Games History (სერია 1)

Day 2,733, 13:06 Published in Georgia Georgia by Giga Nems

გამარჯობა, ეს "თამაშების ისტორიაა" გადაცემა პოპულარულ ვიდეო თამაშებზე. დღეს მინდა გესაუბროთ SEGA-ს პოპულარულ სტრატეგიულ ვიდეო თამაშზე Total War: Rome.

ეს თამაში ისტორიის მიხედვითაა შექმნილი და ძვ.წ.270 წელს იწყება. ეს თამაში არანაირად არ ზღუდავს მოთამაშეს სცენარის მიხედვით და ყველას შეუძლია ქვეყანა საკუთარი მიზნებით წარმართოს.ჩვენ შეგვიძლია დამოუკიდებლად ვაწარმოოთ დაპყრობები და შევქმნათ ჩვენი იმპერია. თავიდან შეგვიძლია მხოლოდ რომის რესპუბლიკის არჩევა, ამ რესპუბლიკაში კი 3 ცნობილი საგვარეულოა, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს დაპყრობებს( ეს საგვარეულოებია: იულიუსი, ბრუტუსი და სციპიონი). თამაშში რომის გარდა სხვა ბევრი სახელმწიფოა (მაგ. სელევკიდთა იმპერია, ეგვიპტე, გალია, კართაგენი, ბერძნული ქალაქ სახელმწიფოები(პოლისები), მაკედონია და ბევრი სხვა). თამაშში მთელი იმროინდელი ევროპაა მოცემული.

თამაშის სტრატეგიული რუკის მცირე ნაწილი (იტალია და სიცილია).

Total War: Rome-ში გარდა იმისა რომ ჩვენ დავგეგმოთ ჩვენი ლაშქრის სტრატეგიული მდგომარეობა, ავაშენოთ ქალაქები, შეგვიძლია, რომ მთელი ბრძოლა ჩვენი ხელით წარვმართოთ, ანუ ჩვენს მიერ შექმნილ ლაშქარს ჩვენვე ვმართავთ ბრძოლის რეჟიმში.

ბრძოლის სცენა (რომაელებისა და ბერძნების ბრძოლა).

Total War: Rome გლობალურ სტრატეგიათა რიცხვს მიეკუთვნება და თამაშების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა. Total War-ის სერიაში არის სხვა უფრო ძლიერი თამაშებიც, რაზეც შემდგომში ვისაუბრებთ(მაგ. Total War Medieval/Medieval II, Rome II, Shogun II და სხვა.