Training Grounds Contract | კონტრაკტები

Day 2,439, 04:57 Published in Georgia Georgia by Aveun

მოგეხსენებათ, რომ თვეში მინიმუმ ერთხელ, მაინც გამოდის კონტრაკტები ვარჯიშისათვის, გამოსვლისთანავე თქვენ მარტივად შეამჩნევთ მსგავს სურათს მთავარ გვერდზე.

კონტრაკტი არის მხოლოდ ორი სახის:

1.50%-ნი ფასდაკლებით, კერძო კონტრაკტის ყიდვა ფასდება 25 ოქროდ.
2.ხოლო მეორე გახლავთ 90%-ნი ფასდაკლებით, მისი ფასია 53 ოქრო.


მაგრამ დაიმახსოვრეთ კონტრაქტი, არის მხოლოდ 1 თვიანი, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება იმას თუ არის თუ არა კონტრაკტი მომგებიანი.

აქ კი დაგიწერთ რამოდენიმე მაგალითს თუ როდის რა სახის კონტრაკტია გამოსადეგარი და მომგებიანი


1.თუ თქვენ ვარჯიშობთ 1,2 და 4 სავარჯიშოებით, მაშინ 50%-ნი კონტრაკტი თქვენთვის მეტად მომგებიანია, რომელიც 25 ოქრო ღირს.
2.თუ თქვენ ყველა სავარჯიშოთი ვარჯიშობთ 1-დან 4-ის ჩათვლით, მაშინ თქვენ უნდა გამოიყენოთ 90%-ნი კონტრაკტი, რომელიც 53 ოქრო ღირს.

3.თუ თქვენ ვარჯიშობთ 1-2 ან 1-4 სავარჯიშოებით, მაშინ კონტრაკტი საერთოდ არაა გამოსადეგარი.