Soldiers of Fortune / ახსნა/სომხეთის NE

Day 2,774, 09:43 Published in Georgia Georgia by J.Volandi


ვეცადე გადამეთარგმნა ახალი ივენთის მოცემულობა,რომელიც დაიწყება სამშაბათს,მაქამდე შეგიძლიათ მომზადოთ საკვები და იარაღი 😁. რადგან ყველამ გამართულად არ იცის ინგლისური აქ შეძლებთ ნორმალურად მიიღოთ ინფორმაცია ივენთზე, ან ვერ მიიღოთ :დ

ზოგადი ინფორმაცია


Soldiers of Fortune არის ივენთი ,რომელიც ერეფაბლიქის მოქალაქეებს დააჯილდოებს მათი აქტიურობის გათვალისწინებით.ევენთის მიმდინარეობისას თქვენ მოაგროვებთ ჟეტონებს ,რომლის გამოყენებითაც მიიღებთ გასაოცარ პრიზებს .ივენთი დაიწყება 2,779 დღეს 0:00 ზე ერეფაბლიქის დროით. წესები და ინფორმაცია მოცემულია ქვემოთ და მოქმედებს მხოლოდ ივენთის მიმდინარეობისას.

-ივენთი იწყება 2,779 დღეს 0:00 საათზე ერეფაბლიქის დროით და გასტანს 1 კვირას, დამთავრდება 2,785 დღეს 23:59 ზე ერეფაბლიქის დროით.
-ივენთის დამთავრების შემდეგ მოთამაშეებს ექნებათ 24 საათი დარჩენილი ჟეტონების დასახარჯად.
-ყოველკვირეული გამოწვევა აქტიური იქნება ივენთის პარალელურად.

როგორ ვიშოვოთ ჟეტონები?

ყოველდღიური დავალების შესრულებით დაჯილდოვდებით 2 ჟეტონით.
ყოველდღიური ბრძანების შესრულებით დაჯილდოვდებით ასევე 2 ჟეტონით.


დამატებით ,ყოველთვის ,როდესაც თქვენ მოხვდებით ტოპ 5 მკვლელში თითოეულ ბრძოლაში(ანუ რაუნდში)თქვენ მიიღებთ ჯეტონებს დაკავებული ადგილის მიხედვით.
პოზიციები აღიწერება ბრძოლის დამთავრებისას.

-პირველი ადგილი დაჯილდოვდება 10 ჟეტონით.
-მეორე ადგილი დაჯილდოვდება 8 ჟეტონით
-მესამე ადგილი დაჯილდოვდება 6 ჟეტონით
-მეოთხე ადგილი დაჯილდოვდება 4 ჟეტონით
-მეხუთე ადგილი დაჯილდოვდება 3 ჟეტონით

რათა არ გამოგრჩეთ თქვენი შედეგი ბრძოლის დროს , ერეფაბლიქმა დაამატა ახალი ფიქლტრი,რომელიც ასახავს ბრძოლის სტატისტიკას. ამჟამად თქვენ შეძლებთ ქვედა მარჯვენა კუთხეში ნახოთ ბრძოლის სტატისტიკა და გაფილტროთ თქვენი შეხედულებისამებრ,მკვლელობის ან ზიანის მიხედვით.

ასევე გაითვალისწინეთ,რომ:
-ყველა დივიზიაში ჯილდოდ არის ერთნაირი რაოდენობის ჟეტონები.
-ბრძოლები,რომლებიც დამთავრდება ივენთის დასრულების შემდეგ,არ დაგაჯილდოვებთ ჟეტონებით(ივენთი სრულდება 2,785 დღის 23:59 ზე)
-ბრძოლები ,რომლებიც დაიწყება ივენთის ჩართვამდე ,მაგრამ დამთავრდება ივენთის დაწყების შემდეგ ,დაგაჯილდოვებთ ჯეტონებით.

ინდივიდუალური პრიზები:

ჯილდოები შეგიძლიათ ნახოთ და ჟეტონის სანაცვლოდ მოიპოვოთ ივენთის ბანერზე დაკლიკვით ,რომელიც მთავარ გვერდზე იქნება განლაგებული. არსებობს სულ 3 კატეგორია პრიზებისა.

-პრიზები პირველი კატეგორიიდან ღირს 4 ჟეტონი.
-პრიზები მეორე კატეგორიიდან ღირს 10 ჟეტონი.
-პრიზები მესამე კატეგორიიდან ღირს 20 ჟეტონი.

თითოეული კატეგორია შედგება 1 მთავარი და 4 მეორეული ჯილდოსგან.თქვენ აუცილებლად აიღებთ მთავარ ჯილდოს პირველ ცდაზე.მთავარი ჯილდოს აღება შეგიძლია მხოლოდ ერთხელ ,თითოეული კატეგორიის მიხედვით.

როგორც კი თქვენ მიიღებთ მთავარ ჯილდოს კატეგორიაში,შემდეგ შეძლებთ მეორეული ჯილდოების აღებასაც . ყოველ ჯერზე ,როდესაც დახარჯავთ ჟეტონებს აიღებთ რომელიმე მეორეულ ჯილდოს. ყოველ ჯილდოს აქვს მოგების შანსის თავისი კოეფიციენტი და კოეფიციენტები შეიცვლება იმის მიხედვით, თუ რა გექნებათ მოგებული უკვე.ვთქვათ,მოიგეთ ოქრო, შემდეგი ჯილდოების მოგების შანსი გაიზრდება შესაბამის კატეგორიაში .

