კურიერი: ინტერვიუ Tengiz I-თან

Day 2,648, 08:13 Published in Georgia Georgia by Giga Nems

მოგესალმებით, ეს კურიერია მე კი მისი წამყვანი გიგა ნემსიწვერიძე გახლავართ.

ჩვენ ინტერვიუ ჩავწერეთ NFG-ს ლიდერთან და ამასთანავე ფინანსთა მინისტრთან_Tengiz I.
გამარჯობათ ბატონო თენგიზ, მინდა რამდენიმე კითხვა დაგისვათ.

თქვენ თქვით რომ იქნებით მუდმივი ლიდერი ეროვნული ფრონტისა, ხომ არ ეწინააღმდეგება ეს რესპუბლიკურ პრინციპებს?
-დიახ, პარტიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტ საბჭოს გადაწყვეტილებით მე ვარ პარტიის დამფუძნებელი და ე.ი. პარტიის მუდმივი ლიდერი.

პარტიის სახელით რაიმე გადაწყვეტილების მიღებისას ატარებთ თუ არა შიდაპარტიულ გამოკითხვას?
-პარტიაში თითოეული გადაწყვეტილება მიიღება სამსახურების მიხედვით, თითოეულ სამსახურს ჰყავს თავისი ხელმძღვანელი რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, პოლიტიკური საბჭოსა და ლიდერის პოლიტიკური ხაზის დაცვით.

თუ ეროვნული ფრონტი მოვა სახელმწიფოს სათავეში. შეცვლით თუ არა ძირფესვიანად რამეს და თუ შეცვლით რას?
-თუ არა! ჩვენ მოვალ E-საქართველოს ხელისუფლებაში და ჩვენ დავიწყებთ ყველა სფეროში რადიკალურ რეფორმებს, რათა გაიზარდოს ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობები, ბრძოლის უნარიანობა, მოსახლეობის რიცხვი და მაქსიმალურად დაიხვეწება თითოეული სფერო.

ეროვნული ფრონტი ალიანსშია ქართველ დემოკრატებთან. თუ გქონდათ შეხვედრა ქართველი დემოკრატების ახლადარჩეულ ლირდერთან, Alicest-თან?
-ეროვნული ფრონტი არის ქართველი დემოკრატების დიდი მეგობარი პარტია. ჩვენ თითქმის ერთ ძალად განვიხილებით. GD–ს ლიდერთან ყოველდღიური კავშირი მაქვს. Nugo არის პატრიოტი და ძლიერი პოლიტიკოსი, რომელიც კარგად აცნობიერებს შექმნილ სიტუაციას და იბრძვის ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ის განათლების მინისტრად დაინიშნა და წარმატებებს ვუსურვებ 🙂

ასეთი იყო კურიერი,გვიყურეთ და გაიგეთ ახალი ამბები ჩვენგან!