კონგრესის არჩევნებში ,,ქართველი დემოკრატების" კანდიდატი Giga Nems (გიგა ნემსიწვერიძე)

Day 2,616, 05:53 Published in Georgia Georgia by Giga Nems

პირველ რიგში, მინდა, მივმართო ჩემს თანაპარტიელებს.

ძმებო, მე პარტიაში ვარ მისი შექმნის დღიდან და ყოველთვის პარტიასთან ერთად ვიზიარებდი ჭირსა და ლხინს. აქ ვიყავი, როცა ვიყავით 6-ნი და აქ ვარ, როცა ვართ 80-მდე. ჩვენი პარტია _ ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება, ეს არც მხოლოდ სამეგობროა, ეს ჩვენი დიდი ოჯახია, რომლის კარი ყოველთვისა და ყველასთვის ღიაა.
ძმებო, ამირჩიეთ მე . ვფიქრობ, ჩემი სახით ,,ქართველ დემოკრატებს“ ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება კონგრესში.

ახლა კი მივმართავ სრულიად ესაქართველოს:

მიეცით ხმა ,,ქართველ დემოკრატებს“! _ ესაა პარტია, რომელიც მხოლოდ დემოკრატიულ პრინციპებზეა დაფუძნებული. დემოკრატია კი _ ყოველი ჩვენგანის თავისუფლებაა, ყველა ჩვენგანის სიტყვისა და ქმედების თავისუფლება.