[MOFA] მოვლენათა ანალიზი, Vol. 1

Day 2,971, 13:32 Published in Georgia India by Ready to Die G

ვააჰ, ვიფიქრე ჩემი არასავალდებულო, მაგრამ მაინც ვალი მოვიხადო მეთქი, ხოდა ამ სტატიით საფუძველს ვუდებ ყოველკვირეულ ანალიზს, რომელიც არ ვიცი როდის გამოქვეყნდება .

თემატურად გავყვეთ მოდი, ცოტა ბევრი შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ არ დაიზაროთ.

თურქეთი:



ჯერ, რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ თურქეთის თემით,რომელიც ამდენი ხანია უკვე ჩვენი და წინა მთავრობისთვისაც ხინჯია.
ვისაუბრებთ იმ მიზეზებზე რამ გამოიწვია მათი წაშლა, რატომ ვართ ჩვენ უვნებელნი და რა შეიძლება რომ გაკეთდეს .

უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ იმით, თუ რატომ და როგორ დაიწყო ეს ომი.

არავისთვის საიდუმლო არ არის,რომ 3 თვის წინ ჩვენ შეთანხმება გავაფორმეთ თურქეთთან და მათ აფხაზეთი გადავეცით უფასოდ, მათ რჩებოდათ ყველა Tax და 2 თვით შეეძლოთ აფხაზეთით სარგებლობა, სანაცვლოდ ჩვენ არაფერი მოგვითხოვია, მხოლოდ რენტის ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი დახმარების აღმოჩენა[იცით რაზეც ვსაუბრობთ].

ამავე დროს(როდესაც ჩვენ გავაფორმეთ ქირის ხელშეკრულება), თავის მხრივ, ირანმა და თურქეთმა გაახლეს NAP,რომელიც თურქეთის მიერ ირანის 4 რეგიონის აღებას მოიცავდა.
ყველაფერი თითქოს მშვენივრად მიდიოდა, თურქეთის Mofa თაჰაუა ჩვენ ყველანაირ იმედს გვაძლევდა ჩვენი გეგმების განსახორციელებლად.

გავიდა 2 თვე, და ასე 1-2 კვირაში ირანმა დაიწყო რეგიონების დაბრუნება,ირანისგან ატყდა მითქმა-მოთქმა, რომ თურქეთს ომის სურდა, ხოლო თურქეთი საპასუხოდ ამბობდა, რომ ირანთან მოლაპარაკება შეუძლებელი იყო მათი საშინელი დამოკიდებულების გამო.

ამ ყველაფერს მოჰყვა ის, რომ კვიპროსმა გამოაცხადა საჰაერო თავდასხმა ირანზე, თურქეთმა ნატურალურ მტრად გამოაცხადა, რაშიც საქართველოც ჩაერთო და ირანის მიერ დაპყრობილ სომხურ მიწებს მიადგა.
ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, ირანი თმობდა პოზიციებს , ჩვენც წინ მივიწევდით, თუმცა თურქეთისთვის ყველაფერი უკან წავიდა.

ჯერ ირანამ თურქეთის რამდენიმე შეტევა მოიგერია, ამავე დროს თურქეთმაც შეძლო ირანის შეტევებს გამკლავებოდა, მაგრამ კვიპროსი სამუდამოდ გაძევდა ირანიდან 2 აღებული რეგიონის შემდეგ.

შემდეგ ირანის წინააღმდეგ წავაგეთ ბრძოლა და აქეთ მოგვიწია თავდაცვა, ამ მომენტში კი, პერუმ გაიტანა საჰაერო თავდასხმის კანონპროექტი ჩვენზე,რომელიც წარმატებით დასრულდა, თუმცა ჩვენმა და ჩვენი მოკავშირეების თავგანწირვამ, ასევე კოლინ ლანტრიპის 2,000,000 ცც-მ გადაგვარჩინა მათი შეტევისგან.
შედეგად,საზღვარი ჩავკეტეთ ირანთან.

