Republican Party of Georgia

Day 2,492, 01:17 Published in Georgia Georgia by Georgian Gladiator
ძალიან გთხოვთ არ დაგეზაროთ წაკითხვა


ძვირფასო მეგობრებო, მხარდამჭერებო, პოლიტიკური გუნდის წევრებო და თანამებრძოლებო! მოგიწოდებთ, წაიკითხოთ და შეაფასოთ ჩვენი ერთიანი პოლიტიკური გუნდი, ერთი მიზნით და ამოცანით - იბრძოლოს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. რესპუბლიკელები შედარებით ახალი პოლიტიკური გუნდია, გამოცდილი და ახალი სახეებით, ერთიანი ამოცანის გარშემო შეკრებილები - გააძლიეროს და დახვეწოს ე-საქართველოს პოლიტ-კულტურა, აჩვენოს თანამშრომლობისა და ერთიანობის წარჩინებული მაგალითი, რომელიც იმედია გახდება საფუძველი ბევრი მომავალი პოლიტიკური მოძრაობისა საქართვეში.

ჩვენ მიგვაჩნია რომ პოლიტიკა არ უნდა იყოს ხალხთა, არამედ აზრთა დაპირისპირების ადგილი. მიგვაჩნია რომ პირადი შეურაცხყოფა, ტროლინგი, სარკაზმი - ეს ყვეალფერი უდიერი საქციელია ისეთი პოლიტიკური ძალის მიერ, რომელიც ცდილობს საზოგადო წინსვლაზე იზრუნოს. რესპუბლიკელებს კარგად ესმით თუ რა არის ე-საქართველოს ამომრჩევლის სურვილი - ესაა ურთიერთპატივისცემაზე აწყობილი თანამშრომლობა, რომელიც იდეების ჯანსაღი დისკუსიის წიაღში იბადება. ჩვენ განვიხილავთ იდეებს, ნებისმიერ თქვენგანთან ერთად, პოლიტიკური ოპონენტების ჩათვლით და ერთად დავხვეწავთ მათ, რათა ერთად ვიზრუნოთ ე-საქართველოს და მისი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის.

ამ მხრივ, მიმაჩნია რომ ამჟამინდელი რესპუბლიკური პარტიის მმართველობის მოდელი იდეალურად ასახავს იმ მოდელს, რომლისკენაც ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქე მიისწრაფის. ესაა ლიდერებისგან გათვისუფლებული, ერთიანი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას საერთო განხილვის ფორმატში იღებს. ჩვენი პოზიცია არასოდეს წარმოადგენს რომელიმე ლიდერის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ჩვენი პარტიის წესდება (დიახ, ასეთიც კი არსებობს!), კრძალავს ასეთ მიდგომას. თუ შენ ხარ რესპუბლიკელი, შენ უსმენ ყველას და ყველა გისმენს შენ; ამ დიალოგში იბადება სწორედ რესოუბლიკელების საერთო პოლიტიკური ხედვა, რომელიც ჩვენი ყველა თანაგუნდელის ნააზრევის ნაყოფია, ერთად შეჯერებული და დახვეწილი თქვენთვის, ამომრჩევლისთვის.

რესპუბლიკელები შეიძლება რაოდენობით არ დავიკვეხნით დანარჩენ პარტიებთან შედარებით, მაგრამ ღრმად მწამს რომ ჩვენთან უფრო მეტად იგრძნობა ერთიანობის და თანამშრომლობის სული. ზუსტად ესაა ალბათ ნამდვილი დემოკრატია, მიუხედავდ იმისა რამდენად ყბადაღებულია ეს სიტყვა. ჩვენთვის, რესპუბლიკელებისთვის მიუღებელია გვყავდეს ერთი მუდმივი ლიდერი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს პარტიასაც, სამხედრო დანაყოფსაც და იქნება პირველი ნომერი ყოველგვარ საარჩევნო სიაში უკუნითი უკუნისამდე! პირიქით, ცვლილება და მოძრაობა არის ის, რაც განასხვავებს ცოცხალ ორგანიზმს - ჩვენი მიზანია პარტიის პრეზიდენტი, საჯარისო დანაყოფის მეთაური მუმივად იცვლებოდეს. ეს არჩევნები კი ღია კენჭისყრით, აბსოლუტურად ღიად ტარდება რესპუბლიკელების საერთო ჩატში. გახდი რესპუბლიკელი, წამოაყენე კანდიდატურა, მიეცი ხმა და სრულიად შესაძლებელია შენ იყო ჩვენი შემდეგი პრეზიდენტი ან სიის პირველი ნომერი. ასევე, პარტიის წესდება გულისხმობს არჩევნების სიაში პირველ ნომრად ისეთი პირი მოხვდეს, რომელსაც ჯერ არ აუღია კონგრესის მედალი. ჩვენ საარჩევნო პირველ ოთხეულში ასეთი ადამიანი ორია, Nika Chankseliani და v.kandelaki - დიდი იმედი მაქვს მათი გამოჩენა კონგრესში ახალ სულს შთაბერავს ე-საქართველოს მმართველობის ამ ორგანოს და საფუძველს ჩაუყრის მომავლის ძლიერი პოლიტიკოსების ფორმირებას. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მიზანიც ესაა - ძლიერი და წარმატებული ლიდერების ჩამოყალიბება ე-ქართული საზოგადოებისთვის.

