"საქართველოს ეისტორია"

Day 2,498, 08:35 Published in Georgia Georgia by Aveun

მოგესალმებით, მსურს კონკურსში მივიღო მონაწილეობა და დავწერო ჩემი თვალით დანახული საქართველოს ეისტორია...

როდესაც დავრეგისტრირდი (26 მაისი) საქართველო სულ 1-2 კვირის გახსნილი იყო ანუ ქვეყანა სულ ახალბედა გახლდათ, მაშინ ძირითადი საქართველოს პრობლემა პტო-ს განეიტრალება გახლდათ, ალბათ ძველ მოთამაშეებს გახსოვთ, რომ დღევანდელ "Republican Party of Georgia"-ში მაშინ ბულგარელი პტოები იყვნენ, მოგვიანებით ისინი კონგრესში შევიდნენ და უფრო მეტ პტო ბულგარელებს მისცეს მოქალაქეობა, მაშინ ეს კატასტროფა გახლდათ, რადგან ქვეყანას წესივრად არ შეეძლო კონგრესის მართვა და პტოების განეიტრალება, თუმცა ბიჭები არ დანებდნენ კერძოდ კი Georgian Wolf,Geooffroader და ა.შ შექმნეს რეკლამა Facebook-ზე საიდანაც მყისვე შემოვიდა ხალხი და პტოს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა, რადგან ტოპ 5 პარტიიდან 4 ქართული გახლდათ.

მოგვიანებით ქვეყანა მიხვდა, რომ პტოს პრობლემა ერთადერთი არ იყო. მაისის ბოლოს ბულგარეთმა კანონი შეიტანა კონგრესში, რაც ითვალისწინებდა საქართველოზე საჰაერო დარტყმის განხორციელებას, კანონი დამტკიცებული იქნა 24 საათის შემდეგ და დაიწყო საჰაერო დარტყმა აფხაზეთზე, რათქმაუნდა ქვეყანამ იბრძოლა, გვეხმარებოდნენ უკრაინელები, თუმცა მაშინ ქვეყანა ახლანდელზე ერთი-ორად უფრო სუსტი იყო, ამიტომაც საქართველომ დაკარგა ყველა რეგიონი დედაქალაქის გარდა. (დედაქალაქის გარდა, რადგან მას 3 თვიანი დაცვა ქონდა)ვცადეთ აჯანყება, თუმცა ამაოდ ბულგარელები არაფრით არ თმობდნენ პოზიციებს, კონგრესი მიხვდა, რომ ომით ვერაფერს გავხდებოდით და ბულგარეთთან მოლაპარაკებები დაიწყო, საბოლოოდ საქართველომ შესთავაზა ბულგარეთს აფხაზეთის მიქირავება, ისინიც დათანხმდნენ, თუმცა აფხაზეთთან მათ დასავლეთ საქართველოც დაიტოვეს.

(ალბათ ისმის კითხვა, რატომ გაქივადა აფხაზეთი ამხელა თანხად? ეს იმიტომ რომ აფხაზეთში, არის რესურსი Rubber-რეზინა, რომელიც ამ თამაშში სულ რამოდენიმეა, ასე რომ ეს იშვიათი რესურსი საქართველოს ერგო, ამას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეებიც, თუმცა სტატია ამას არ ეხება.)

ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა ქვეყნისთვის, რადგან ყოველ თვე მისი ბიუჯეტი 30 000 ლარით ივსებოდა, თუმცა ჩვენდასამწუხაროდ თამაშში კიდევ ერთი ქვეყანა ჩაერთო ეს გახლდათ რუსეთი, რომელიც ბულგარეთის ყველაზე ახლო მეგობრად მოისაზრება ამ თამაშში.
ბულგარელებმა და რუსებმა შემოგვთავაზეს ასეთი გეგმა, რუსეთი შეუტევდა კახეთს და წააგებდა ომს, შემდგომ ჩვენ ვუტევდით ჩრდილოეთ კავკასიას და ვოლგას და ვიღებდით მას, მოგვიანებით კი ბულგარეთი წაგვართმევდა ამ ორ ტერიტორიას ამ ყველაფრისთვის ჩვენ 40 000 ლარს მივიღებდით. ქართველები რათქმაუნდა სკეპტიკურად ვუყურებდით ამ გეგმას, თუმცა სხვა გზა არ გვქონდა და ამ გეგმას დავთამხდით. რუსეთმა შემოგვიტია, თუმცა პოზიციები არ დათმო და კახეთი აიღო ჩვენი მოლოდინი გამართლდა და ბულგარეთმა და რუსეთმა არ შეასრულეს გეგმის პირობები და ჩვენი ტერიტორიები მოგვიანებით შემდეგნაირად გადაინაწილეს

ამ ყველაფრის, შემდეგ რუსეთმა შემოგვთავაზე ქირა, რომლის მიხედვითაც დასავლეთ საქართველო დარჩებოდა რუსეთს, ქვეყანა კი ამით კვირაში 3000 ლარს მიიღებდა, რათქმაუნდა საქართველოს არ სურდა მსგავსი გარიგების გაფორმება, მაგრამ როგორც ყოველთვის ჩვენ პაქტიურად არაფერი არ შეგვეძლო.

