ესაქართველო და მისი მოკავშირეები. {U. G. P.}

Day 2,924, 01:05 Published in Georgia Georgia by Giorgi Gelovani
მოგესალმებით მეგობრებო!

ვინაიდან და რატომაც ე-საქართველო ასე გათავხედდა და კვლავ განაახლა ომები სხვა ქვეყნებთან, კონკრეტულად კი ე-ისრაელთან მინდა შემოგთავაზოთ პატარა (ან დიდი) სტატია მისი მოკავშირეების შესახებ.

როგორც ყველას მოგვეხსენება ჩვენი ამჟამინდელი (სტატიის წერის დროს) მოკავშირეები, ანუ ის ქვეყნები, რომლებთანაც მპპ გვაკავშირებს არიან: თურქეთი, ჩილე, კვიპროსი, ალბანეთი, საბერძნეთი, ვენესუელა, გერმანია, სამხრეთ კორეა, ხორვატია.

ამ ქვეყნებთან ჩვენ დიდი და მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს. თუნდაც ერთი თვის წინ, ასტერიასთან ბრძოლის დროს ჩვენი ერთგულება და თავდადება დავუმტკიცეთ ერთმანეთს. სამწუხაროდ ამ ჩამოანთვალს აკლია ჩვენი ძმა და მეგობარი უკრაინა. ასევე დროის უკუღმართობისა და სისხლისმსელი მტრებისაგან დაჩაჩანაკებული ესპანეთი.

როგორც ხედავთ საქართველოს ჩათვლით გამოდის 10 ქვეყანა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დანარჩენ 9 ქვეყანებთან ასეთივე მპპ-ების ასეთსავე სურათს ვერ იხილავთ, გარდა ხორვატიისა, რომელსაც მოკავშირედ ყავს იგივე ქვეყნები რომელბიც საქართველოს, ამასთანავე, ჩვენგან განსხვავებით, უკრაინაც ემატება მათ რიცხვს.

საქართველოს მოკავშირეების მოკავშირეები
ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარიაო გამიგია და იგივეს თქმა შეიძლება მპპ-თი დაკავშირებულ ქვეყნებს შორის - ჩემი მპპ-ს მპპ ჩემი მპპ-აო.
დავიწყოთ თურქეთით. საქართველოს გარდა, თურქეთის მოკავშირეები არიან: ჩილე, უკრაინა, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, ტაილანდი, ალბანეთი, გერმანია, პარაგვაი, საბერძნეთი, იტალია, ირლანდია, მექსიკა, ბელორუსია, ვენესუელა, ხორვატია. მოკლედ ყველა იგივე ქვეყანა (და სხვები) რომლებიც ჩვენ გვაყვს მეგობრობის დღიურში ჩაწერილი, გარდა სამხრეთ კორეისა. რატომ და რისთვის არ ვიცი. მათ ასევე უკავიათ საქართველოს, ირანისა და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტერიტორიები. ჩვენ მივაქირავეთ და დანარჩენებმა რა ქნეს არ ვიცი.

გავაგრძელოთ...
შემდეგი ქვეყანა არის ჩილე.
ჩილეში საკმაოდ მეგობრული ხალხი ცხოვრობს. მათ მპპ-ები, გარდა საქართველოსი, არის: თურქეთი, იტალია, მაკედონია, გერმანია, ხორვატია, კვიპროსი, ბოლივია, მექსიკა, ესპანეთი, პრაგვაი, ირლანდია, ვენესუელა, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ალბანეთი, უკრაინა, ბულგარეთი, შვეიცარია, ბელორუსია. სულ გამოვიდა 20 (საქართველოს ჩათვლით). სამწუხაროდ ჩილეს მპპ არ აქვს ისეთ ძლიერ მოთამაშესთან როგორიცაა საბერძნეთი. ეს დიდი ღვარძლითა და შურითაა გამოწვეული თუ სხვა რამით მე არ ვიცი. ჩილეს უკავია ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტერიტორიები. რაიმე შეთანხმებას ჰქონდა თუ არა ადგილი არ ვიცი. ასევე ემბარგო აქვთ შვეიცარიასთან.

