[MOD] სამხედრო რეფორმა

Day 2,458, 04:29 Published in Georgia Georgia by ManteX




ძვირფასო თანამოქალაქენო! მინდა გაცნობოთ რომ თავდაცვის სამინისტრომ ჩემი ინიციატივით და პრეზიდენტის თანხმობით წამოიწყო სამხედრო სისტემის პირველი რეფორმა ე-საქართველოში. რეფორმის იდეა ეყრდნობა სამხედრო სისტემის ეფეტური მართვისა და მოქნილობის, მებრძოლთა მომარაგების სისტემის გაუმჯობესების პრინციპებს.

ზუსტად ამ მიზნით თავდაცვის მინისტრის ინიციატივით შევქმენით საქართველოს სამხედრო საბჭო, სადაც დახურულ ფორმატში გავიტანეთ რეფორმის პუნქტები განსახილველად. სამხედრო საბჭო შედგება პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, თავდაცვის მინისტრის და მისი მოადგილეების, ასევე საქართველოში ყველა მსხვილი სანქცირებული საჯარისო დანაყოფის მეთაურების და მათი მოადგილეებისგან. სამხედროს საბჭოს ძირითადი მიზანია ქვეყნის წინაშე არსებული სამხედრო ამოცანების და საფრთხეების, ალიანსთან სამხედრო კოორდინაციის საკითხების და საქართველოს სამხედრო სფეროსთან უშუალო ან მჭიდრო კავშირში მყოფი საკანონმდებლო ინიციატივების და პროგრამების განხილვა. სამხედრო საბჭოს სხდომის თავჯდომარე ე-საქართველოს თავდაცვის მინისტრია.



თავდაცვის სამინისტროს პირველი სხდომა მიმდინარეობდა შემდეგი შემადგენლობით: Rosmedian, Besman, ManteX, Temsona777, R. P. McMurphy, Jimmy Levy, Did_Giorgi, xuBcu, Geooffroader, Aveun, Gama Datoshvili.

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო საბჭომ ვერ მოახერხა მიეღწია რეფორმის დებულებებზე სრული კონსენსუსითვის, მის წევრთა უმეტესობამ მოიწონა რეფორმის ტექსტი და მისი დებულებები. რეგლამენტით გათვალიწინებული განხილვისას სამხედრო საბჭოს წევრთაგან, Jimmy Levy-მ გამოხატა პროტესტი სახელმწიფო რეზერვის შექმნის აუცილებლობაზე და არ დაუჭირა მხარი რეფორმის ამ პუნქტს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო რეფორმის სხვა ძირითად დებულებებზე სამხედრო საბჭოს წევრებისგან დადებითი ან ნეიტრალური პასუხი მივიღეთ.


რეფორმის ძირითადი ტექსტი და მისი დებულები მოყვანილია ქვემოთ და გამოქვეყნებულია საჯარო განხილვისთვის:

ა) სახელმწიფო (იგივე ე-საქართველოს მთავრობა) გაუწევს უშუალო მეთაურობას ორ სამხედრო საჯარისო დანაყოფს: კადეტების სამხედრო აკადემიას, იგივე "აკადემია" (Cadets' Military Academy) და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო რეზერვს, იგივე "რეზერვი" (Georgian Armed Forces). სამხედრო აკადემიას კო-ზედამხედველობას გაუწევენ განათლების და თავდაცვის სამინისტროს ოფიცრები, ხოლო რეზერვი კი იქნება თავდაცვის მინისტრის და მისი მოადგილეების უშუალო მეთაურობის ქვეშ. ე-საქართველოში არსებულ ორ მსხვილ დამოუკიდებელ სამხედრო შენაერთს ნაციონალურ არმიას (Georgian National Army) და სამხედრო დანაყოფს N7 (N7) მიეცემათ ფართო ავტონომია და თავდაცვის სამინისტრო არ ჩაერევა მათ მართვაში და შიგა განაწესში. მათ მიეცემათ საშუალება ჩამოაყალიბონ და მისდიონ საკუთარ სამხედრო წესდებას, ბრძოლისა და ეთიკის ნორმებს. არასამთავრობო საჯარისო დანაყოფებს მიეცემათ უფლება გამოთქვან სურვილი ან უარი განაცხადონ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ფინანსური დახმარების პროეტებში მონაწილეობაზე.

