National Front of Georgia

Day 2,860, 12:04 Published in Georgia Greece by Tengiz IV


ამ სტატიით მინდა მოგიყვეთ ჩვენი პარტიის განვლილი გზის შესახებ. პარტიის შესახებ, რომელმაც ბევრ გამოცდასა და წინააღმდეგობას გაუძლო, შედეგად კი ჩვენ ნომერ პირველი ადგილი დავიკავეთ ვირტუალური საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საქართველოს ეროვნული ფრონტი ჩამოყალიბდა eRepublik-ის დაარსებიდან 2614 დღეს – 2015 წლის 15 იანვარს. მე შევქმენი ადამიანებთან ერთად, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების განვითარებისთვის, როგორც მათი დადებითი ასევე უარყოფით ნაბიჯებით.
ჩვენ ვსწავლობდით და ვსწავლობთ შეცდომებზე. ვქმნით ერთიან, აქტიურ გუნდს და ყველა ერთად ვაშენებთ ძლიერ და საინტერესო ვირტუალურ სახელმწიფოს.

პარტიის პრეზიდენტები:


პარტიის შექმნა დავიწყე (არ ჩამოვთვლი) იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემსავით შედარებით ახალი მოთამაშეები იყვნენ, მაგრამ ვიცოდი რომ აქ მთავარია პიროვნული თვისებები, ხოლო ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი.
ჩვენ დავიწყეთ პარტიის წევრთა რაოდენობის ზრდა, აქტიურად ჩავერთეთ პოლიტიკურ ცხოვრებაში და მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ქვეყნის განვითარებაში.
პარტიის დაარსებიდან პირველი სამი თვე ვუძღვებოდი გაერთიანებას, მაგრამ შემდეგ პირადმა საქმეებმა სრულად დაიკავა ჩემი თავისუფალი დრო და ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თანაგუნდელებისთვის გადამებარებინა თანამდებობა და დავეთანხმე Mr Chkadua-ს თხოვნას, რომ ის გამხდარიყო პარტიის ლიდერი. სამწუხაროდ ამ თამაშში ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც არასოდეს დავუშვებ 😃 ! პარტიის რეიტინგი დაეცა.

ორთვიანი პაუზის შემდეგ კვლავ დავბრუნდი თამაშში, დავიკავე პარტიის პრეზიდენტის პოსტი და ახალი ძალებით შევუდექით პარტიის გაძლიერებას:
ჩვენ – The Patronus, Mr.Sarajishvili, Georgian Adapter და კიდევ ორი ადამიანი, რომელიც ამჟამად დაბლოკილია და მალე შემოგვიერთდებიან.
აქტიური მუშაობით კვლავ დავიბრუნეთ წამყვანი პოზიციები და დღეს NFG-ს აქვს მყარი პირველი ადგილი.

ჩვენ გავინაწილეთ სფეროები, გავზარდეთ აქტიური წევრების რაოდენობა და ამ პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.

არჩევნები

პარტიის დაარსებიდან ერთ თვეში შევძელით TOP5 პარტიაში მოხვედრა და 25 თებერვლის კონგრესის არჩევნებში მე–4 ადგილი დავიკავეთ. ეს ნამდვილად დიდი წარმატება იყო:


მას შემდეგ რაც პარტიამ კვლავ დაიწყო სწრაფი განვითარება, ჩვენ ივნისში დაახლოებით 1 კვირაში შევძელით პარტიის წევრთა მობილიზება, საგანგებო რეჟიმში მუშაობამ შედეგი გამოიღო და ერთ კვირაში შევძელით კონგრესის არჩევნებში მნიშვნელოვანი მეორე ადგილის დაკავება:

შედეგი

ივლისის კონგრესის არჩევნებში ჩვენ მხოლოდ 2 ხმა დაგვაკლდა პირველ ადგილამდე:

შედეგი

ივლისის თვე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პარტიის ისტორიაში, რადგან ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში.
The Patronus გახდა ქვეყნის პრეზიდენტი საკმაოდ დაძაბულ არჩევნებში.

შედეგი

სამწუხაროდ მალე საქართველოს თავს დაესხა ირანი და თითქმის 2თვიანი ომის დროს აგვისტოს კონგრესის არჩევნები ვერ შედგა, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები სრულად იყო ოკუპირებული.

სექტემბრის თვე კი ჩვენთვის კვლავ წარმატებულია. ჩვენმა კანდიდატმა The Patronus კვლავ დაიკავა პრეზიდენტის პოსტი და წარმატებით აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას.

სამხედრო დანაყოფი – Military Unit


საქართველოს ეროვნული ფრონტის მიერ შეიქმნა სამხედრო დანაყოფი National Front

სამხედრო დანაყოფი მიზნად ისახავს პარტიის წევრების შეკვრას, გუნდური მუშაობის ხარისხის ამაღლებასა და მოთამაშეთა სამხედრო მზაობის ამაღლებას.
წევრები დივიზიების მიხედვით განაწილებული არიან ლეგიონებში (რეჯიმენტებში).
ჩვენ მაქსიმალურად ვზრდით MU–ს წევრთა რაოდენობას, სადაც ერთ–ერთი მთავარი წესი არსებობს: ყველა წევრი ამავდროულად არის პარტიის წევრიც!

მოთამაშეებო, ყველას მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი!
მე არ დავიწყებ ჩვენი თავის ქებას, უბრალოდ ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ჩვენ საქმეს საქმით ვაჩვენებთ განსხვავებით სხვისგან – საქმეს სიტყვით.

ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე, ვეხმარებით განვითარებაში ახალ მოთამაშეებს.
ვსწავლობთ შეცდომებზე და ერთად ვაშენებთ ძლიერ E-საქართველოს!
ჩვენ გვჯერა, რომ ვიქნებით პირველები არა მხოლოდ რეიტინგში, არამედ საქმის კეთებაში!
ჩვენ სხვას საქმის კეთებით ვეჯიბრებით და არა ენამოქნილობით, რაც ასევე არ გვაკლია :d
და ბოლოს,
ჩვენ ვამბობთ:
მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!





სტატიები, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით დაიწერა, რათა მოთამაშეებმა შეძლონ სწრაფი განვითარება!
1) როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი?
http://www.erepublik.com/en/article/-moe-1-2546350/1/20
2) ეკონომიკა (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551538/1/20
3) სამხედრო საქმე (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551594/1/20
4) როგორ ვიბრძოლოთ სწორად? (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551680/1/20
5) პოლიტიკა (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551721/1/20
6) როგორ ვიშოვოთ ფული? (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551791/1/20
7) დამხმარე ბმულები eRepublik-სთვის (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-erepublik--2551954/1/20