Official News of Georgia#11-ინტერვიუ პრეზიდენტობის კანდიდატებთან!

Day 2,868, 00:24 Published in Georgia Serbia by MORAL1994

ინტერვიუ,პრეზიდენტობის კანდიდატ-R.P.McMurphy-თან

როგორც გავიგე,საპრეზიდენტო კანდიტატი ბრძანდებით,რა შანსი გაქვთ ახალარჩევნებზე?

1. სალამი. ახალ არჩევნებზე არანაირი შანსი არ მაქვს ამ ,,რასკლადით". მე მხოლოდ ჩემი პარტია მიჭერს მხარს, რომელიც 11 კაცისგან შედგება, ტოპ სამ პარტიას კი ერთი კანდიდატი ჰყავს. როგორც ჩემს სტატიაში აღვნიშნე ამ თამაშს არჩევნების კულტურა დაბალი აქვს, მოსახლეობის 90% რომელიმე პარტიის წევრია, შესაბამისად პრეზიდენტებს პარტიის წევრების რიცხოვნება იგებს და არა მოსახლეობა. ეს არაა უპარტიო მოსახლეობის არჩევანი, უფრო პარტიის წევრების არჩევანია. შესაბამისად თუ რამე არ შეიცვლება ჩემი შანსი ნულის ტოლია.

მოგვიყევით თქვენი გეგმების შესახებ?

2. გეგმები საკმაოდ ბევრი მაქვს. განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობების მხრივ. წავიდა ჩემთვის ის დრო როდესაც ახალბედების ჩატში ვიჯექი და ყველას ვუხსნიდი რა და როგორ ხდება. ამით ყველა იღლება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ და ახლები მოდიან ვინც ამას აკეთებენ. ესაქართველოს შექმნიდან აქ ვარ, და საკმაოდ ,,გავიზარდე" უკვე. არავინ მოგატყუოთ თავისი წინასაარჩევნო გეგმებით. სისულელეა ამ თამაშში დაგეგმო რაღაც. არსებობს საგარეო კურსი, რომელსაც მივყვებით და ვერავინ შეცვლის. არსებობს საშინაო კურსი რაც ასევე დაუწერელია - დავეხმაროთ ახლებს, გვქონდეს ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკა. აი ესაა ის, რისი დაგეგმვაც შეიძლება და რეალურად ამას დაგეგმვაც კი არ სჭირდება. ეს ისედაც ნათელია. ის რისი დაგეგმვაც არ შეიძლება ამ თამაშის მთავარი პრინციპია. 1 თვის განმავლობაში იცვლება ყველაფერი ქვეყანაში შიდა პოლიტიკის მხრივ. ომები კიდე ხშირად იმპულსურად ხდება. პრობლემა, ან კარგი იდეა თამაშს მოაქვს, ეს ყველაფერი იმპულსურია და არავინ თქვას რომ ამის დაგეგმვა შეუძლია. და ამ სწორი იმპულსების დაჭერა და სწრაფი მოქმედება მგონია ჩემი ყველაზე დიდი პლიუსი სხვა კანდიდატებთან შედარებით. აი თუნდაც ის პერიოდი ავიღოთ როცა რუსეთი წავშალეთ ჩვენ, უკრაინამ და იტალიამ. არ ვიყავი მთავრობაში მაშინ, მაგრამ დავარწმუნე ლიდერი ვინც იყო, რომ ეს ომი საჭირო იყო. საოცარი შედეგი დავდეთ. ესაა მთავარი, სწრაფი მოქმედებები რომელიც ძირითად კურსზეა დამყარებული. საგარეო კურსი თუ პრეზიდენტი გავხდი გაგიკვირდებათ და იგივე იქნება 😁)) მაქვს გარკვეული გეგმა როგორ გავზარდო ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, მაგრამ ამისთვის საჭიროა კარგი მომზადება და ამ გეგმაზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ. რამდენიმე ადამიანმა იცის და ძირითად მიმართულებებზე შეთანხმებულები ვართ. საჭირო დროს ეს გეგმაც ამოქმედდება დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა მე ვიქნები პრეზიდენტი თუ არა. იმიტომ რომ საერთო საქმეში სულ ერთად ვართ.

თაქვენ ბრძანდებით,SPA-ს მეთაური,ისაობრეთ დანაყოფის შესახებ?