თითქოს ამით ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ხომ იცით ნათქვამია "როდესაც რაიმე მთავრდება, აუცილებლად იწყება სხვა რაიმეც"
საქართველოს დაუახლოვდა სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მეზობელი თურქეთი, რომელიც ასევე ინტერესდებოდა აფხაზეთით, თუმცა მათ პირობა მოგვცეს, რომ მათ მხოლოდ აფხაზეთი სურდათ და სხვა ტერიტორიებს არ შეეხებოდნენ, საქართველოს იმედი მიეცა, რომ ბულგარეთის და რუსეთის ჰეგემონიას ბოლო მოეღებოდა, ქვეყანა ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა, რათა დაეწყო აჯანყება და დაებრნებინა ტერიტორიები, თუმცა ამჯერად ჩვენ ზურგს თურქი და უკრაინელი მეგობრები გაგვიმაგრებდნენ. გავიდა ხანი და ჩვენამდე მოვიდა ამბავი, რომ რუმინეთი ბულგარეთზე შეტევას გეგმავდა ეს ზუსტად ის იყო, რაც ქვეყანას ჭირდებოდა, როდესაც რუმინეთმა ბულგარეთს შეუტია, ჩვენც მყისვე დავიწყეთ აჯანყება ქვემო ქართლში, შემდეგ კახეთში, ბოლოს კი აფხაზეთში, მათ უბრძოლველად დათმეს ორივე რეგიონი, რადგან მათი არმია კონცეტრირებული იყო რუმინეთთან ომში. 3 რეგიონის დაბრუნების შემდგომ ჯერი რუსეთზე მიდგა, რომელსაც დასავლეთ საქართველო ეკავა, საქართველომ ძალიან ჭკვიანურ ხერხს მიმართა, ქვეყანამ არ ისურვა რუსეთთან კოზირის გარეშე ებრძოლა, ამიტომაც მათ მოაწყვეს აჯანყება ფინეთში


რუსეთმა შეუტია აფხაზეთს და მისი დაბყრობა მოისურვა, თუმცა ამაოდ საქართველომ აჯანყება დაიწყო დასავლეთ საქართველოში
და ყველასთვის მოულოდნელად მოახერხა აფხაზეთის დაცვაც და დასავლეთ საქართველოს დაბრუნებაც, რათქმაუნდა ჩვენ გვეხმარებოდნენ თურქები და უკრაინელები, თუმცა ქვეყანამ მაშინ ძალიან კარგი ორგანიზებულობა გამოავლინა და სამაგალითოდ შეებრძოლა რუსეთს.


საქართველოსთვის ყველაფერმა იდეალურად განვლო, მათ დაიბრუნეს ყველა რეგიონი, თურქებმაც პირობა შეასრულეს და ამ ყველაფრის რეალიზაციაში დაგვეხმარნენ, ჩვენც როგორც თავიდანვე გეგმაში იყო მივაქირავეთ აფხაზეთი, თურქეთს 25 000 ლარად, თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდებოდა ქვეყნებს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხევითაც თურქეთი დაეხმარებოდა საქართველოს სხვადასხვა ბრძოლებში, მომავალში, თუმცა ამის შემდგომ საქართველოს ომები არ გადახდენია, მანამ სანამ არ დაიწყო სავარჯიშო ომი სომხეთთან.

სავარჯიშო ომი სომხეთის ინტერესებში შედიოდა, რადგან დაარსების დღიდან მათ არ გადახდენიათ არცერთი ომი, ამიტომაც საქართველო, სომხეთთან მეგობრების გამო დათანხმდა სავარჯიშო ომს. გეგმა ძალიან პრიმიტიული იყო საქართველო იღებდა ყველა სომხეთის რეგიონს, დედაქალაქის გარდა, (დედაქალაქს, როგორც თბილისს დაცვა ქონდა) შემდგომ კი სომხეთი დაიბრუნებდა თავის რეგიონებს.



