"Georgian Democrats"-ის საგარეო პოლიტიკის პროგრამა

Day 2,564, 07:44 Published in Georgia Poland by Georgian Warrior


მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქეებო. წარმოგიდგენთ პოლიტიკური პარტია "Georgian Democrats"-ის საგარეო პოლიტიკის პროგრამას, რომელიც გადმოსცემს ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეხედულებას საგარეო პოლიტიკის სფეროსთან დაკავშირებით.

ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანი არის კარგი დამოკიდებულების შენარჩუნება, და თუ ეს
ასე არ არის მაშინ მიღწევა, ყველა ქვეყანასთან. პირველ რიგში რაც აუცილებელია, ეს არის კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, ჩვენს მეზობლებთან, ასევე ჩვენი ალიანსის წევრებთან და ყველა „მეგობარ“ ქვეყანასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური ურთიერთობები თურქეთთან და რუსეთთან, რათა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე არ შეექმნას.

ჩვენი პოლიტიკური გუნდი ასევე საჭიროდ თვლის სავარჯიშო ომების მოწყობას. ეს აუცილებელია რათა ქვეყნის სამხედრო შენაერთებმა ერთიანი მოქმედება და კოორდინაცია დახვეწონ (იხილეთ სამხედრო პროგრამა), რასაც ადგილი არ აქვს ინდივიდუალური ვარჯიშის დროს.

სავარჯიშო ომების კიდევ ერთი არგუმენტი არის „True Patriot” ის მედლის აღება, რაც კიდევ ერთი ფინანსური შეღავათი შეიძლება იყოს მოთამაშისთვის. ასე რომ შემოსავლის ამ წყაროს შენარჩუნებაც აუცილებელია.


ჩვენ ასევე აუცილებლად ვთვლით საგარეო მიმართულებით მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშების წარმოდგენას. რათა ყოველი მოთამაშე ამ მხრივაც იყოს ინფორმირებული.