[CP] ეროვნული მუ

Day 3,293, 00:42 Published in Georgia Netherlands by Wilhelm Fink.
კიდევ ერთხელ გამარჯობა.


მერამდენედ უკვე მიდის საუბარი ეროვნულ მუ-ზე, თუმცა აღარ ვაპირებ არავის დაძახებას, იჯექით მიყუჟულები თქვენს მუ-ებში, ხიფათში ჩააგდეთ ქვეყანა და დადეთ 20-20 მილიონი კვირაში.

ახლა კი რაც შეეხება ეროვნული მუ-ს წევრებს, როგორც წინა სტატიაში დავწერე, ჩვენმა კეთილმა მეგობარმა Max Verstappen-მა შექმნა ეროვნული მუ-ს ავატარის ახალი უნიფორმა, რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის მეც უკვე დავიმზადეთ ავატარები, მოგიწოდებთ ყველამ დააკომენტაროთ ამ სტატიაზე თქვენი სასურველი ავატარის ლინკი, მაქსი კი ჩაგისვამთ ამ ავატარს უნიფორმაში.


ასეთია ჩვენი ახალი უნიფორმა :








მინდა ასევე 1-2 სხვა საკითხსაც შევეხო, პირველ რიგში ესტონეთის მპპ, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც მათგან არანაირი აქტიურობა არ ყოფილა ჩვენს ბრძოლებში და დიდად არც ჩვენს მოკავშირეებში, მე მაინც გავუშვი მათთან მპპ, თქვენი აზრი შეგიძლიათ დააფიქსიროთ კანონზე ხმის მიცემაში.


ახლა რაც შეეხება საჩუქრებს, ნუ იწვალებთ რაღაცეების ჩალიჩზე იმ იმედით რომ საჩუქრებს აიღებთ, დროს დახარჯავთ და საფრთხეში ჩააგდებთ თქვენს აქაუნთს, ეცადეთ ააგროვოთ ყველაფერი რასაც შეძლებთ სამომავლოდ აუცილებლად დაგვჭირდება თითოეული დარტყმა.




ჩემი პრეზიდენტობაც ისე ჩაივლის, სამწუხაროდ დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ, პრინციპში ნაპ გვიდევს და ესეც საკმაოდ გვირთულებს ამ მხრივ საქმეს, ასევე ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი გვაქვს აფხაზეთში და ქვემო ქართლში, რუმინეთი არანაირად არ დათმობს ამ რესურსებს, ვინაიდან დაკარგავენ იარაღზე 100% - იან ბონუსს, თუმცა ჩვენც არაფერს დავთმობთ, ვინც არ უნდა იყოს მომდევნო და იმის შემდეგ ნებისმიერი პრეზიდენტი, ასევე ერთი ცოტა უცნაური თხოვნა მაქვს, ნუ გახვალთ საპრეზიდენტო არჩევნებზე თუ არ გაქვთ შესაბამისი რესურსები, წინასწარ გეტყვით რომ მოგიწევთ გაიყვლიფოთ, თუ კი არ გექნებათ შესაბამისი რესურსები, თქვენი პრეზიდენტობა ჩავარდება და ქვეყანასაც დედას უტირებთ, ამიტომ გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ყველაფერი.



მადლობა ყურადღებისთვის.