კონკურსი. ესაქართველოს ისტორია.

Day 2,498, 06:15 Published in Georgia Georgia by J.Volandi

მოგესალმებით.

საქართველოს მთავრობა აცხადებს კონკურსს ,,ესაქართველოს ისტორია".

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს.

საკონკურსო პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა დაწეროთ სტატია სათაურით ,,ესაქართველოს ისტორია" და გადმოსცეთ მასში ყველა ის ფაქტი და მოვლენა, რაც განვითარდა ჩვენი ქვეყნის გარშემო ჩამოყალიბებამდე და ჩამოყალიბების დღიდან.

სტატიაში სიმბოლოების გამოყენების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

სტატია შეიძლება იყოს ილუსტრირებული.

სტატია უნდა დაწეროთ 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი დაჯილდოვდება 300 ლარით.

მეორე ადგილზე გასული კონკურსანტი დაჯილდოვდება 150 ლარით.

მესამე ადგილზე გასული კონკურსანტი დაჯილდოვდება 50 ლარით.

თანხა გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გისურვებთ წარმატებებს.