[MOC] --- გამოკითხვის შედეგები!

Day 2,886, 08:17 Published in Georgia Georgia by H3Ctic

გამარჯობათ მეგობრებო, კულტურის სამინისტრომ ჩაატარა მცირე გამოკითხვა ჩვენს მოსახლეობაში. კითხვა ასე ჟღერდა; რა აზრის ხართ, აფხაზეთის თურქებისთვსის გადაცემაზე?
პირადად მე ამ თემაზე საუბარი დავამთავრე, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა სხვისი აზრიც, ამიტომ მოვაწყე ეს მცირე გამოკითხვა და იმედი მაქვს ჩემი ოპონენტები არ გამინაწყენდებიან, რადგანაც ამ გამოკითხვას არანაირი პოლიტიკური მიზანი არ აქვს!
გამოკითხვის შედეგები და გამოკითხულთა პასუხები:


Strategi1 _ "ვემხრობი, რადგან ჩვენმა დიქტატორმა სამომავლოდ დიდი მიზნისთვის გვჭირდებაო. სრულიად ვენდობი კატინგას. ძირს პრეზიდენტი!"
deme74 _ "არენდით უნდა გადავცეთ და მოკავშირეობა აღვადგინოთ, უაზრო პატრიოტებს ვერ ვიტან, ასეთია რეალობა"
Le Saliery _ "რათქმაუნდა არ არის კარგი თურქეთისთვის აფხაზეთის გადაცემა."
Baristan Selmi _ "რავიცი მე წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მთავრობამ უკეთესად იცის როგორ იქცევიან"
Meyer Llansky _ "ჩემი აზრით ეს არის მომავლის პერსპექტივა , რასაც რამდენიმე თვეში ყველანი დავინახავთ. პირადად მე ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მიზეზის გამო. უფრო სწორედ ეს არის სამომავლო ინვესტიცია, რომელსაც მე ვეთანხმები. ბევრი ქართველი ეპატრიოტი ამას სკეპტიკურად უყურებს , მაგრამ რამდენიმე თვეში შედეგით კმაყოფილი დარჩება"
NikaGogola _ "არც დადებითად არც უარყოფითად"
MORAL1994 _ "მე უარყოფითად ვუყურებ ამ საკითხს,დამიჯერეთ ეს არ გვარგებს."
Gigi Sarijashvili _ "რაც მე ეს თამაში დავიწყე ბოლო რამოდენიმე კვირის გარდა აფხაზეთი სულ თურქებზე იყო მიქირავებული და როგორც ვიცი ამან ქვეყანას მხოლოდ სიკეთე მოუტანა, ეხლაც თუ რამე სასარგებლო იქნება ჩვენთვის, რატომაც არა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს"
guramikaka3 _ "საჭირო იყო"
Kopaleishvili _ "ჩემი აზრით თურქებთან ომი გაგვანადგურებს და ძაან დაგვხევს უკან, კონტრაქტის დარღვევაც ცუდად იმოქმედებს ჩვენზე, სხვა ქვეყნებს ჩვენთან კონტრაქტის ან რამე სხვა გარიგების იმედი აღარ ექნებათ"
Ashmalaxa _ "ამ საკითხთან მიმართებაში ვფიქრობ, რომ მთავრობა სწორად მოიქცა და მე ვუჭერ მათ მხარს, თუმცა ვთვლი რომ უფრო ნაკლები ვადით უნდა ყოფილიყო ანდა ქირა გადაეხადათ თურქეთს"
Luka Koberidze _ "არ ვარ წინააღმდეგი 2 თვით შეთავაზებაზე. წინააღმდეგი ვარ შემდეგ გაქირავებაზე,თუ ჩვენ სხვა რეგიონები არ გვექნება 2 თვის შემდეგ"
Mr.Sarajishvili _ "ორი სიტყვით გეტყვით - არ უნდა მიგვეცა"
Temsisi _ "კი, თანახმა ვარ"
georugby _ "არ უნდა მიგვეცა"
Mr. Nickname _ "ცუდია საკუთარი ტერიტორიის სხვისთვის გადაცემა"
aleksandre1020 _ "თურქეთს უნდა დავეხმაროთ მოძლიერდეს, თორემ სუსტი თურქეთი და ჩვენი გაქრობა ერთია. ირანთან ომმა დაგვანახა, რომ თურქეთის გარეშე არაფრის თავი არ გვაქ, თუ საჭირო იქნება სხვა ტერიტორიებიც უნდა ვათხოვოთ"

სულ კითხვა დავუსვით 23 მოთამაშეს მათგან მხოლოდ ჩვიდმეტმა გაგვცა პასუხი, ძირითადად კითხვა იმათ დავუსვით ვისი აზრიც უცნობი იყო, ამიტომ იმათთის ვისთვისაც აზრი არ მიკითხავს ან გამომრჩა ან უკვე ვიცოდი, მათ აზრი ამ კითხვასთან დაკავშირებით!

P.S საკმაოდ ბევრი ვიწვალე და იმედია ხმის მიცემა არ დაგეზარებათ, ასევე შემდეგ ნომერში იხილავთ ბულგარეთის ელჩის ინტერვიუს, თუ პასუხი მომწერა 🙂