[MOG] _ ფინანსთა სამინისტრო

Day 3,096, 04:47 Published in Georgia Georgia by Hetrika

მოგესალმებით, მე ვარ ახალი ფინანსთა მინისტრი და მინდა გესაუბროთ ჩემს გეგმებზე და დღეს გამოსულ კანონპროექტზე.


პრემიერ მინისტრმა Baristan Selmi-მ კონრესში კანონპროექტი გამოიტანა რომლის თანახმადაც 20'000 ლარი ეროვნულ ბანკში გადაირიცხება. ყველა კონგრესმეს მოვუწოდებ რომ ამ კანონპროექტს დაეთანხმოს!

ამ თანხიდან 5-5 ათასი კულტურისა და განათლების სამინისტროს გადაეცემა, როგორც სამინისტროს ბიუჯეტი. 10 ათასი ლარი კი სხვადასხვა სახის კონკურსებს მოხმარდება, რომლის შესახებაც კონკურსების დამთავრების შემდეგ ზუსტ ანალიზს მოგაწვდით თუ როგორ განაწილდა ეს თანხა გამარჯვებულებზე 🙂

ახლა კი გესაუბრებით ჩემს გეგმებზე, ყველაზე კარგი სიახლე არის ის რომ მოეწყობა დიდი გათამაშება, რომლის საპრიზო თანხაც 100 ოქრო იქნება. ეს კონკურსი მიზნად ისახავს მოთამაშეების წახალისებას და ეკონომიკის გაუმჯობესებას. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგანაც ივენთის ფარგლებში დაგეგმილი ომების გამო საბიუჯეტო შემოსავლები მუდმივად იცვლება, ივენთის დამთავრებისას კი 100 პროცენტიანი სახლის ბონუსის გამო ვვარაუდობ, რომ ჩვენი ქვეყნის შემოსავლები მცირედით გაიზრდება. მოთამაშეებს კი მოგიწოდებთ რომ აქცენტი სახლის წარმოებაზე გააკეთოთ და ფინანსთა სამინისტროს კონკურსში მონაწილეობა მიიღოთ 🙂

P.S ხმის მიცემა არ დაგავიწყდეთ.