,,ახალი პოლიტიკური ცენტრი" - R2

Day 3,134, 03:41 Published in Georgia Spain by VuXman
მოგესალმებით. ეს არის გადაცემა კურიერი და მე მისი წამყვანი VuXman გახლავართ. მაშ ასე:


ახალი პოლიტიკური ცენტრი



გუშინ შეიქმნა ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი", სადაც გაწევრიანდნენ ყველასათვის ნაცნობი ძველი და ახალი პოლიტიკოსები. ამ პარტიის შექმნა კი განაპირობა ბოლო დღეებში შექმნილმა ვითარებამ. ამ პარტიის სახელი და მთლიანად პარტიის შექმნის იდეა კი ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის პირად საუბარში დაიბადა. ამ პარტიაში ასევე გაწევრიანდნენ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც და უკვე საპრეზიდენტო კანდიდატიც ჰყავთ შერჩეული შემდეგი არჩევნებისათვის.

,,თავისუფალი ქართული მოძრაობის" ვიცე-პრეზიდენტი კურიერთან საუბარში აღნიშნავს რომ, პარტიების შექმნა უფრო აუმჯობესებს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას და ქვეყნისთვისაც უკეთესია. ის ვერ განმარტავს იმ მიზეზებს თუ რატომ მოხდა ამჟამინდელი ხელისუფლების წევრების გაწევრიანება ამ პარტიაში.

,,სოციალური თანასწორობის პარტიის" წევრები კი განმარტავენ, რომ ახალი პარტიების და პოლიტიკური ცენტრების შექმნა მნიშვნელოვანია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ანვითარებს ქვეყნის მომავალს.

,,ახალი პოლიტიკური ცენტრის" მრჩეველის ინტერვიუ



კითხვები

1)რატომ გადაწყვიტეტ ამ ,,ახალი პოლიტიკური ცენტრის" შექმნა? რა იყო მთავარი მიზეზი?
2)რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ პარტიას?
3)როგორც ვხედავთ ამ პარტიაში გაწევრიანდნენ ყოფილი მთავრობის და ახლანდელი მთავრობის წევრები. თქვენი აზრით რატომ გაწევრიანდნენ ნომერ პირველი პარტიის ყოფილი პრეზიდენტი და ,,სოციალური თანასწორობის პარტიის" წევრები? დაიდო მათთან რაიმე გარიგება?
4)ვისი იდეა იყო ამ პარტიისთვის ამ სახელის დარქმევა?
5)ხომ არ აპირებთ ედპ-უგპ-სთან რაიმე კოალიციის შექმნას ან თუნდაც რესპუბლიკურ პარტიასთან?

პასუხები

1) ბიჭები რამოდენიმე ხანია უკვე ერთად ვთამაშობთ საკმაოდ კარგად ვართ ერთმანეთში და გადავწყვიტეთ ჩვენი ადგილი ერთ პარტიაში გვეპოვნა, ეს იყო და ეს.
2)გეგმები როგორც ყველა პარტიას ჩვენც ის გვაქვს რომ ვიყოთ საუკეთესოები, და იმედი მაქვს ეს ესეც იქნება,
3)პარტია შეიქმნა გუშინ, შეუძლებელია ამ დროში ვინმესთან ან რაიმესთან დაიდოს რაიმე გარიგება. დავინჩის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ მე ეგ მას უნდა შეეკითხოთ. რაც შეეხება ჩემ აზზრს მე მოხარული ვარ მისი შემოსვლით პარტიაში.
4)ნუ ესეთ ამბები რომ მოხდა (ჩემი ამბები). ვეტტელს ველაპარაკებოდი და უცებ მოგვივიდა აზრად ახალი პარტიის შემქნა. სახელი მისი მოფიქრებულია :დ
5)ჯერ არაფერი არ ვიცით როგორც ზემოთ ავღნიშნე გუშინ შევქმენით პარტია ჯერ შიდა სამზარეულოს უნდა მივხედოთ და მერე თანდათანობით თქვენც გაიგებთ რა და როგორ იქნება.

სიმწრით მოპოვებული მცირედი დამოუკიდებლობა

ესტონეთი. ქვეყანა ბალტიის პირეთში, რომელმაც შეიძლება ასეც ვთქვათ დამოუკიდებლობა ძლივს მოიპოვა, მაგრამ ეს დამოუკიდებლობა შეიძლება არ აღმოჩნდეს დიდი ხანი, რადგან განთავისუფლებული ორი რეგიონიდან ერთში კვლავ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ფინეთის შეიარაღებულ ძალებთან, სადაც ესტონეთი სამწუხაროდ კვლავ მარცხდება.



განმანთავისუფლებელი ბრძოლა კიევისთვის

დღეს დაიწყო საომარი მოქმედებები დნიპროს ოლქში, უკრაინაში კიევის გასანთავისუფლებლად. უკრაინა ,,რესურსების ომის" შემდეგ დიდი ხანია რაც რუმინეთის წნეხის ქვეშაა და ასე ვთქვათ მუდმივ ოკუპაციას განიცდის. ამ ბრძოლაში ჯერ-ჯერობით რუმინეთის მარცხს ვხედავთ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ახალ განცხადებას ავრცელებს, სადაც ლაპარაკი უკრაინა-რუმინეთის ურთიერთობების შესახებაა. ჩვენ ამ განცხადებას შემდეგ გადაცემაში უფრო ვრცლად წარმოგიდგენთ.





ასეთი იყო გადაცემა კურიერი. ახალი ამბები კეთდება აქ. აქვე ვიტყვი რომ არ დაგავიწყდეთ დღეს საღამოს 22:30 წუთზე შესვლა საერთო სტრაიკების განსახილველ ჩათში.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის!!!