[MOC]1 - პირველი პოსტი კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის რანგში

Day 2,758, 12:32 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR


როგორც ესქართველოს კულტურის მინისტრის - MORAL1994 -ის პოსტიდან შეიტყვეთ ესაქართველოს კულტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო ფუნქციონირება. (იხ. სტატია >>> სტატია)



მინდა კიდევ ერთხელ გაგაცნოთ სამინისტროს შემადგენლობა:
მინისტრი - MORAL1994
მოადგილეები -

GeorgiaN...EmperoR
qistauri
77Nikola77




როგორც ხედავთ მე ესაქართველოს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი დავიკავე. მინდა სამინისტროს სახელით განვაცხადო, რომ ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად შეეცდება ერთგულად ემსახუროს ესაქართველოს კუტურულ წინსვლასა და განვითარებას. ამ მხრივ მრავალი პროექტი და ღონისძიება იგეგმება, მათ შორის არაერთი კონკურსი. ამ ყველაფერს კულტურის სამინისტრო ეტაპობრივად წარგიდენთ. სამინისტროს გუნდის თითოეული წვერი იმედოვნებს, რომ ერეპუბლიკის ისტორიაში კულტურის პირველი სამინისტროს პირველი გუნდის მუშაობა ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება.

წარმატებები გვისურვეთ და არ დაგავიწყდეთ თქვენი აზრის კომენტარების სახით დაფიქსირება. მადლობთ ყურადღებისათვის!