ამის შემდგომ მშვიდობა სუფევდა კარგა ხანი, სანამ არ დაიწყო ტურნირი "მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირი", ტურნირში ყველა ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და მისი აზრი გახლდათ, რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება ომებში, Top 3 ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდ Damage-ს დააგროვებდა ომებში მის ტერიტორიაზე გაიხსნებოდა Gold Mine ანუ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეძლეოდათ საშუალება გამოემუშავებინათ ოქრო, მუშაობით. ჩვეულებრივ, როგორც Work-ის დაჭერით ხდება ფულის გამომუშავება, მაგრამ აქ მოვლენები ძალიან მოულოდნელად და საინტერესო განვითარდა, როგორც გახსოვთ რუმინეთსა და ბულგარეთს შორის ომი მიმდინარეობდა, რუმინეთი ბულგარეთზე გაცილებით ძლიერი იყო, ამიტომაც ბულგარელებს ჩილე დაეხმარა, რომელიც იმ დროისათვის "იმპერიის" წოდებას ატარებდა, მათ საჰაერო დარტყმა მიიტანეს რუმინეთზე და 2 ფრონტზე ბრძოლას რუმინელებმა ვერ გაუძლეს და მათ დაკარგეს ტერიტორიები. ეხლა კი ეს რატომ დავწერე, დავუბრუნდეთ ტურნირს, რომელშიც Top 3 ქვეყნები, შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

როგორც ხედავთ რუმინეთი, რომელსაც ფაქტიურად უკვე რეგიონები აღარ გააჩნდა მეორე ადგილზე გავიდა, ამიტომაც რუმინეთმა საჰაერო დარტყმა განახორციელა საქართველოზე, მათ გვითხრეს, რომ ჩვენი საწინააღმდეგო არაფერი აქვთ უბრალოდ რეგიონი ჭირდებათ, რომ ადმინისტრაციას Gold Mine მიეცა მათთვის. ტურნირის დასრულების, შემდეგ Gold Mine გაჩნდა დასავლეთ საქართველოში ეს ჩვენთვის, რათქმაუნდა შოკი იყო, რადგან ოქროს დამთავრებამდე ჩვენ რეგიონს არავინ არ დაგვიბრუნებდა, საქართველო შეეგუა იმ აზრს, რომ დასავლეთ საქართველო დროებით უნდა დაეთმო, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა, პოლონეთმა, რომელიც ერთ-ერთი უძლიერი ქვეყანაა ამ თამაშში, განახორციელა საჰაერო დარტყმა რუმინეთზე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან მათაც სურდათ ოქროს საბადოების ხელში ჩაგდება, მათ წაართვეს რეგიონი რუმინეთს და თვითონ დაიტოვეს. პოლონეთმა, როგორც რუმინეთმა თქვა, რომ საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი არ ქონდა და ისინი დააბრუნებდნენ რეგიონს, ოქროს დამოლევის შემდგომ. ქვეყანას სხვა გზა არ ქონდა, ჩვენ უბრალოდ კონცენტრაცია შიდა საქმიანობაზე გადავიტანეთ, მაგრამ მოულოდნელად არგენტინამ გამოგვიცხადა ომი და საჰაერო დარტყმა განახორციელა საქართველოზე, მათ წაგვართვეს კახეთი და ქვემო ქართლი
მათ თითქოს ოქროს საბადოების ხელში ჩაგდება სურდათ , მაგრამ მოულოდნელად ისინი რუსეთს დაესხნენ თავს, ამით საქართველომ ისარგებლა და დაიწყო აჯანყება
არგენტინა, თითქოს მოიკოჭლებდა, ვერც საქართველოს გაუმკლავდა და ვერც რუსეთს და ისინი უბრალოდ გავაძევეთ რეგიონიდან (სხვათაშორის ამ ბრძოლების პერიოდში შევნიშნე უცნაური ფაქკტი, რუსეთის მოქალაქეები ჩვენი სახელითაც იბრძოდნენ, ეს ალბათ იმიტომ, რომ არგენტინა რეგიონიდან გაგვეძევებინა ერთიანი ძალით, საბოლოოდ ასეც მოხდა.)
საქართველო კლვავ გამთლიანდა ასე თუ ისე, თუმცა დასავლეთ საქართველო კვლავ პოლონელებს დარჩათ, მაგრამ ჩვენ ამას უკვე შეგუებულები ვიყავით, მოგვიანებით ოქროს საბადოების გამოლევის შემდგომ ჩვენ დავიბრუნეთ დასავლეთ საქართველო.

ამით ფაქტიურად დღევანდელობამდე მოვდივართ, ქვეყანა ალიანსში გაწევრიანდა და უკვე ასე თავისუფლად ვერავინ ბედავდა მასზე გალაშქრებას, ამიტომაც ხანგრძლივმა მშვიდობამ დაისადგურა, ამით დავამთავრებ და იმედია საინტერესო იყო! o7