[MOD] ახალი შემადგენლობა ახალი იდეებით

Day 2,708, 19:52 Published in Georgia North Macedonia by Le Saliery





მოგესალმებით მეგობრებო !..

მე ვარ ესაქართველოს ახალი თავდაცვის მინისტრი. ვინც არ მიცნობთ, გეტყვით, რომ მე მქვია რომა. ძველი მოთამაშეები ალბათ უკეთ მიცნობენ, რადგან ადრე აქტიურად ვმუშაობდი სხვადასხვა პრეზიდენტის მთავრობაში.

ვიყავი ესაქართველოს კონგრესის წევრი შვიდჯერ და ესაქართველოს თავდაცვის მინისტრი სამჯერ.
მოგვიანებით მინისტრის პოსტი დავტოვე დროის უქონლობის გამო, ეს იყო მანტექსას მთავრობაში. ახლა კი მოხარული ვარ, რომ მუშაობას ვაგრძელებ ახლა უკვე გამას მთავრობაში.

ახლა რაც შეეხება გეგმებსა თუ იდეებს, მაქვს რამდენიმე გეგმა, რომ შევცვალო თავდაცვის სამინისტროს და ზოგადად ქართული ჯარის მუშაობის სისტემა, რადგან მე მსურს შევქმნა სამინისტროს მუშაობის მძლავრი სისტემა.
ვფიქრობ, ეს იდეები მნიშვნელოვნად გამოადგება სამინისტროს და ზოგადად მთავრობას.

ეს სტატია მე გამოვიყენე თავის გასაცნობად, ხოლო სამინისტროში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ კი გაგაცნობთ ძალიან მალე.


თავდაცვის სამინისტრო მუდამ თქვენს სამსახურში !..