3. სპა - ძველი ნ7-იდია, თუნგის მემკვიდრეობა.
მოკლედ რომ აგიხსნათ ახლებს, იმ პერიოდში როცა საქართველო დაემატა და მეც ახალი ვიყავი, სულ 3-4 გამოცდილი მოთამაშე იყო, მათ შორის ერთ-ერთი იყო თუნგი-თუნგოზავრი. ეს მილიტარი იუნიტი თავიდან უჩინარმა შექმნა (შემდეგ ჩარლი არგ იყო მისი აცც, მერე თამაშიდან წავიდა რის გამოც ძალიან მწყდება გული) მერე კიდე თუნგს დაუთმო, ტუნგმა ნ7 დაარქვა და 10 მდე კაცი ვიყავით რომლებიც ჩვენს პონტში ვატრაკებდით. მერე აცც-ების ყიდვა წავიდა, მერე თუნგს არ ეცალა ხოლმე და მუს ხან მე ვკომანდირობდი, ხან ის. თუ დააკვირდებით ნ7 (ახლა სპა) ქართველებისგან შემდგარ მუ-ს შორის ყველაზე ტიტულოვანია. ეს მუ ასევე არასდროს ყოფილა პოლიტიკურ პარტიებზე მიბმული, თუმცა გვაბრალებდნენ რომ ედპ-ზე იყო მიბმული 😁)) მერე მე წავედი და არ ვიცი რა მოხდა, როცა დავბრუნდი, მუ-ც დავიბრუნე. განვაახლეთ, სახელი შევუცვალეთ და ვცდილობ ისევ ის ძველი დიდება დავუბრუნო. ვცდილობ რა, ვცდილობთ ყველანი. 🙂 როგორც ხედავთ შედეგიც სახეზეა. მოვუწოდებ ძველ ნ7-ელებს დაბრუნდნენ მუ-ში.

რა დამოკიდებულება გაქვთ-Georgian Shield-თან

4.შილდსი 😁)) შილდსს ამას წინათ მივწერე რა უცნაური ტიპი ხარ, ვერ ვიგებ გუნდში ხარ თუ შენს პონტში აჯაზებ მეთქი, და ისეთი სკანდალი ამიწია რო რავი 😁)))) ცუდი დამოკიდებულება არ მაქვს, არის ხალხი ვინც ჩემთვის სულერთია, ერთ-ერთია შილდსი, ბაქიაობა და ტრაბახი უყვარს და იმაზე მეტი ამბიცია აქვს ვიდრე საჭიროა, მაგრამ მისი ნებაა. პო ხუი 🙂

გააგრძელებ თუ არა სამშვიდობო ხელშეკრულებს ირანთან?

5. ეგ არ ვიცი. აი ეგ ისეთი თემაა, რომელიც იმ მომენტში იქნება გადასაწყვეტი და არა ახლა.

რას ფიქრობთ,ემსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე?

6. გამოსირებული პოლონეთის გამო მსოფლიოში ბალანსი დაირღვა. დაიშალა ყველაზე კარგი ალიანსი, სირიუსი და ახლა ასტერიის ქვეყნები სათითაოდ ცდილობენ დაიმონონ ყველანი. ამიტომ აუცილებლად საჭიროა შეიქმნას ასტერიის დამბალანსებელი ალიანსი. იმედია ეგრეც იქნება. ბევრი რამ მოხდა ჩემი წასვლიდან დაბრუნებამდე, მართალია ბევრ რამეშივე უცებ გავერკვიე, მაგრამ ყველაფერს ახლა ვერ ვიტყვი, არ დაგეტევა სტატიაში. ჰო, შევიძინეთ ძალიან კარგი მეგობრები, ესპანელები, რომელთანაც ჩემს დროს არ იყო განსაკუთრებული ურთიერთობა. იყო ნორმალური და კარგი, მაგრამ არა გადაბმულ-ძმური ურთიერთობა. აქვე ძალიან დიდი მადლბოა მინდა ვუთხრა უკრაინას, რომელიც ძალიან დაგვეხმარა ირანის წინააღმდეგ. საოცრად დაგვეხმარნენ. არასდროს დაგავიწყდეთ ეგ 🙂

გამარჯვების შემთხვევაში,გეგმავთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს ქვეყანაში?

7.არა.

