"Tbilisi"

Day 2,764, 06:47 Published in Georgia Georgia by Geo.AssasiN
ღმერთმა დაიფაროს და გააძლიეროს საქართველო!

ახლა მე მინდა თქვენ მოგაწოდოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე, გეოგრაფიის დოქტორი მერაბ ალავერდაშვილს თქმით თუ სად დაიწყო, როგორ განვითარდა სტიქია და რამ განაპირობა დრამატული შედეგები

"მეწყერი ბეთანიასთან ჩამოწვა, რამაც დიდი რაოდენობით წყლის დაგუბება მოახდინა. ამან გამოიწვია წყლის დიდი მასის ჩამოყალიბება, რომელიც მეწყერის შედეგად შეგუბდა და შემდეგ ძლიერი წყლის ზეგავლენით მისი გარღვევა მოხდა, და შემდეგ, რა თქმა უნდა, გზადაგზა ხვდებოდა პატარ-პატარა შეგუბებები.

რაც შეეხება ლოკაციებს, პირველი ბარიერი ბეთანიის ქვევით შეიქმნა, სადაც ხეობა სავსეა ხეებით. მეწყერის მიერ ჩამოტანილმა მასალამ ხეები წააქცია და მთლიანობაში, ღვარცოფული სახით სვანიძის ქუჩაზე წამოვიდა, ამ აღრევის შედეგად, კვალის მიხედვით, პირველმა შემოსულმა ნაკადმა 1958 წელს აშენებული ვაკე-საბურთალოს გვირაბის ჩახერგვა გამოიწვია და წყლის მაქსიმალურმა რაოდენობამ დაახლოებით, 1000 კუბური მეტრი წამში შეადგინა. ამან "ელიზების ტერიტორიიდან" სატვირთო ავტომობილებისა და სხვა ტრანსპორტის წაღება და საბოლოოდ, ხეებისა და დიდი ტრანსპორტის ჩახერგვით, ვაკე -საბურთალოს ძველ გვირაბში, რომელიც 1958 წელს აშენდა, დონის უეცარი მატება გამოიწვია.

გვირაბმა ჩახერგა წყალის დიდი მასა, და შემდეგ არის უკვე ახალი, 220 მეტრიანი გვირაბი, რომელმაც ასევე ვერ გაატარა მიღებული მასა და მოხდა უეცარი შეგუბება. ეს მოხდა დაახლოებით პირველ საათზე და სავარაუდოდ, ნახევარი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის გამო მოხდა შენობების დაფარვა, რაც უკვე ჩახერგვისა და შეტბორვის შედეგია. მაგრამ პირველი წამოსული ნაკადი ღვარცოფული სახის იყო, რომელმაც ჩახერგილი მეწყერი გაარღვია. საბოლოოდ, სტიქიის განვითარებას შემდეგი ფორმა ჰქონდა: ძლიერი წვიმა, მეწყერი, ღვარცოფი...

-არსებობს მოსაზრება, რომ სტიქიის შედეგებზე დამატებითი დრამატული პროვოცირება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულმა ახალმა გვირაბმა მოახდინა...

-არა, არ მგონია ასე. მთავარი იყო პირველი, ვაკე-საბურთალოს გვირაბის ჩახერგვა. ჩემი აზრით, ახალი გვირაბებიც რომ არ ყოფილიყო, უფრო მძაფრ შედეგებს მივიღებდით. პროცესი, რომელიც ახლა ზოოპარკის მიდამოებთან განვითარდა, ძველი გვირაბის მიდამოებს მიაყენებდა დარტყმას, და დანაკარგის თვალსაზრისით, იგივე შედეგს მივიღებდით. მესმის, რომ არის მოსაზრება, რომ ახალმა გვირაბმა მოახდინა ეს, მაგრამ მთავარი პირველი შემხვედრი გვირაბის დაგუბებისა და ჩახერგვის ფაქტორია.





































მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულ ადამიანებს ღმერთმა ძალა და მხნეობა მისცეთ ამ ყველაფრის გადატანაში მათთან ერთად ჩვენც, ბევრი გასაჭირი გადავიტანეთ და ღმერთმა ნუღარ გვანახოს ამის მეტი, ძალიან მადლიერი ვარ და ვამაყობ იმ გმირებით რომლებმაც ივაჟკაცეს იმ ღამეს და შემდეგაც, ასევე გამიხარდა ამდენი ადამიანი რომ შეიკრიბა თავისი ხალხისა და ქვეყნის დასახმარებლად, ნეტა მეც თბილისში ვყოფილიყავი მცირედით მაინც დავეხმარებოდი ვინმეს. მიყვარხარ საქართველო♥

სამწუხაროდ ამ დროისთვის როგორც ცნობილია სულ 21 დაკარგულია(lost) და 13 დაღუპული(dead) ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები და დაკარგულები მალე ეპოვნოთ

დიდი ტრაგედია გადაიტანა საქართველომ ხალხის დანაკარგის გარდა ასევე რამდენი ზიანი მიადგა დანგრეული ზოოპარკი, დახოცილი, საშიში გაქცეული ცხოველები, რამდენი დანგრეული სახლი და გარეთ დარჩენილი მშიერი ხალხია ღმერთმა იცის...
ვიზიარებ საქართველოს გლოვის დღეს🙁

http://topmedia.ge/n/167/video-romelic-qartveli-xalxis-ertianobis-simbolod-iqca-yvelam-unda-naxos-es-kadrebi.html
http://www.myvideo.ge/?video_id=2585885
http://www.myvideo.ge/?video_id=2585794