[UGP] დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!

Day 2,440, 10:36 Published in Georgia Ukraine by xSteviex

მოგესალმებით, პატივცემულო მკითხველებო და United Georgian Party-ს წევრებო!
აი, დამთავრდა კონგრესის მე-3 არჩევნები еსაქართველოს ისტორიაში. პარტიის სახელით მინდა გამოვხატო მადლიერება ჩვენი ამომრჩევლების მიმართ, რომელიც გვენდობიან, ჩვენ იმედს არ გაგიცრუებთ. გპირდებით.
სამწუხაროდ, ჩვენი ყველა ოფიციალური კანდიდატი არ არჩეულა, ჩვენ ვგეგმავდით, რომ აგვეღო 12 ადგილი, მაგრამ ავიღეთ 11. თუმცა, სხვა პარტიებთან შედარებით ესეც კარგი შედეგია.

აი ჩვენი კანდიდატების სია.
როგორც ხედავთ, პირველ ადგილას ჩვენ გვყავს ახალი ხალხი, რომლებიც აქამდე კონგრესში არ ყოფილან. როგორც ჩემს წინა სტატიებში ვამბობდი, ჩვენ შანსს ვაძლევთ მათ, რომელიც გამოავლენს მაღალ აქტივობას. მათ, როგორც ყველას, ძალიან უნდათ მიიღონ მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

როგორც ხედავთ, ჩვენ არ დავუთმეთ ადგილები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს - სერბებს, რუმინელებს. გარდა, უკრაინელებისა, ისინი ორნი არიან. მე და savvelin რომელიც მოვიდა ჩემი თხოვნით, მაშინ, როდესაც იყო საქართველოს პტო-ს მცდელობა, ის აქ დარჩა და დასაწყისისთვის დაეხმარა კადეტებს ტანკებით, მას აქვს საკუთარი ქ7 ქარხანა. ერთ-ერთმა პარტიამ ადგილი დაუთმო სერბს, ჩვენ ვგმობთ ასეთ ქმედებებს. ახლავე აგიხსნით რატომ: სერბეთი ჩვენი მოკავშირის - სირიუსის ერთ-ერთი მთავარი მტერია, ასევე ჩვენ ვართ ალიანსში - Root, სადაც ჩვენი ახალი მოკავშირე ბოსნია და ჰერცოგოვინა, რომელიც მთელი თამაშის ისტორიის განმავლობაში მტრობს სერბებთან. ვიმოდოვნებ, ასეთი ქმედებები აღარ იქნება მომავალში.

ასევე არ დაივიწყოთ, რომ მუშაობს პარტიის სკაიპ-ჩათი, სადაც შეკრებილია პარტიის ყველა აქტიური წევრი. თუ შენ ჯერ კიდევ არ ხარ იქ, დატოვე შენი სკაიპი ჩემთან. და მე დაგამატებ ჩათში, სადაც შეძლებ გაიცნო სხვა მოქალაქეები. ჩათში ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა თემებს, ასევე ვაგვარებთ პარტიის საქმეებს. რათქმაუნდა საქმის გარეშე არ ვზივართ. ცოტა ხნის წინ ჩვენ გავხსენით პარტიის ახალი დეპარტამენტი, სადაც უკვე მუშაობენ ჩვენი პარტიის წევრები. ჩვენ ვვითარდებით და არ ვჩერდებით! ასევე, თუ გაქვს იდეა პარტიისთვის, შეგიძლია გაგვიმხილო.

ჩვენ გაძლევთ შანსს შექმნათ პოლიტიკური კარიერა ამ თამაშში.