[MOE]განცხადება

Day 3,123, 05:50 Published in Georgia Ukraine by martuxx

მე მინდა პირველ რიგში უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ნდობის გამოცხადებისთვის.აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს წინამორბედ მთავრობას და მის პრემიერ მინისტრს ეფექტური მუშაობისთვის.პრეზიდენტმა თავის სტატიაში აღნიშნა რომ სურს მეტი კომუნიკაცია და ხიდის აღდგენა პარტიებთან და წინა მთავრობასთან რასაც მივესალმები.თუმცა ეს სტატია მხოლოდ ამისთვის არ დამიწერია,სტატიაში ვისაუბრებ მომავალ გეგმებზე,რამეთუ ეს თვე ძალიან დაძაბული იქნება.
_________________________________________________________________________________
ამთვეს მრავალი გათამაშება არ იგეგმება, მაგრამ იქნება წამახალისებელი პროექტები ახალბედებისთვის.ჩავატარებ მხოლოდ ერთ მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან გათამაშებას "განათლებული საზოგადოება"სადაც გამოვლინდება 5 გამარჯვებული.პრიზები იქნება სოლიდური.
_________________________________________________________________________________
მეტი ყურადღება მიექცევა ახალბედების განათლებას,რასაც გავაკონტროლებ პირადად მე.ვენდეტამ ადრე დაწერა სტატია სადაც საუბარი იყო რომ მრავალი ახალბედა შეემატა თამაშს,მათ პირადად ავუხსნი თამაშის მექანიზმს და დავეხმარები სწრაფად გარკვევაში.
_________________________________________________________________________________
გაგანებივრებთ სხვადასხვა სტატიებით,და შეგატყობინებთ მყისიერად საინტერესო ამბებს რომელიც დაკავშირებული იქნება ჩვენს სამინისტროსთან.
_________________________________________________________________________________
ახალი განახლებების შესახებ მყისიერად მოგაწვდით იმფორმაციას,ანუ შევეცდები საკმაოდ მალე მოგაწოდოთ იმფორმაცია იმ შემთხვევაში თუ თამაშის მექანიზმში ცვლილება იქნება.
_________________________________________________________________________________
დღეიდან საგამანათლებლო სტატიები თქვენი სურვილით დაიწერება,ანუ გამომეხმაურეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებით პირადში, ან დაწერეთ სტატია,და მე მოვახდენ მყისიერ რეაგირებას.
_________________________________________________________________________________
ეს იყო ძირითადი გეგმები ამ დროისთვის,სხვა გეგმებსაც შეგატყობინებთ უახლოვეს მომავალში.და ძალიან გთხოვთ კარგათ გაეცნოთ სტატიას სანამ კომენტარებში გამიგიჟდებოდეთ.მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.
MOE-თქვენს სამსახურში