ჯილდოები ქვეყნებისთვის:

ინდივიდუალურისგან დამოუკიდებლად ქვეყნები ექიშპებიან ერთმანეთს მაღალი რანკის მოსაპოვებლად.ივენთის მიმდინარეობისას ,მთლიანი რაოდენობა ჟეტონებისა ტოპ 50 მოქალაქის მიერ ,თითოეულ ქვეყანაში,თითოეულ დივიზიონში, დაჯამდება .ქვეყნები დალაგდებიან 4 განხვავებულ მსოფლიო მასშტაბის ცხრილში - თითო , თითო დივიზიისთვის.

როდესაც დამთავრდება ივენთი,ტოპ 5 ქვეყანა ,თითოეული დივიზიონის მიხედვით, ჯილდოდ მიიღებენ დამცავ ფარებს ,შემდეგი თანმიმდევრობით.(გასათვალისწინებელია ,რომ ქვეყანას შეუძლია 4 სხვადასხვა ფარის აღება,რომელთა საერთო ზიანის დაცვა დაჯამდება ).

ეს ჯილდოები არ განსხვავდება დივიზიების მიხედვით და ყველა დივიზიისთვის საერთოა. თუმცა ქვეყანას შეუძლია 4 სხვადასხვა დივიზიაში ,თუნდაც ერთნაირი ,ან სხვადასხვა ხარისხის ჯილდოს მოპოვება .

პირველი ადგილი : ქ6 ხარისხის დამცავი ფარი (8 მილიარდი ზიანი)
მეორე ადგილი : ქ5 ხარისხის დამცავი ფარი (6 მილიარდი ზიანი)
მესამე ადგილი : ქ4 ხარისხის დამცავი ფარი (4 მილიარდი ზიანი)
მეოთხე ადგილი : ქ2 ხარისხის დამცავი ფარი (2 მილიარდი ზიანი)
მეხუთე ადგილი : ქ1 ხარისხის დამცავი ფარი (1 მილიარდი ზიანი)

გაითვალისწინეთ,რომ:
-თუ ქვეყანა მოიგებს ბევრ დამცავ ფარს,მათი ღირებულება დაჯამდება.
-მოთამაშის ქვეყნის კუთვნილება განისაზღვრება მისი მოქალქეობით.

სხვა დეტალები:
-მოქალაქეები,რომლებიც დარეგისტრირდებიან ივენთის მიმდინარეობისას ,შეძლებენ ჩვეულებრივად აიღონ პრიზები.თუმცა ,მოქაქეები ,რომლებიც დარეგისტრირდებიან 2,774 2:00 ერეფაბლიქის დროით, ვერ შესძენენ თავიანთ ქვეყანას ქულებს .

-მოქალაქეებს შეუძლიათ შეიცვალონ თავიანთი ქვეყნის კუთვნილება თავისუფლად,როცა მოუნდებათ,თუმცა უკვე მოპოვებული მათი მიღწევები არ გადაეცემა ახალ ქვეყანას .ჟეტონები ,რომლებიც აღებული იყო მოქალაქეობის შეცვლამდე,დარჩება ძველი ქვეყნის ნუსხაში და ჟეტონები,რომლებიც მოქალაქეობის შემდეგ მოიპოვა მოთამაშემ ჩაეთვლება ახალ ქვეყანას.

-იმავე ლოგიკით შეგიძლია იმსჯელოთ ერთი დივიზიდან მეორეში დივიზიაში გადასვლისას.

-ივენთის მინდინარეობისას ქვეყნების რეიტინგი გაახლდება საათში ერთხელ.



აქვე მაპატიეთ მაგრამ: მინდა გამოვეხმაურო სომხეთის გამოცხადებას მტრად.

1.თავდაცვის სამინისტრომ რატომ არ დაწერა სტატია, სადაც მოთამაშეებს მოუწოდებდა მობილიზებისკენ .(სამთავრობო საქმეებში არ ვერევი, როგორი გადაწყვეტილებაც გინდათ ,ისეთი მიიღეთ,მაგრამ მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება საქმე არ არის)
*არ არის აუცილებელი გამოაცხადო ვის ეომები, მაგრამ ყველა მოთამასეს უნდა ჰქონდეს გააზრებული და უნდა იცოდეს რა დროს დასჭირდება მათი მზადყოფნა ქვეყანას!!!

2.რატომ გავიდა კანონი საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების გარეშე?
*საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი საკვანძო წერტილია ომების დაგეგმვასა ,მათ წარმატებით დასრულებაში ,მოკავშირეების მობილიზებაში ა.შ. ჩვენ არ ვიცით რა დაგვხვდება ხვალ ბრძოლის ველზე და ვინ დაგვხვდებიან , მართალია სომხეთი სუსტია,მართალია ფული არ აქვთ,მაგრამ ყველანაირი გაფრთხილების გარეშე ომში წიხლის კვრით შესვლა არასწორად მიმაჩნია.

გამეცით ამაზე პასუხები 🙂 . და მპპ რომ დაიკარგება ამის შედეგად თურქეთთან??? არაფერი გაკეთებულა ამ თვეში რასაც მე ვუყურებ ,ამასაც მე არ უნდა ვთარგმნიდე წესით. მაგრამ რავი 🙂 .