[UGP] პარტიის მომავალი საკონგრესო გეგმა. რატომ ჩვენ?

Day 2,615, 09:11 Published in Georgia Spain by Giorgi Gelovani.

გამარჯობათ მეგობრებო,

პირველ რიგში , მინდა მოგილოცოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა საერთაშორისო არენაზე.
მადლობა მინდა გადავუხადო ასევე , ჩვენს დიდ მეზობელ და დიდ მეგობარ თურქეთს სამხედრო კამპანიებში დახმარებისთვის, ასევე ალიანს "რუთს", რომელსაც თავი არ დაუზოგავს ჩვენთვის ბრძოლაში.


მოგეხსენებათ , რომ მოახლოვდა კონგრესის არჩევნები, რომელშიც ჩვენ პარტიას დიდი მიზნები და გეგმები აქვს.
ცოტა ოდენ წარსულსაც შევეხები და მადლობას გადავუხდი მანტექსს , რომ პირველად ე-საქართველოს ისტორიაში მოახდინა კონგრესმენების ჩატის მოწესრიგება და დაალაგა კომუნიკაციები მმართველ ორგანოებს შორის. მართალია ეს მოდელი იდელაურისგან შორსაა, მაგრამ საწყისისთვის კარგია.

ამ ჩატში განხილულ იქნა და დამტკიცდა ქვეყნისთვის ორი საჭირო კანონი:

1. კანონი საშემოსავლოს აწევის შესახებ 3% დან 5%-მდე , რამაც ცოტათი გაზარდა ჩვენი ბიუჯეტი და ეს ზრდა არ დაატყო ახალბედების ჯიბეს
http://www.erepublik.com/en/main/law/Georgia/153355

2. კანონი სახლების იპორტის გადასახადის დაწევაზე უცხოელებისთვის, რამაც შეავსო სახლების ბაზარი და მოიზიდა რამოდენიმე ინვესტორი
http://www.erepublik.com/en/main/law/Georgia/153777




ამის და მიუხედავად , კონგრესის მუშაობა დღესდღეობით პასიურია , ხოლო მოვალეობები შეზღუდული აქვს.
უბრალოდ ხმის მიცემა და მეტი არაფერი, ასევე მდგომარეობა შიგნით ცოტათი ქაოტურია და ბოლომდე მოწესრიგებას საჭიროებს

ამიტომ, UGP აპირებს კონგრესის ფუნქციების გაფართოვებას ჩვენივე მოსახლეობის და საკეთილდღეოდ, ის უნდა იყოს მთავრობის მარეგულირებელი , შემმოწმებელი.
ჩვენი კონგრესში მოხვედრის მიზანია:


1. კონგრესს ავარჩევინოთ თავჯდომარე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გააცნობს მოსახლეობას დამტკიცებულ ან დასამტკიცებელ კანონებს, მათ შინაარს , ასევე არეგულირებს კონგრესის წევრების ქმედებებს, წაიყვანს სხდომებს.

2. კონგრესს , თიოთეულმა მინისტრმა ჩააბაროს ანგარიში კვირის ბოლოს , შექმნილ სიტუაციაზე თავის სამინისტროში, რეფორმებსა და მომავალ გეგმებზე. ( ეს პრინციპში დღესაც დანერგილია, მაგრამ საჭიროა გაუმჯობესება

3. ახალ კონგრესმენებს ჩაუტარდებათ ტრენინგი, კანონების მნიშვნელობების და გამოტანის წესების შესახებ. რათა არ მოხდეს, დაუმუშავებელი კანონების გამოტანა.

4. ქვეყნის ბიუჯეტი დაგეგმავს და გაწერს კონგრესი, თუ რომელ სამინისტროში რა ფული დაიხარჯება , თვის ბოლოს კი ფინანსთა მინისტრი წარუდგენს კონგრესს ხარჯვით ნაწიი, თუ რაში რა ფული დაიხარჯა და როგორ კარგად აითვისა მთავრობამ ბიუჯეტი. ამით ამაღლდება კონგრსმენთა ჩართულობა სამთავრობო საქმეებში და უბრალოდ კანონზე იეს ან ნო დაწკაპუნება აღარ იქნება მათი საქმე.

5. ასევე კონგრესი ჩამოაყალიბებს ბიზნესმენთა პალატას , სადაც გაერთიანებულნი იქნებიან ,როგორც გამოცდილი და წარმატებული ,ასევე ახალბედა დამწყები ბიზნესმენები, რომლებიც
შეთავაზებენ კონგრესს გადასახადების ეფექტურ ვარიანტს ამ მომენტისთვის. მოიზიდავს უცხოელ ინვესტორებს , რათა ბაზარი გაიაფდეს.


6. წინა კონგრესის წევრების ინიციატივით, ყველა კონგრესმენი, სურვილის და მიხედვით მიღებულ 5 ოქროს გადარიცხავს ბიუჯეტში.

ჩვენი გუნდი და პირადად მე გპირდებით, რომ თითოეული ამომრჩევლის ნება გათვალისწინებული იქნება კონგრესში, ჩვენი პარტია იქნება თქვენი ხმა კონგრესში.
United We Stand, Divided We fall ! ! !


საქართველოს კონგრესმენი , გაერთიანებული ქართული პარტიის გენერალური მდივანი : NikaGogola