენი პოლიტიკური ხედვა ამით არ შიცვლება და პროექტები როგორც ხორცილდებოდა, ისევ ისე გაგრძელდება. ჩვენ უარი ვუთხარით პიროვნების კულტს და ზნეგადასულ ინდივიდუალიზმს იდეების სანაცვლოდ; ამ მხრივ ვართ თუ არა ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს საბოლოო ჯამში.
mantex o7
ჩემი იდეაფიქსი არასოდეს ყოფილა კონგრესმენობა ან რამე თანამდებობა, ეგრე რომ ყოფილიყო მაშინ არ გამოვიდოდი უგპდან იმიტომ რომ იქ უფრო მექნებოდა კონგრესმენობის შანსი ვიდრე ამ ახალ პარტიაში.
უგპდან გამოსვლა ჯერ კიდევ კონგრესის არჩევნებამდე გადავწყვიტე ჩემი და გამას კანონზე მხარდაჭერა რომ ვერ ვნახე პარტიის მხრიდან, ერთეულების გარდა ხმა არავის ამოუღია კონგრესის ჩათში.
იმპერიოდში იყო ისიც რომ იმდროინდელ თავდაცვის მინისტრის სიტყვა და გადაწყვეტილება ერთ უნიტში გაწევრიანებაზე ყველამ რომ დაიკიდა, პრეზიდენტმაც არ დაიცვა თავის მიერ დანიშნული მინისტრის უფლება. მაშინ იყო რომ უგპს ჩათში ვთქვი რომ პარტიას ვტოვებდი (როსმედიანი დამეთანხმება რომ ვთქვი) მაგრამ რადგან პარტიის საარჩევნო სიაში ვიყავი პარტიის დატოვების უფლება თამაშის სისტემამ არ მომცა, მერე კონგრეშიც მოვხვდი და პარტიიდან გამოსვლა გადავდე რომ უგპს ჩემი სახით ხმა არ დაეკარგა კონგრეში. მერე ეგ ნიკი ვაფშე დაიბლოკა და ახალი ნიკით პირდაპირ რესპუბლიკელებში ამოვყავი თავი. პატივს ვცემ უგპს წევრებს მაგრამ თავიდანვე იდეაში მაქვს რომ ტოპ 5 პარტია ყველა აქტიური და კონკურენტუნარიანი იყოს ერთმანეთან, ამჟამად რესპუბლიკელებს ვჭირდები ყველაზე მეტად და აქავარ, ყველანაირად ვეცდები განვითარებაში დავეხმარო. მერე ვნახოთ, თუ ვიგრძნობ რომ ამ პარტიასაც აღარ ვჭირდები, თუ დავინახავ რომ ჩემი და პარტიის წევრების უმრავლესობის აზრები ფუნდამენტურად განსხვავდება უფლებას ვიტოვებ რომ ამ პარტიასაც დავტოვებ😉
ისე პარტიის შეცვლას ღალატს რატომ არქმევთ მაშინვე? ეგრე ადრე ვინც უგპში იყო და ეხლა სხვადასხვა პარტიებში არიან ყველა მოღალატე გამოდის. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება რომ თუ რამე არ მოწონს რომელიმე პარტიაში მაშინ დატოვოს ან სხვაგან გადავიდეს, თუ ეს ასე არ იქნება და ყველას მოღალატეს ვუწოდებთ მაშინ კონკურენცია აღარ იქნება და ქართული პოლიტიკური სისტემა ვეღარ განვითარდება.
უსაქმურიო რომ მეუბნები, საერთოდ რა არის კონგრესმენის მოვალეობა მითხარი ერთი? და რომელი მოვალეობა არ შევასრულე? სიტყვა პარლამენტი სალაპარაკო ადგილს ნიშნავს სადაც წარადგენენ ახალ კანონებს, რეფორმებს, პროექტებს, ახალ იდეებს და შემდეგ ხდება ამის განხილვა, დისკუსიები, და როდის მნახე მე უსაქმური?🙂
mainc ro gagvilandzga partia :d tfui esaa politika 😃