- S.P.A. - კონკურსი & სხვა !

Day 2,940, 12:15 Published in Georgia India by Ready to Die G

გამარჯობა.

S.P.A. აცხადებს კონკურსს მოთამაშეებისთვის,რომლებსაც სჭირდებათ ოქრო ნებისმიერი მიზნით, ასევე თამაშდება ექაუნთი W A R R I O R .

ვითვალისწინებთ რა, რომ დაბალი დივიზიის მოთამაშეები[დაბალი ძალით] უფრთხილდებიან გამოცდილების დონეს, ასევე მათ მიერ მიღწეული სამხედრო წარმატება თავიანთ დივიზიონში არ გამოხატავს მათ რეალურ ძალასა და გამოცდილებას, ასევე თამაშის ტექნიკურ-საინფორმაციო ბაზის ცოდნას, არც მათ სანდოობას, კონკურსის მთავარი შეფასებითი კრიტერიუმი იქნება გასაუბრება.

გასაუბრება:

გასაუბრება გაარკვევს თუ რამდენად გათვიცნობიერებულია მოთამაშე თამაშის მექანიზმსა და ესაქართველოს ისტორიაში.

გასაუბრების დროს შეზღუდული იქნება კითხვებზე პასუხის დრო, რათა გამოვრიცხოთ სხვადასხვა ინფორმაციული ბაზის გამოყენება მოთამაშის მიერ.

გასაუბრება წარიმართება სკაიპში მიმოწერის საშუალებით, ინდივიდუალურად თითოეულ მსურველთან.

გასაუბრებას დაესწრება გამომკითხველი და 1 დამსწრე ს.პ.ა.-ს სამხედრო საბჭოდან.

მოთამაშეს შევთავაზებთ ვირტუალურ სიტუაციას,სადაც იქნება მოცემული პრობლემა. მოთამაშე თავისი ცოდნის გამოყენებითა და არგუმენტირებული მსჯელობით დაასაბუთებს თავის გადაწყვეტილებას, კონკრეტული მოცემულობის მიხედვით.

გასაუბრების მიზანია შეამოწმოს მოთამაშის პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რამაც, ჩვენი აზრით,მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს გადაწყვეტილების მიღებისას შეცდომის შანსი.

შეფასებაზე იმსჯელებს კომისია,რომელიც შედგენილი იქნება ს.პ.ა.-ს სამხედრო საბჭოს მიერ არჩეული 5 წევრისგან .

ჯილდო:

1 - ექაუნთი W A R R I OR + 93.5 ოქროს ექვივალენტი ლარში პირველი, უფასო სავარჯიშოს, გასაძლიერებლად.
[ პირველ ადგილზე გასული მონაწილე ასევე გახდება მე-3 რეჯიმენთის კაპიტანი[მე-3 რეჯიმენთში თავმოყრილნი იქნებიან შედარებით დაბალი ძალის მქონე მოთამაშეები- აკადემიის სახითb]ამას ქვემოთ შევეხებით[/b]]
2 - 93.5 ოქროს ექვივალენტი ლარში .

3 - 93.5 ოქროს ექვივალენტი ლარში .


[ თუ ამ ფონდს ზემოთ იქნება შემოწირულობა, იგი აუცილებლად დაემატება ფონდს ]

[ ოქროს ექვივალენთი ლარში ,ფასდაკლების პერიოდში, საკმარისია ნებისმიერი სავარჯიშო მოედნის ბოლო დონემდე გასაძლიერებლად ]



ჩვენი მიზანია ვიზრუნოთ მოთამაშეთა განათლებაზე, რადგან უბრალო სტატიები ვერ უზრუნველყოფს მოთამაშეებში ინფორმაციის მოპოვების სურვილის აღძვრას.მსგავსი ხერხით, ვფიქრობთ,რომ მოთამაშეებს დავაინტერესებთ და ისინი შეძლებენ სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებას და მის გათავისებას.

ასევე, ჩვენი მიზანია მოთამაშეებს შევასწავლოთ სამხედრო და პოლიტიკური სტრატეგიების დაგეგმვა და სწორად ბრძოლა, რაც აუცილებლად შეუწყობს ხელს ბრძოლის ველზე ჩვენი რესურსების სწორად განაწილებას .

კონკურსი გასტანს 30 დღეს , რათა მოთამაშეების მაქსიმალურ რაოდენობას მიეცეს შანსი დარეგისტრირდეს კანდიდატად.