ჩვენ დავრჩით სომხეთში და შემდეგ სომხეთთან მოგვიწია ბრძოლა, რომელსაც ირანელები მართავენ, ასევე ჩვენთვის თავის ტკივილი გახდა ისრაელის ტერიტორიები , რომელსაც სომხეთის NE და სომხეთის აჯანყება ემატებოდა, თუმცა ჩვენ ყველაფერი გადავლახეთ .

თუმცა ამ ვითარებისას,მოხდა იმპიჩმენტი- შეიცვალა მთავრობა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს შემდეგი მთავრობა ღალატში დაადანაშაულა.
მისი ინფორმაციით ჩვენ ირანთან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმებას ვაპირებდით(ნუ რაც ჩვენთვის ნაცნობი ადამიანის მიერ მივიდა მის ყურამდე), რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მე და ვეტელს გვქონდა თურქეთის მთავრობასთან საუბარი და მან საჯაროდ და პირად საუბარში ბოდიში მოიხადა.

ასეთი მდგომარეობა იყო რუქაზე, და თურქეთი იწევდა უკან და უკან, უკვე ისინი ბრძოლის მოგერიებას და პინგ-პონტის თამაშსაც ვერ ახერხებდნენ, საბოლოოდ ყველამ ვნახეთ როგორ დაასრულეს, ახლო წარსულში უკვე მეორედ წაიშალნენ.

[სახსენებელია ასევე რუსეთის ნე-ები , რომლებიც არ გავიდა]

რა შეიძლება ითქვას თურქეთზე და რა შეიძლება ითქვას ირანზე.
თურქეთის ერთ-ერთი მინუსი არის მათი არაორგანიზებულობა და რესურსების ნაკლებობა.

მათი მობილიზება ფაქტობრივად არ არსებობდა ამ ბრძოლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა,რომ საერთო კვირეული ზიანით ისინი ბევრად წინ არიან ვიდრე ირანი, მათი ბევრი სვლა დაუფიქრებელი იყო.
მათ არ ჰქონდათ შეგროვებული საკამრისი ფულადი რესურისი, როდესაც ირანი მზად იყო ომისთვის.
მათ ვერ გათვალეს ირანთან ბრძოლის ტიპი, ვერ მოაბეს თავი სამხედრო ძალის კარგ ორგანიზებას.

ამაზე ადვილია საუბარი გარედან, თუმცა არც შიდა სამზარეულოში ხდებოდა რამე განსაკუთრებული.

თქვენ, ალბათ, წარმოგიდგენიათ,როგორია როდესაც ყველა ადამიანი ელოდება ეპიკურ ბრძოლას, ხოლო შენს მოწინააღმდეგეს მოკავშირეებში საერთო ზიანის 60-70% ზე მეტი ჰყავს.

მოკავშირეობის ხელშეკრულებებით თურქეთი როგორც რაოდენობით, ასევე ხარისხით ჩამორჩება ირანს, ხოლო კარგი მოკავშირე უფრო მეტს ნიშნავს დღეს , ვიდრე შენი საკუთარი ძალა, ასევე საგულისხმოა,რომ 5 თითზე ჩამოსათვლელი თურქი მოთამაშე რეალურად ცდილობდა გადაერჩინა საკუთარი ქვეყანა, თუმცა საბოლოოდ დანებდნენ და ძალის მოკრება არჩიეს.

ყველა მიიღებთ ინფორმაციას იმის შესაღებ თუ როგორდა რანაირადდაიგეგმება შეტევის შემდეგიტალ ღა.

საქართველო აქტიურად უწევს ორგანიზებას, პირადად ჩემი თაოსნობით ჩვენი და თურქეთის საერთო მოკავშირე ქვეყნების შეხვედრებს, სადაც განიხილება სამომავლო გეგმები.
დაწვრილებით ინფორმაციას გაიგებთ თავდაცვის სამინისტროს სტატიებიდან, ამიტომ ჯობს ადევნოთ თვალ-ყური Senna...-ს მოქმედებებს.