ზედმეტი დაყოვნების გარეშე, აქვე წარმოგიდგენთ ჩვენი საარჩევნო სიის წარმოადგნლებს: Nika Chankseliani, ManteX, Bendo7, v.kandelaki, urekhi, kashia777, Dato Gejadze. ეს აქტიური ე-საქართველოს მოთამაშეები წარმოადგნენ რესპუბლიკური პარტიის მხოლოდ მცირე ნაწილს. ბევრი ჩვენი თანაგუნდელი აქტიურად მუშაობს ეროვნულ გვარდიაში ან ორივე ასპარეზზე, მათგან საჭიროა აღინიშნოს Gama Datoshvili, რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი და ეროვნული გვარდიის მეთური, ყოფილი ფინანსთა მინისტრი; Temsona, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და რესპუბლიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერი და წევრი; Erekle Soxadze - ჩვენი პოლიტიკური გუნდის ახალბედა მონაწილე. ეს გახლავთ არასრული სია იმ მოთამაშეებისა, რომლებიც წარსულშიც და აწმყოშიც იღწვიან დაუღალავად ე-საქართველოს წარმატებისთვის.


აქვე შემოგთავაზებთ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური გუნდის მიერ შეჯერებული ხედვის რამდენიმე პუნქტს. მიგვაჩნია რომ რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვანია მუშაობა და საქმეა გასაკეთებელი, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი, ამომრჩევლების მხარდაჭერით და საკუთარი ენერგიით ჩვენ შევძლებთ განვახორციელოთ ქვემოთაღნიშნული იდეები და შემოთავაზებები.

განათლება
განათლების სფეროში აუცილებელია ეფექტური და მოქნილი საგანმანათლებლო კურსის შემუშავება, ახალი და ძველი სასწავლო სტატიების ორგანიზება. ახალ მოთამაშეებთან საჭიროა ხშირი კონტაქტი, რომ მათ ნახონ და წაიკითხონ შემუშავებული სასწავლო კურსი, საჭიროა მათ დროულად მივაწოდოთ სასარგებლო ინფორმაცია. განათლების სფეროს ხელმძღვანელს უნდა ჰყავდეს მოადგილეები, რომლებიც კურირებას გაუწევენ კადეტთა აკადემიას, გაანაწილებენ სახელმწიფო დახმარებას და რესურსებს, ასევე აქტიურად დააგზავნიან წერილებს ახალი მოთამაშეების მისამართით, რათა მათ წაიკითხონ და გაეცნონ თამაში მექანიზმს და მის წესებს.


ფისკალური პოლიტიკა
რესპუბლიკელები ემხრობიან მოქნილ საგადასახადო სისტემას, საჭიროა ხდებოდეს ცვლილებები საგადასახადო სისტემაში ქვეყნის ეკონომიკური საჭიროებიდან და საგარეო ბაზრის მდგომარეობიდან გამომდინარე. რესპუბლიკლები მხარს დაუჭერენ გადასახადების გაზრდას, თუ შემოსული გადასახადები აუცილებელი იქნება ქვეყნის და მისი მოქალაქეების განვითრებისთვის. რესპუბლიკური პარტიის საზოგადო პოლიტიკა გულისხმობს დღგ-ს შემცირებას, იმპორტის გადასახადის გაზრდას და შრომის გადასახადის ცვალებადი ნიშნულის ქონას ქვეყნის საჭიროებიდან გამომდინარე.


თავდაცვა
თავდაცვის სფეროს ძირითადი და ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს ძლიერი მებრძოლების გამოზრდა. სამხედრო სისტემას მაღალ ძალიანი ჯარისკაცების გარდა აუცილებლად დასჭირდება გამოცდილი მეთაურები, რომლებიც იქნებიან მომავალში ახალი სამხედრო თაობის აღმზრდელები. რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია რომ მთავრობის ის პოლიტიკა, როდესაც ხდება კადეტთა აკადემიის კურსდამთავრებულების ბედის ინაბარად დატოვება აკადემიის დამთვრების შემდეგ, არის ყოვლად დაუშვებელი. აქტიური მოთამაშეები აკადემიის საწვრთნელი კურსის გავლის შემდეგ არ მისდევენ სწორი განვითარების ეტაპებს და ხშირად მცირე ძალის და მაღალი ლეველის მსხვერპლნი ხდებიან. რესპუბლიკური პარტიის მიზანია გამოზარდოს ე-საქართველოს სამსახურში მყოფი ძლიერი ოფიცრები, ის ჯარისკაცები, რომლებიც აკადემიის საწვთვნელი კურსის მიღმა მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ომის წარმოების, თამაშის სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური სტრატეგიის ნიუანსების შესახებ. ამ მიზნით სწორეად შეიქმნა საქართველოს ეროვნული გვარდია, დანაყოფი რომელიც მეგობრულ გარემოში უზრუნველყოფს საკუთრი წევრების საჭირო რესურსებით უზრუნველყოფას და ერთიანი ძალისხმევის მოქალაქეების სწორი განვითრებისთვის აუცილებელი კურსით მიმართვას.




ამრიგად, თუ დღეს მიგაჩნიათ რომ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური გუნდი არის ის ძალა, რომელიც წარმატებას მოუტანს ქვეყანას მომავალში, მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა და მოგვეცით ხმა რათა შევცვალოთ არსებული რეალობა. სხვა შემთხვევაში, ჩვენი თხოვნაა მოხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი აზრი, მიუხედავად იმისა თუ რომელ პარტიას ემხრობით.