რეგისტრაცია იწარმოებს 2 კვირის განმავლობაში ამ ბმულის მეშვეობით:

1 კვირაში სტატია ხელახლა ამოვა ტოპ-ში რათა მსურველები დაურეგისტრირებელნი არ დარჩნენ.

მონაწილეები:


კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ სამხედრო დანაყოფ ს.პ.ა.-ს სანდო წევრებს.

კონკურსში ვერ შეძლებენ მონაწილეობას ის მოთამაშეები,რომლებიც ყოველგვარი გარანტიის გარეშე შეუერთდებიან ზემოთ ხსენებულ ერთეულს და შეეცდებიან სათავისოდ გამოიყენონ შექმნილი ვითარება.

...

ს.პ.ა.- 2,938 დღიდან აღარ არის სრულად აპოლიტიზირებული სამხედრო დანაყოფი ,იგი გარდაიქმნა ნახევრად პოლიტიზირებულ ერთეულად.

ს.პ.ა.-ს წევრი შეუძლია გახდეს ნებისმიერ მსურველს,თუ იგი აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს:

1.არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
2.არის გართიანებული ქართული პარტიის წევრი.
3.არ მიეკუთვნება არც ერთ პარტიას და არის პოლიტიკურად პასიური მოთამაშე.


მოთამაშეებს,რომლებიც აკმაყოფილებენ მესამე მოთხოვნას, აქვთ სრული თავისუფლება შემოურთდნენ სამხედრო დანაყოფს , მათზე არ გავრცელდება არანაირი პოლიტიკური გავლენა და მათ ექნებათ სრული თავისუფლება იმოქმედონ თავისი შეხედულების შესაბამისად, თუმცა მათ მიერ ს.პ.ა.-ს სამხედრო საბჭოს მიღებული გადაწყვეტილების არ შესრულება (უმოქმედობა/საწინააღმდეგოდ მოქმედება), ავტომატურად გამოიწვევს მათ გარიცხვას სამხედრო დანაყოფიდან.

[ეს ასევე ვრცელდება ს.პ.ა.-ში პარტიული ნიშნით მყოფ მოთამაშეებზეც] .
[მიღების წესები შეიძლება შეიცვალოს]
თუ გსურთ მომარაგდეთ რესურსით ყოველკვირეულად, თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ ჩვენი სამხედრო დანაყოფის წევრი და შეავსოთ ეს ფორმა.
[ვინც აქამდე შეავსო ფორმა, მათ ვთხოვ ნუღა გაიმეორებენ იმავეს]

ს.პ.ა.-ს რესურსით მომარაგების ფორმა.


რესურსის დარიგება იწარმოებს ყოველ სამშაბათს ან ოთხშაბათს, რესურსს მიიღებთ თქვენი საჭიროებასთან მიახლოებით.

[რესურსით მომარაგება დაიწყება 15 დეკემბრიდან]

ს.პ.ა.-ს ყველა წევრი ვალდებულია ჩაიცვას თავისზე მორგებული ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, მოთხოვნის შეუსრულებლობისას , მოთამაშე გარიცხული იქნება სამხედრო დანაყოფიდან.
სამხედრო აკადემია ს.პ.ა.-ში :

ს.პ.ა. აცხადებს მიღებას სამხედრო დანაყოფში.

აკადემიაში შესვლა შეუძლია ყველა მსურველს, რომელთა ძალა არ აღემატება 3,000 ერთეულს.

მთავარი მოთხოვნებია:


1.არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი.
2.არის გართიანებული ქართული პარტიის წევრი.
3.არ მიეკუთვნება არც ერთ პარტიას და არის პოლიტიკურად პასიური მოთამაშე.


კურსანტებს თვეში 2 ჯერ ჩაუტარდებათ წრთვნები და სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ შეავსონ რესურსებით მომარაგების ფორმა.

კონკურსისთვის რეგისტრაცია იწარმოებს 2 კვირის განმავლობაში ამ ბმულის მეშვეობით:

ს.პ.ა.-ს რესურსით მომარაგების ფორმა.


ასევე ძალიან ვთხოვ თავდაცვის მინისტრს ან ნუ იყენებს ჩემს მიერ გაკეთებულ საინფორმაციო სურათებს, ან მიუთითოს ავტორი თითოეულ სტატიაში.

ბრძოლის მექანიზმის ახსნა




დამხმარე ლინკები !