უკრაინა:


აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინამ სცადა გვერდზე დადგომოდა თურქეთს და როდესაც საერთო საზღვარი გაჩნდა, მათ ირანს ომი გამოუცხადეს, მაგრამ საპასუხოდ ნიდერლანდისგან საჰაერო დარტყმის საფრთხე , ხოლო ბულგარეთისგან ომის გამოცხადება მიიღეს.

ჰოლანდიის საჰაერო შეტევა ჩავარდა, რადგან აღარ გახდა ამის საჭიროება, ბულგარეთი და უკრაინა შეთანხმდნენ,რომ თუ უკრაინა თავს დაანებებდა ირანს, ომი სავარჯიშო სახეს მიიღებდა.

უნდა აღინიშნოს,რომ სანამ ეს მოლაპარაკება გაიმართებოდა, უკრაინას ჰქონდა სერიოზული ომები, სადაც საქართველომ და, კერძოდ, სპამ სერიოზული მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას.

ასევე არ უნდა დაგვაიწყდეს,რომ ბულგარეთმა იგივე გააკეთა,როდესაც რუსეთმა გამოაცხადა მტრად თურქეთი, მათი კანონი არ გავიდა, თუმცა ამავე დროს ბულგარეთმა მტრად თურქეთი გამოაცხადა და კანონპროექტზე მათმა დიქტატორმა „ კი “ -ს დააჭირა, რითიც აიკიდა საბერძნეთი, სადაც კონგრესმა ბულგარეთი მტრად გამოაცხადა და კანონი მიიღო, თუმცა შემდეგ ბულგარელმა დიქტატორი გადაიცვალა და „ არა “-ს დააჭირა.

ეს ბრძოლაც სავარჯიშო ტიპის ბრძოლაში გადაიზარდა საბოლოოდ.

ჩვენ რა როლი გვაქვს ამ ყველაფერში, შეიძლება ეს ვერ დაინახოთ, შეიძლება,როდესაც დრო მოვა ჩვენი გეგმა გაიგოთ და გაგანდოთ, მაგრამ მერწმუნეთ, როდესაც თურქეთი მზად იქნება, სწორედ ჩვენი გეგმით იმოქმედებს მთელი ჯგუფი.

ბოსნია:

მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბოსნიაში სერბეთს სურს დიქტატურის დამყარება, ამიტომ ბოსნია თავად ეცდება დაამყაროს დიქტატურა, საქართველოს დროითღამის 4 საათზე. შეგიძლიათ შეუერთდეთ მათი პრეზიდენტის დანაყოფს და იბრძოლოთ დიქტატურის მხარეს.

ასევე აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ჩვენი ალიანსის წევრ ტაილანდს თითქმის დაესხა თავს სერბეთი, კანონის გამოსვლის თანავე , ჩვენ მათ დახმარება აღვუთქვით, თუმცა კანონპროექტი არ გავიდა და შესაბამისად არც ჩვენი დახმარება გახდა საჭირო.

ძირითადი თემა, როგორც ნახეთ თურქეთია, კიდევ ბევრი რამის დამატება შეიძლება, მაგრამ, უბრალოდ, მეზარება, თან ყველაფერს წინასწარ ვერ გაგანდობთ, მაგრამ თურქეთი თუ არ მობილიზდება ჩვენ ვერაფერს გავხდებით.


რა თქმა უნდა, აქვე უნდა ვახსენო,რომ ვისაც გსურთ კონტრიბუცია შეიტანოთ ჩვენს ფონდში, გთხოვთ დამიკავშირდეთ ;3. ე.წ. „შავი დღის ფონდი“ .

მადლობა.

თუ რამე საინტერესო არ მოხდა, ვერ დავწერ სტატიას,თუმცა რამე უინტერესო და კულუალურ ინფოებს მაინც შეგიგროვებთ შემდეგისთვის.