[MOE] სოციოლოგია

Day 2,455, 13:39 Published in Georgia Georgia by Aveun
ალბათ რთული შესამჩნევი, ნამდვილად არ არის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თამაშის სოციალური მხარე, ამიტომ ამ სტატიაში ვისაუბრებთ თუ როგორ ვეკონტაკტოთ სხვა მოთამაშეებს.

ესეიგი პირველი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, დავაკვირდეთ სურათს

სურათზე პირველი ფუნქცია გვთავაზობს სხვადასხვა მოთამაშეების დამეგობრებას (ან წაშლას)


მეორე ფუნქცია გახლავთ PM ანუ პირადი ჩატი, შეგიძლიათ მეგობარს გაუგზავნოთ პირადი შეტყობინება და ა.შ.

მესამე ფუნქცია, გვაძლევს საშუალებას გავუგზავნოთ, ჩვენს მეგობარს სხვადასხვა სახის რესურსი (მაგ:საკვები,იარაღი,სამოგზაურო ბილეთი და ა.შ)


რიგით მეოთხე ფუნქცია კი გვაძლევს საშუალებას გავუგზავნოთ, ჩვენს მეგობარს რესურსი, თუმცა ეს რესურსი გადაცემული იქნება ფულის ან ოქროს სახით.


მეგობრების დამატების პლიუსები:
მეგობრების დამატებით, თქვენ შეგიძლიათ სასურველი ინფორმაცია მალევე გაავრცელოთ, როგორც ეს სოციალურ ქსელებში ხდება ის რასაც ჩვენ "პოსტებს" ვეძახით.

სასურველი ინფორმაციის საჯაროდ განთავსება შესაძლებელია 3 ადგილას

1.თქვენი სამხედრო რაზმის კედელზე.
2.სამეგობრო წრეში.
3.თქვენი პარტიის კედელზე.

თამაშში ამას უბრალოდ "Shout"-ს ეძახიან, როდესაც ქვეყანა აწარმოებს ომს და ქვეყნის მოქალაქეები ავრცელებენ ინფორმაციას და ამით ცდილობენ მიიქციონ სხვა ქვეყნის მოქალაქეების ყურადღება, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ომში, საბოლოო ჯამში მსგავსი "Shouting"-ი ხდება ომების გამარჯვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი.

ეხლა კი მინდა, მეტად დაწვრილებით ვისაუბრო "Donate"-ზე ანუ რესურსების გადაგზავნაზე და მის ბერკეტებზე.

არსებობს გარვკეული ბერკეტი, რომელიც დამწყებ მოთამაშეს არ აძლევს საშუალებას გაუგზავნოს რესურსები სხვა მოთამაშეს, აუცილებელია მოთამაშე იყოს არანაკლედ 15 დონეზე, რათა შეძლოს რესურსების გადაგზავნა და ასევე მას უნდა ქონდეს 50 ძალა (Strength) ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეში 10 ოქროზე მეტის გადაგზავნა აკრძალულია თამაშის წესებით.

"Shouting"-ის გამოყენება ასევე შესაძლებელია თუ თქვენ გაქვთ საკუთარი გაზეთი და წერთ სტატიებს, მოგეხსენებათ, რომ ყოველ 1000 ხელმოწერაზე თქვენ მიიღებთ მედალს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

ამით დავამთავრებ და გახსოვდეთ, რომ კომუნიკაცია ამ თამაშის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალაა.