[MOE] კიდევ ერთი სიახლე eRepublik-ში

Day 2,586, 10:26 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili

ახალი რანგი - მსოფლიოს ლეგენდები

რა იქნება უფრო დიდი, ძლიერი და უკეთესი ვიდრე ბრძოლის ღმერთი ან ტიტანი?
ახალი რანგი გავრცელდება ყველა ემოქალაქეზე! შენც შეგიძლია დაიტანო შენი სახელი მათ შორის.

პირველი ნაბიჯი ახალ რანგამდე არის 20 მილიარდი (ტატიანი*** 10 მილიარდია). შემდეგი ნაბიჯია 10მილიარდის ჯერადებს (10;20;30 და ა.შ.). ამ მედლის სახელი დაფუძნებულ იქნება პირველ მოთამაშეზე რომელიც მიაღწევს მას თავის ქვეყანაში. ამისი ახსნა ცოტა არ იყოს რთულია ამიტომ მოვიყვან მაგალითს:

პირველი მოთამაშე რომელმაც მიაღწია 20 მილიარდიან ზღვარს, ფინური მოქალაქეობით იყო Trico. ამის შემდეგ ყველა მოთამაშე ვინც მიაღწევს 20 მილიარდიან ზღვარს მიიღებს ჯილდოს : Legends of Finlan😛 Trico Battalion I. შემდეგ ჯილდოს დაერქმევა იმ მოთამაშის სახელი ვინც პირველი გადალახავს 30 მილიარდიან ზღვარს. ამ შემთხვევაში ეს მოთამაშე იყო kamysje. როდესაც Trico მიაღწევს 30 მილიარდიან ზღვარს იგი მიიღებს რანგს სახელწოდებით Legends of Finlan😛 kamysje Battalion II. თუმცა ყველა ის მოთამაშე რომელსაც ექნება 20-30 მილიარდი რანგ ქულა(Rank point) ექნება რანკი Legends of Finlan😛 Trico Battalion I.

kamysje იყო პირველი მოთამაშე ვინც მიაღწია 50 მილიარდიან ზღვარს. ამის შემდგომ რანგს რომელსაც მიიღებთ 50 მილიარდიან რანგ ფოინთ - რანგს სახელად Legends of Finlan😛 kamysje Battalion IV. რომაული ციფრები ბოლოში მიგვანიშნებს რანგ-ლეველზე. ეს იგივეა რაც ვარსკვლავები (😉 რომელიც არის ტიტანზე და სხვა რანგებზე.

ამჯერად წარმოვიდგინოთ რომ Trico-მ შეიცვალა მოქალაქეობა და შვეთეში გადავიდა იმის შემდეგ რაც 50 მილიარდიანი ზღვარი გადალახა. ამ დროს 20 მილიარდიანი ზღვარიც კი არ ჰქონდათ გადალახული შვედებს... ამ შემთხვევაში რანგები მის სახელს არ მიიღებენ რადგან ზღვარის გადალახვის დროს იგი შვედეთის მოქალაქე არ ყოფილა. თუ Trico მიაღწევს 60 მილიარდიან ზღვარს ამ შემთხვევაში ამ რანგს დაერქმევა Legends of Sweden: Trico Battalion V. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ არავის გადაულახავს 20 მილიარდიანი ზღვარიც კი!!!

უპირატესობები მსოფლიო ლეგენდების რანგის

გარდა დიდებისა და პოპულარობისა ასევე არის კონკრეტული უპირატესობები ამ რანგისა. როგორც ყოველთვის ამ რანგის მიღწევის შემთხვევაშიც გემატება 5% დემეიჯზე. ასევე შენ მიიღებ 10%იან დახმარებას შენი ქვეყნისთვის ბრძოლისას. ეს ბონუს დემეიჯი გამოითვლება წინა ეტაპიდან, სულ ერთი და იგივე არაა. ეს ბონუსები ვრცელდება ყველაზე ვინც გადალახავს ამ ზღარს მიიღებს ბონუსს... იგი არ ვრცელდება მხოლოდ პირველ მოთამაშეზე ვინც გადალახავს მას.

მოცემულ მაგალითში Trico მოიმატებს ჩვეულებრივ 5%ს ყოველ რანგზე. ამის გარდა იგი მიიღებს სპეციალურ ბონუსებს ფინეთისთვისა და შვედეთისათვის, ეს დამოკიდებულია მის მოქალაქეობაზე. იმ დროს როდესაც Trico მიაღწევს 80 მილიარდიან ზღვარს დემეიჯ-ბონუსი ფინეთის ბრძლებზე იქნება 50% ხოლო შვედეთის ბრძოლებზე 20%.

ზოგმა მოთამაშემ უკვე გადალახა ეს ბარიერი, ანუ მათ ავტომატურად მიიღეს რანგი. ქვემოთ მოცემულია 12 მსოფლიო ლეგენდა ახალი მსოფლიოსი.

ჩილესა და საბერძნეთში ორ რანგს უკვე დერქვა სახელები. უნგრეთში ჯერჯერობით ყველაფერი თავისუფალია გარდა მეორე რანგისა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:
-თუ მოთამაშემ მიაღწია ახალ რანგს ახალი მოქალაქეობით, ის მასზე დაიტანს თავის სახელს. მნიშვნელობა არ აქვს ამ ქვეყანაში წინა ლეგენდებს დარქმეული აქვს თუ არა სახელი.
-თუ მოქალაქე ამის შემდეგ შეიცვლის სახელს ეს ჯილდოს სახელზე ეფექტს არ მოახდენს.
-თუ მოთამაშეს ჰქვია ისეთი სახელი რომელიც ეწინააღმდეგება eRepublik-ის წესებს (თუა ვულგარული, შეურაწმყოფელი) ადმინებს აქცთ უფლება მოთამაშეს სახელი შეუცვალონ.

პატივისცემით კონგრესის წევრი და განათლების მინისტრის მოადგილე Rezo Marshall Revishvili