😁))

მადლობა კითხვებისთვის, წარმატებები.
MORAL1994:
-მადლობა ინტერვიუსთვის და რაც შეეხება ჩემს შკითხვას ხალხთან,ეს უბრალოდ კითხვა იყო,პრეზიდენტობას არ ვაპირებ,სხვა გეგმები მაქვს ჯერჯერობით.
ინტერვიუს ავტორი-MORAL1994

ინტერვიუ,პრეზიდენტობის კანდიდატ-Georgian Shield-თან.

1.როგორც გავიგე,საპრეზიდენტო კანდიტატი ბრძანდებით,რა შანსი გაქვთ ახალარჩევნებზე?

მოგესალმებით ბ-ნო მუხრან!! დიახ ვაპირებ მონაწილეობას 🙂 შანსი ყველა კანდიდატს აქვს ზოგს დიდი ზოგს პატარა. ჩემს შანსებს რაც სეეხება საკმაოდ ოპტიმალურად ვაფასებ. ამჟამად სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბებაზე ვმუშაობ.

2.მოგვიყევით თქვენი გეგმების შესახებ?

გეგმა ძალიან მარტივია ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ფინანსური მდგომარეობა გავიუმჯობესოთ. ამას რამდენი ხანი დასჭირდება არ აქვს მნიშვნელობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. უბრალოდ დასათვლელია რა გვირჩევნია ტერიტორიების გაქირავებით შემოგვდიოდეს ფული თუ ჩვენი ტერიტორიებით და კიდევ რაიმის ქირაობით ეკონომიკით შედიოდეს ბიუჯეტში ფული. ამას სენატთან და სამთავრობო გუნდთან ერთად განვიხილავ არჩევნების მერე.

3.რა დამოკიდებულება გაქვთ-R.P.McMurphy-თან?

მერფის რაც დავრეგისტრირდი იმის შემდეგ ვიცნობ და როცა თამაშიდან წავიდა გული დამწყდა ნამდვილად. როცა დაგვიბრუნდა ლოგიკურად ძალიან გამიხარდა. უბრალოდ ეს პოლიტიკაა არჩევნებში კონკურენტები ვართ მაგრამ ეს ფაქტი ჩვენ ურთიერთობაზე არანაირი გავლენას არ მოახდენს დარწმუნებული ვარ. გადამკვდარი ძმაკაცები არასდროს ვყოფილვართ აქ მაგრამ არც მტრები არ ვყოფილვართ. მხოლოდ არჩევნებზე პაექრობით სემოვიფარგლებით.

4.გააგრძელებ თუ არა სამშვიდობო ხელშეკრულებს ირანთან?

იქედან გამომდინარე რომ თურქეთი ცოტა არ იყოს და ტრაკს ათამაშებს ირანთან სამშვიდობო ხელშკრულების დარღვევა ჯერჯერობით მიუღებელი იქნება. რაც შეეხება ირანელებზე ჭკუის სწავლებას და შურისძიებას: ეს ჩემზე მეტად არავის არ უნდა!
ეს ერთხელ უკვე შევძელით!.ირანმა წაგვართვა მაგრამ მივუბრუნდით და ისევ შევძელით მეორედ. შესაბამისად შეუძლებელი არაფერია. აუცილებლად იქნება დღე როცა თეირანიდან დავიწყებთ ჩვენი სახელმწიფო ფერის გავრცელებას ირანის ტერიტორიებზე. მაგრამ ჩემი გამარჯბვების შემთხვევაში რომ გიტხრათ რომ ჩემი პრეზიდენტობის ვადაში მოხდება ეს მოგატყუებთ.

5.რას ფიქრობთ,ემსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე?

ე-მსოფლიოში უკვე დიდი ხანია გამარტივდა სიტუაცია. იქედან გამომდინარე რომ ასტერიის ქვეყნები და რუსეთი-ამერიკა ერთმანეთს არ ერჩიან ჩვენ ვიჩაგრებით. (ჩვენში რათქმაუნდა დანარჩენ ქვეყნებს ვგულისხმობ რომლებიც ვცდილობთ ერთმანეთზე გვერდით დგომით რაიმე გავახერხოთ. ესპანელები არიან ყველაზე მძიმე სიტუაციაში მათი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო.

6.გამარჯვების შემთხვევაში,გეგმავთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს ქვეყანაში?

რადიკალურ ცვლილებებზე ჯერ არ ვფიქრობ. ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ ძნელად სავარაუდოა..

MORAL1994:
-მადლობა ინტერვიუსთვის,წარმატებას გისურვებ!

ინტერვიუს ავტორი-MORAL1994