პოლიტიზირებული სამხედრო დანაყოფები

Day 2,570, 15:20 Published in Georgia Poland by tchock

შვეიცარიის ომის მაგალითზე გამოჩნდა, რომ პოლიტიზირებული სამხედრო დანაყოფები ზიანს აყენებენ ქვეყნის ბრძოლისუნარიანობას. ესაქართველოს შეუძლია ბევრად ძლიერი სამხედრო ძალის მობილიზება, ვიდრე ეს შვეიცარიის მაგალითზე დავინახეთ (თუმცა ეს ომი წარმატებით დასრულდა)

ჩემი აზრით, ყველა ხვდება, რომ უბრალო მოწოდება MU-ების დეპოლიტიზირებისკენ შედეგს არ მოგვცემს. ხოლო MU-ებს შორის ქიშპობა და ცალცალკე, თვითნებურად მოქმედება ქვეყანას ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს.

რამდენიმეხნიანი ფიქრის შემდეგ ამ პრობლემის გადაჭრის გეგმა ჩამოვაყალიბე. ჩამოყალიბება ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ რაღაც მონახაზი გავაკეთე. გთავაზობთ ამ გეგმის ძირითად პრინციპებს:

ამ პობლემის გადასაჭრელად, ვფიქრობ, შემდეგი რეფორმები უნდა გატარდეს (შეიძლება არარეალური ჩანდეს, მაგრამ ჩემი აზრით ეს საჭიროა)

1. შეიქმნას უშიშროების საბჭო

უშიშროების საბჭო იქნება 15 კაცისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც მიიღებს საბრძოლო გეგმებსა და გადაწყვეტილებებს. საბჭოს წევრები იქნებიან ესაქართველოს ტოპ 5 პარტიის წარმომადგენლები - თითო პარტიიდან 3 კაცი. ყველა პარტიას ექნება თანაბარი უფლებები.

2. უშიშროების საბჭომ ჩამოაყალიბოს ესაქართველოს სამხედრო სისტემა

შეიქმნება ერთიანი სამხედრო სისტემა და საბჭოს წევრები, მოლაპარაკებების შედეგად, შექმნიან ქვეყნის სამხედრო სისტემას - რამდენი MU ეყოლება ქვეყანას და რა ფუნქციების მატარებლები იქნებიან ეს MUები.

3. აეკრძალოთ სხვა მოქალაქეებს MU-ს შექმნა - ამის უფლება მხოლოდ უშიშროების საბჭოს დარჩეს.

ამ გზით გარანტირებული იქნება სამხედრო ძალის ორგანიზებულობა.



ქვეყნის სამხედრო სისტემის ჩემეული ხედვა:

MU-ები უნდა დაიყოს მათში შემავალი მოქალაქეების დონეების მიხედვით, და არა მათი პოლიტიკური შეხედულებებით. მოქალაქის დონე უნდა განისაზღვროს მისი ძალით და არა ლეველით. ამ გზით, კარგად განისაზღვრება MUების შესაძლებლობები.

MU-ებს არ ექნებათ სახელები, არამედ იქნებიან დივიზიები და დაიყოფიან ნუმერაციის მიხედვით. პირველი დივიზია დაკომპლექტდება ძლიერი (მაგ. 80 000 ძალაზე მეტის მქონე) მებრძოლებით, მეორე დივიზია უფრო სუსტებით და ა.შ.

ჩემი აზრით, ამ (ან ამდაგვარი) რეფორმების გატარების შედეგად, ესაქართველოს არმია იქნება სრულად დეპოლიტიზირებული. რაც მთავარია, ორგანიზებული, მოქნილი და ბრძოლისუნარიანი არმია.

გმადლობთ