ბ) კადეტთა სამხედრო აკადემიის ძირითადი მიზანი იქნება დამწყები მოქალაქეებისთვის თამაშის და ბრძოლის მექანიკის სწავლება, მათი დახმარება განვითარების საწყის ეტაპზე. კადეტთა აკადემიის დამთავრების ძალის ზღვარი 500-დან 1000-მდე გაიზრდება. აკადემიას გაუძღვებიან განათლების მინისტრი და მისი მოადგილეები თავდაცვის სამინისტროსთან უშუალო და მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში; კადეტები ასევე მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსების ლომის წილს და იგი იქნება განკუთვნილი წევრებისთვის უმეტესად საკვების, ასევე საჭირო იარაღის გადაცემისთვის;

გ) საქართველოს სამხედრო რეზერვი ამოქმედდება და მისი ძირითდი ფუნქცია იქნება ძლიერი მებრძოლების გამოზრდა. რეზერვის წევრთა ძირითადი ბირთვი იქნება კადეტთა აკადემიის კურსდამთავრებულები, რომელთაც სურვილი გამოთქვეს რეზერვში გაწევრიანების შესახებ. რეზერვშივე განხორციელდება სახელმწიფო დახმარების ის ფინანსური პროექტები, რომლებიც მისი წევრების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული. აქვე რეზერვის წევრები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას და შეისწავლიან ომის წარმოების, თამაშის სამხედრო-პოლიტიკური და სამხედრო-ეკონომიკური სტრატეგიის ნიუანსებს; რეზერვის მეთაური იქნება თავდაცვის მინისტრი და/ან მისი მოადგილეები;

დ) არასამთავრობო სამხედრო დანაყოფებს (ნაციონალური არმია, N7) მიენიჭებათ შესაძლებლობა მოახდინონ მოთამაშის რეკრუტინგი საკუთარ საჯარისო დანაყოფში მისი განათლების ნებისმიერ საფეხურზე. ასეთ შემთხვევაში მთავრობა იტოვებს უფლებას მოთამაშე სურვილისამებრ ამორთოს სახელმწიფო საჯარისო დანაყოფების წევრებისთვის განკუთვნილი ფინანსური დახმარების პროგრამიდან.

ე) პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ საშუალება განახორციელონ სამთავრობო საჯარისო დანაყოფების წევრებისთვის რესურსების გაცემის პროგრამა როგორც საკუთარი პარტიის პიარ-კამპანიის ნაწილი. სახელმწიფო არ მოახდენს ასეთი პროგრამის სანქცირებას, თუ რესურსების დარიგების აუცილებელი მოთხოვნა იქნება მოთამაშისგან სამხედრო დანაყოფის და/ან პოლიტიკური პარტიის წევრობის შეცვლა.

ვ) თუ მთავრობის და კონგრესის წევრების მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად საჯარისო დანაყოფი სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს, მაშინ პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან კონსულტაციის საფუძველზე იტოვებს უფლებას გამოცხადოს ასეთი სამხედრო დანაყოფი კანონგარეშედ და მოუწოდოს მთავრობას შეწყვიტოს მის ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი თანამშრომრომლობა.


თუ ხართ დამწყები და გაქვთ 1000 ძალაზე (strength) ნაკლები, შეუერთდით კადეტთა სამხედრო აკადემიას და გაიარეთ საწრთვნელი კურსი!



ხართ კადეტთა აკადემიის კურსგავლილი ან გაქვთ 1000 ძალაზე მეტი? თქვენ შეგიძლიათ ჩაეწეროთ სხვა სამხედრო ქვედანაყოფებში.


საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს
რეზერვი





ნაციონალური
არმია





სამხედრო დანაყოფი N7
(3000+ ძალის მქონე მოთამაშეებისთვის)




გთხოვთ მიიღოთ განხილვაში მონაწილეობა. თუ რამე კითხვა გაქვთ, დამიკავშირდით.
Minister of Defense