[NFG] - Development [№1]

Day 2,871, 04:30 Published in Georgia Greece by Tengiz IV


მოგესალმებით,
National Front of Georgia იწყებს წევრთა განვითარებისთვის აქციების სერიას.
რადგან ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და ვართ ერთი დიდი გუნდი!

პირველი აქციას კი ჰქვია NFG-Builder,

NFG-Builder (4+1)
მიზანი:
აქცია მიზნად ისახავს NFG-ს წევრებს, რომელთა ძალაც არ აღემატება 1500–ს, დაეხმაროს და სტიმული მისცეს, რათა შეიქმნას საკუთარი შემოსავალი ქარხნების საშუალებით.

აღწერა:
1) აქციის დაფინანსებას უზრუნველვყოფ პირადად მე და მსურველებს ვისაც, სურს წვლილი შეიტანოს პარტიის წევრების განვითარებაში, მათ დახმარებას სიამოვნებით მივიღებთ!
2) აქციის ფარგლებში NFG-ს წევრმა უნდა ააშენოს 4 ქარხანა (სახლის, საკვების ან იარაღის). აშენების შემდეგ კი ის ჩემგან მიიღებს საჩუქრად დამატებით 1 ქარხანას.
3) მონაწილეობისთვის მოთამაშე უნდა დარეგისტრირდეს, რათა მიიღოს დაწესებული პრიზი.
4) რეგისტრაციისთვის უნდა მომწეროს PM

რეგისტრაციის გავლას შეძლებენ ის წევრები:
ა) რომელთა ძალა არ აღემატება 1500–ს
ბ) არიან რეგულარული წევრები და არა აქციაში მონაწილეობისთვის გადმოსული ახალი წევრები.
გ) რომლებიც PM-ში წარმოადგენენ სქრინს, სადაც ნაჩვენებია აქციამდე არსებული ქარხნების რაოდენობა. პრიზის მისაღებად კი ახალ სქრინს სადაც მონიშნული იქნება ახალი 4 ქარხანა.

პრიზის გაცემის წესები:

◙ პრიზის სახეობა, თუ რომელ ქარხანას მიიღებთ განსაზღვრავს თქვენს მიერ აშენებული ქარხნების სახეობები.
მაგალითად: თუ თქვენ ააშენებთ 3 ერთნაირ და 1 განსხვავებული სახის ქარხანას, საჩუქრად გადმოგეცემათ იმ სახის ქარხანა რომელიც მეტი რაოდენობით ააშენეთ, ანუ იმ 3 სახის ქარხნის ტიპს.
თუ თქვენ თანაბრად 2–2 ერთნაირი სახის ქარხნებს ააშენებთ, საჩუქრად მიიღებთ იმ ტიპის ქარხანას, რომელსაც ამ ორი სახეობიდან თქვენ თვითონ აირჩევთ.
◙ პრიზი ერთ დღეში გაიცემა მხოლოდ ერთ მონაწილეზე. თანმიმდევრობა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ ვინ უფრო მალე ააშენებს 4 ქარხანას.
◙ გადაცემა მოხდება ბაზრის საშუალებით, სადაც 9 ოქროს ღირებულებით დაიდება შესაბამისი ქარხანა. ბენეფიციარი იყიდის შემდეგ კი მას ფულს უკან გადმოვურიცხავ.
მსგავსი მეთოდი გამოიყენება, იმიტომ რომ ფულის გადარიცხვის შემთხვევაში არ შემოეხარჯოს და არ დარჩეს ქარხნის გარეშე. აქცია ითვალისწინებს მოთამაშისთვის ბიზნესის წამოწყების სტიმულირებას.

რჩევა:
გამოიყენეთ შემდეგი სტატიები, რომელბიც დაგეხმარებათ თქვენი ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაში:
როგორ ვიშოვოთ ფული? (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551791/1/20
ეკონომიკა (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551538/1/20

[NFG] - Development
დღეიდან, ყველა სტატია მსგავსი სახელწოდებით აუცილებლად ნახეთ, რადგან შეიძლება თქვენთვის საჭირო და E-საქართველოში-ში ინოვაციურ შეთავაზებებს გთავაზობდეთ.
ეს მხოლოდ დასაწყისია და შეუჩერებლად, გაგრძელდება მსგავსი წამახალისებელი აქციები, რომლებიც ხელს შეგიწყობენ განვითარებაში!

რატომ NFG-Builder?
იმიტომ, რომ eRepublik-ში და მით უფრო საქართველოში, სადაც არც თუ ისე კარგი ეკონომიკური სიტუაციაა, რთულია სწრაფად გააძლიერო ყველა TG ბოლომდე და თვეები ელოდო აქაუნთის გაზრდას. შემდეგ კი იყოდო Infantry Kit, ლეველის მომატებისგან თავის დასაცავად. სანამ რამდენიმე თვე მცირე შედეგისთვის იწვალებთ, შეიძლება მოტივაციაც დაკარგოთ რადგან არ გექნებათ ბევრი საქმე, ამიტომაც ახალი მოთამაშეები მიმართავენ ეკონომიკური მოდულის განვითარებას და მცირე საქმით დაკავებას, რაც მათ მუღამზეც იმოქმედებს.
ამიტომაც გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ მსგავსი აქცია და ხელი შეგიწყოთ თქვენი ბიზნესის განვითარებაში.

რეგისტრაციის ვადა:
რეგისტრაცია გრძელდება 1 ოქტომბრის საღამოს 9სთმდე.


მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!





სტატიები, რომელიც ჩვენი პარტიის სახელით დაიწერა, რათა მოთამაშეებმა შეძლონ სწრაფი განვითარება!
1) როგორ დავამატოთ ბევრი მეგობარი?
http://www.erepublik.com/en/article/-moe-1-2546350/1/20
2) ეკონომიკა (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551538/1/20
3) სამხედრო საქმე (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551594/1/20
4) როგორ ვიბრძოლოთ სწორად? (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551680/1/20
5) პოლიტიკა (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551721/1/20
6) როგორ ვიშოვოთ ფული? (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-1-2551791/1/20
7) დამხმარე ბმულები eRepublik-სთვის (სასწავლო გვერდი)
http://www.erepublik.com/en/article/-nfg-erepublik--2551954/1/20