კვიპროსი.
კვიპროსთან, როგორც ჩანს, ბევრს არავის უნდა მეგობრობა. საქართველოს გარდა კვიპროსის მოკავშირეები არიან: თურქეთი, ალბანეთი, ჩილე, ამერიკა, საბერძნეთი, ხორვატია. ჩვენგან განსხვავებით მათ მპპ არ აქვთ ვენესუელა, გერმანია, სამხრეთ კორეასთან, მაგრამ აღსანიშნავის ის ფაქტი, რომ მპპ უდევთ ამერიკასთან, რომელიც კარგად მოგვეხსენება, რომ ე-საქართველოს დიდად არ გვეხატება გულზე (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუკაზე გამოჩენამდე ე-საქართველოს ნაღები საზოგადოება ამერიკაში მოღვაწეობდა), იქიდან გამომდინარე, რომ ჩაგრავენ ესპანეთს და ემეგობრებიან ასტერიას წევრებს. ასევე არიან ალიანს Pacifica-ში, რომელშიც შედის კოლუმბია. კოლუმბია იმიტო გამოვყავი ასე, რომ რაც თავი მახსოვს სულ ემბარგო გვაქვს ამ ქვეყანასთან. რატომ აქვს კვიპროსს მპპ ამერიკასთან არც ეგ არ ვიცი, სავარაუდოდ ძლიერ ქვეყანას ეტენება, რომ Asteria-მ ან Pacifica-მ არ დაიპყრონ. (ან მე მინდა, რომ ასე იყოს 😃) კვირპოსს დაკავებული აქვს საუდიის არაბეთისა და ეგვიპტის ტერიტორიები.

ალბანეთი
ალბანეთი საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა ჩემთვის. საქართველოს გარდა მას მპპ-ები აქვს: ბოლივია, ხორვატია, კვირპოსი, ირლანდია, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ვენესუელა, გერმანია, ჩილე, საბერძნეთი. სამწუხაროდ (თუ არასამწუხაროდ) მათ მპპ არ აქვთ სამხრეთ კორეასთან. ალბანეთს დაკავებული აქვს კანადის ტერიტორიები და ემბარგო აქვს ტაილანდთან.

საბერძნეთი
საბერძნეთიც საკმაოდ მეგობრული ქვეყანაა. მათ საქართველოს გარდა მპპ-ები აქვთ: ტაილანდი, ფინეთი, გემრანია, კოლუბმია, ეგვიპტე, უკრაინა, ხორვატია, არგენტინა, ჩინეთი, თურქეთი, იტალია, ალბანეთი, კვიპროსი, ლატვია, ტაივანი, ამერიკა. საბერძნეთთან როგორც ხედავთ საქმე უფრო რთულადაა. მათ მპპ-ები აქვთ ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენ ძალიან არ მოგვწონს. მათ შორისაა, ამერიკა, ფინეთი, არგენტინა, ჩინეთი და კოლუმბია. ასევე ჩვენგან განსხვავებით, მპპ არ აქვთ ჩილე, კვიპროსაა და ვენესუელასთან, მაგრამ როგორც ხედავთ ამ ბოლო დროს ჩვენს შორის ურთიერთობა საკმოდ მჭიდრო გახდა რაც მისასალმებელია. ბერძნებს საკამოდ ბევრი ქვეყნისთვის აქვთ ტერტორია წართმეული: გერმანია, ეგვიპტე, დანია, ავსტრია და საუდიის არაბეთი.

ვენესუელა
ვენესუელას, საქართველოს გარდა, მპპ-ები აქვს: უკრაინა, ინდონეზია, სამხრეთ კორეა, ბულგარეთი, მაკედონია, ალბანეთი, დიდი ბრიტანეთი, პარაგვაი, ჩილე, ხორვატია, ბელორუსია, თურქეთი, მექსიკა. ჩვენგან განსხვავებით, მპპ-ები არ აქვთ: კვიპროსსა და საბერძნეთთან. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მოკავშირეები არიან ბულგარეთსა და მაკედონიასთან, რომლებმაც ბოლო მსოფლიო ომის დროს (სერბეთის დაპყრობას ვგულისხმობ) მხარე შეიცვალეს და ასტერიას მიემხრნენ. ვენესუელა კარგი ბიჭია, არც ტერიტორიაა აქვს ვინემსთვის წართმეული და არც ემბარგო აქვს ვინმესთან.

