მსოფლიოში მიმდინარე ამბების განხდილვა საგარეო საქმეთა მინისტრ - xSteviex-თან ერთად

Day 2,579, 01:14 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili



გამარჯობათ
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან xStevievx-თან!
რეალურად ეს ინტერვიუ კი არა გეოპოლიტიკური ამბების მიმოხილვაა ჩვენ პატივცემულ საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად 😁 ვფიქრობ ძალიან საინტერესოა, დანარჩენი კი თავად იხილეთ...

შეგიძლია მოუყვე მკითხველს პოლონეთის შესახებ? ამ ბრძოლაში მთელი ასტერია ერთი პოლონეთის წინააღმდეგ არის? გამოწვეულია თუ არა ეს ბრძოლა სირიუსის კოლაფსისგან?

დიახ ბრძოლა მიმდინარეობს ასტერიასა და პოლონეთს შორის. ალბათ ისინი პოლონეთს გაანადგურებენ. არ ვიცი რეალურად პოლონელებს ვინ დაეხმარება, მათ მრავალი მეგობარი დაკარგეს, როდესაც მათ გამოაცხადეს ასტერიაში შესვლის სურვილი. ვფიქრობ მათ დაეხმარება ესპანეთი და Root-ის რამდენიმე ქვეყანა რადგან მათ საერთო მტრები ჰყავთ (არგენტინამ საჰაერო იერიში მიიტანა სლოვაკეთზე). მე ვფიქრობ რომ მთელი ასტერია პოლონეთს ებრძვის, მათ გამოიყენეს მომენტი როდესაც პოლონეთს საერთაშორისო არენაზე პრაქტიკულად დახმარება არ აქვს.

ფინეთი ესტონეთის წინააღმდეგ... ეს ბრძოლა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და ბოლო არ უჩანს...მთავარი კი ისაა რომ ერთი პერიოდი ერთმა დაიპყრო მეორე ქვეყნის დიდი ნაწილი მეორე შემთხვევაში პირიქით და ეხლა თითქოს უაზრო ბრძოლა მიმდინარეობს სრულიად წარუმატებლად ორივე მხარის მიერ :/

დიახ ეს ბრძოლა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს. აქ აგრესორი ფინეთია, ესტონეთმა მრავალჯერ შესთავაზა მათ ზავი მაგრამ ფინეთმა არ მიიღო! ერთი პერიოდი იყო განხილვა მასიური საჰაერო დარტყმის ფინეთზე თუმცა გადაიდო.

და ბოლოს აშშ საფრანგეთის წინააღმდეგ... შეგიძლია მოუყვე მკითხველს ამ ბრძოლის შესახებ?
ერთი პერიოდი აშშ-მ საფრანგეთს დაუტოვა 2 რეგიონი რომელსაც არ უტევდა თუმცა ამჯერად საფრანგეთმა რამდენიმე ტერიტორია გაითავისუფლა აშშ-მ კი მოწინააღმდეგეს მთლიადან გადაუარა...


სამწუხაროდ ამერიკისა და საფრანგეთის შესახებ არ ვიცი... მაგრამ შემიძლია პატარა ინფორმაცია მოგაწოდო მათ შესახებ. ერთი პერიოდი ისინი ერთ ალიანსში TERRA-ში ერთად იყვნენ, ისინი იყვნენ მოკავშირეები და არანაირი კონფლიკტი არ ჰქონდათ ერთმანეთთან მაგრამ საბოლოოდ TERRA-მ კოლაფსი განიცადა. ამის შემდეგ აშშ შეუერთდა სხვა ალიანსს და შეუტია საფრანგეთს, რადგან ფრანგებს ჰქონდათ ის ბონუსი რაც აშშ-ს სჭირდებოდა. ფრანგებმა ამერიკელებს მოღალატეები შეარქვეს. ეს ბრძოლა არის უბრალოდ ბრძოლა ბონუსებისათვის.

და ბოლოში, სტივს არ სცალოდა მაშინ როდესაც კითხვები გავუგზავნე თუმცა მოგვიანებით მაინც მომწერა... ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო!

პატივისცემით კონგრესის წევრი და განათლების მინისტრის მოადგილე Rezo Marshall Revishvili