UNITED GEORGIAN PARTY [UGP]

Day 2,612, 05:48 Published in Georgia Georgia by Georgian woolf


მოგესალმებით ბიჭებოო

მოახლოვდა პარტიის საპრეზიდენტო არჩევნები და მინდა ყველა ჩვენს მოთამაშეს მოვუწოდო იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში.



ასევე მინდა ჩვენი გუნდის ყველა წევრს შევახსენო რომ 10 დღეში არის კონგრესის არჩევნები და ყველა მსურველი დარეგისტრირდეს აუცილებლად.ამისათვის არჩევნებამდე 2 დღით ადრე უნდა შეხვიდეთ Community - My party - ს გვერზე და დააჭიროთ ახლად გამოჩენილ ღილაკს



აქვე დროს ვიხელთებ და აგიხსნით ახალ მოთამაშეებს ყველა პარტიაში...რეგისტრაცია კონგრესის კანდიდატად ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ხოლო არჩევნების წინა დღეს პარტიის პრეზიდენტი ალაგებს თანმიმდევრობას ამ ხალხს..შემდეგ ხმების რაოდენობის მიხედვით რასაც ტოპ 5 ში მყოფი პარტიები მიიღებენ დადგინდება თუ ვის რამდენი კონგრესის წარმომადგენელი ეყოლება.სიის სათავეში მყოფებს ყოველთვის მეტი შანსი აქვთ გამარჯვების.
იაქტიურეთ და დაიმსახურეთ ეს ადგილი.გისურვებთ წარმატებებს


პარტიის სიახლეები


განვაახლეთ პარტიის თანამდებობები


ასევე ავღნიშნავ რომ საკმაოდ დიდი ნატხომი გავაკეთეთ წევრების რაოდენობის ზრდაში და უდაოდ ისევ პირველ ადგილს ვიკავებთ ქვეყნის პარტიების ტოპ ხუთეულში



რაც შეეხება ჩვენს სამომავლო გეგმებს...ჩვენი პარტია ამ თვეში ისურვებდა სტაბილურობას,სიმშვიდეს და ქვეყნის შიდა სამზარეულოს დალაგებას.ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ სამინისტროების დაკომპლექტებაში.

ფინანსთა სამინისტრო უკვე წელში გამართულად მუშაობს და აპირებს უამრავი სიახლის შემოთავაზებას ჩვენი მოსახლეობისთვის...კრედიტორებმა ვალის ნაწილი დაფარეს და მზად ვართ განვაახლოთ სესხების გაცემა.სავარაუდოდ ამას რამდენიმე დღეში შევძლებთ.

ჩვენ ყველანაირად მოტივირებულები ვართ რომ მოსახლეობის ახალ ნაკადს ვასწავლოთ თამაშის მექანიზმები და შედარებით ადრინდელ ხალხს ვაყიდინოთ ძლიერი ექაუნთები.

აქვე დავაფიქსირებ რომ იგრძნობა უკვე ბიუჯეტის თანხის ზრდა ჩვენ ქვეყანაში

დღიურმა შემოსავალი სამი ათასს აცდა..
ქართველების საქართველოში მუშაობა ამართლებს თავის მიზანს...

და ბოლოსკენ დავამატებ რომ კმაყოფილი არ ვარ ჩვენი მართველი გუნდის მუშაობით. ჩვენი პარტიის სახელით ქვეყნის საპრეზიდენტო კანდიდატად ამ დროისთვის მე ვარ წარდგენილი.




UNITED GEORGIAN PARTY -ს პრეზიდენტი
=======Georgian_woolf=======