გერმანია
გერმაინა საკმაოდ საინტერესო ქვეყანაა. საქართველოს გარდა, მპპ-ები აქვს: ხორვატია, ტაილანდი, საბერძნეთი, რუსეთი, ჩილე, თურქეთი, ალბანეთი, ინდონეზია, ესპნაეთი, დიდი ბრიტანეთი. გემრანიას არავისთვის აქვს ტერიტორია წართმეული (პირიქით 😃), მაგრამ ემბარგო აქვთ შვედეთსა და სლოვაკეთთან, რაც მე პირადად ძალიან მომწონს 😃. გაგიკვირდებოდათ ალბათ, რატომ აქვს საბერძნეთთან მპპ, მან ხომ ტერიტორია წაართვა მათ. სავარაუდოდ აქ რაღაც მაფიასთან გვაქვს საქმე, ისეთსავე მაფიასთან, როგორიც ჩვენ თურქეთთან გვაქვს. გერმანია თუ სწორად მახსოვს პოლონეთს ჰქონდა დაპყრობილი, მერე საბერძნეთმა საჰაერო თავდასხმა განახორციელა და მგონი საბოლოოდ სერბეთი აგიტომაც დაიჩაგრა.

სამრეთ კორეა
სამხრეთ კორეაც ვერ დაიკვეხნის მეგობრების რაოდენიბოთ. საქართველოს გარდა, მას მპპ აქვს: ბულგარეთი, ხორვატია, ვენესუელა, ინდონეზია, ჩილე, მაკედონია. როგორც ხედავთ მპპ-ს სიას იწყებს და ამთვრებს ჩვენთვის არამეგობარი ბულგარეთი და მაკედონია, ასევე მპპ არ აქვს ჩვენ მეგობარ ალბანეთ, კვიპროს, საბერძნეთ, გერმანია, თურქეთთან. სამხრეთ კორეას არავის ტერიტორია არ აქვს დაპყორბილი, მაგრამ ემბარგო აქვთ ტაივანსა და რუმინეთთან. ნუ რუმინეთსა და ტაივანს სავარაუდოდ ამ ემბარგოთი არაფერი აკლდება, მაგრამ ეს მაინც სასიამოვნოა. Appreciated.

დაბოლოს ხორვატია
ხორვატიას, საქართველოს გარდა, მპპ გაფორმებული აქვს: დიდი ბრიტანეთი, პარაგვაი, ალბანეთი, გერმანია, ესპანეთი, სამხრეთ კორეა, ჩილე, საბერძნეთი, მექსიკა, ვენესუელა, ინდონეზია, იტალია, ტაილანდი, თურქეთი, უკრაინა, ბელორუსია. ხორვტია მე რატომღაც სისხლისმსმელი დამპყრობელი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ინდოეთის ტერიტორია აქვს დაპყრობილი, ხოლო ემბარგოებს რაც შეეხება, მხოლოდ პერუსთან აქვს. მოკლედ კაი როჟები არიან რა.

ალბათ ყველა დაინტერესდებოდით თუ რატომაა დიდი ბრიტანეთი, პარაგვაი, იტალია, ირლანდია, ბელორუსია, ტაილანდი, ინდონეზია და მექსიკა გამუწებული. იმიტომ, რომ უკრაინასა და ესპანეთთან ერთად ისინი საკმაოდ ხშირად ფიგურირებენ ჩვენი მეგობრების მეგობარობის დღიურებში. მე ახალი მოთამაშე ვარ და არ ვიცი ამ ქვეყნებთან ადრე რა ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მათთან მპპ-თი კავშირზე დაფიქრება ღირს. როგოც ზემოთ ვახსენე "ჩემი მპპ-ს მპპ ჩემი მპპ-აო". ამ ქვეყნების ასეთსავე მიმოხილვას შემდეგ სტატიაში შემოგთავაზებთ.

თუ მოგეწონათ სტატია გაითვალისწინეთ, რომ მე უ.ჯ.პ.-ს წევრი ვარ და მათი დახმარებით მივხვდი ძალიან ბევრ რამეს. შრმოგვიერთდით თქვენც და ერთად წავიდეთ წინ.