[MOG] _ ფინანსთა სამინისტრო

Day 3,119, 14:59 Published in Georgia Georgia by Hetrika


მოგესალმებით, როგორც ხედავთ ჩვენი ახალი რესურსები არავის გამორჩენია და რუმინეთმა გადაწყვიტა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რა თქმა უნდა მათი გაძევება გაჭირდება, თუმცა ისეთი ძლიერი ქვეყნებიც გაგვიძევებია როგორებიცაა: სერბეთი, ბრაზილია, ირანი, ბულგარეთი და პოლონეთი, ამიტომ ნუ შეშინდებით, რუმინეთიც მათ სიას შეუერთდება, მთავარია ორგანიზებული ბრძოლა.
ახლა კი ახალ რესურსებზე და გადასახადების დაწევაზე ვისაუბროთ. რუმინეთმა ყირიმის გავლით აფხაზეთს შეუტია და დაიპყრო, ჩვენ თურქეთს ვთხოვეთ დახმარება რათა რუმინეთს მთლიანად არ დავეპყარით და ამიტომ NE(Natural Enemy) გამოიტანეს ქუთაისზე. დაპყრობისას ჩვენი გადასახადები დამპყრობლის ბიუჯეტში შედის და ტყუილად რომ არ გავამდიდროთ კონგრესმა გადასახადები მინიმუმამდე შეამცირა 🙂
2 დღეში ,,როცა რესურსების ომი'' მორჩება ყველა რესურსი ოფიციალურად დაგვემატება და აქედან დაიწყება ახალი ომი რესურსების შესანარჩუნებლად, მინდა ყველას მოგიწოდოთ სახლის ქარხნების ჩადგმისკენ, რადგან ეს არის ახალი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკის განვითარებას ძალიან დიდი რესურსები სჭირდება, ამისთვის 150 ოქროიანი გათამაშებაც მოვაწყეთ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია და კარგი იქნება თუ ასეთი გათამაშებები პრემანენტულ ხასიათს მიიღებს.
რაც შეეხება გადასახადებს და ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებს, ამაზე საუბარი რთულია, რადგან ივენთის ფარგლებში უამრავი ბრძოლა მიმდინარეობდა რაც ბიუჯეტის შემოსავლებზეც აისახებოდა, ომის დამთავრების შემდეგ მომავალი მინისტრი ალბათ შემოგთავაზებთ ბიუჯეტის საშუალო შემოსავლის ოდენობას.

P.S ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ!