[CP] აბა აქტიურად !

Day 3,275, 02:03 Published in Georgia Netherlands by Wilhelm Fink.
გამარჯობა მეგობრებო.


დიდი მადლობა არჩევისთვის, ახლა კი დროა საქმეებს მივხედოთ, უამრავი რამ გვაქვს გასაკეთებელი.

პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მინისტრები, რომლებიც ამ თვეში გააკეთებენ ყველაფერს რაც საჭიროა :

პრემიერ მინისტრი :



თავდაცვის მინისტრი [MOD] :



საგარეო საქმეთა მინისტრი [MoFa] :



ფინანსთა მინისტრი :



განათლების მინისტრი [MOE] :








ახლა რამდენიმე საკითხი რისი გაკეთებაც აუცილებელია, პირველი ესაა მოსახლეობის აღწერა, მეორე ეს არის მოსახლეობის მიხედვით სტრაიკების დაბრუნება, მესამე ეს არის ფულის მოგროვება სამომავლოდ საქართველოს აქტიურობისთვის და დისკორდში აქტიურობა, მოდით ვრცლად მივყვები ყველაფერს.


• მოსახლეობის აღწერა საკმაოდ მარტივია ტექნიკურად, მთავარია თქვენამდე მოვიდეს ინფორმაცია, რომ შეხვიდეთ და გასცეთ გარკვეული რაოდენობის კითხვებს რაც შეიძლება ზუსტი პასუხები.

• სტრაიკების დაბრუნება საკმაოდ მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა რომ 2 თუ 3 კაცი არის ქვეყანაში მხოლოდ პაკებით და დიდი დარტყმის მიყენება წარმოუდგენელია ჩვენთვის, მაინც აუცილებელია ბრძოლებში გამოვჩნდეთ, უფრო კონკრეტულად ამას შემდეგ გავარჩევთ ახლა დაგიწერეთ რომ ცვლილებებისთვის მზად იყოთ.

• ფული ჩვენი მთავარი ძალა უნდა გახდეს, ვინაიდან ცოტანი დავრჩით სხვა გზა არ გვაქვს, ადრე შეგვეძლო პატარა ქვეყნებისთვის წინააღდეგობის გაწევა ახლა ესეც არ შეგვიძლია, თანაც ამ საჰაერო ბრძოლებმა და მავერიკმა სრულად დამარხა საქართველო, პირადად მაქვს რამდენიმე იდეა მაგრამ სიმართლე გითხრათ ბევრს არ მოეწონება ჩემი იდეები, თუმცა მოწონება არ მოწონებაზე აღარ გვიდგას საქმე, ველოდები თქვენს იდეებს.

• დისკორდი საკმაოდ აქტუალური გახდა და თითქმის ყველა იყენებს უკვე, ძალიან მიტყდება რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვართ ვინც დაიწყო ამ ჩათის გამოყენება და ახლა ჩვენს ჩათში უფრო მეტი უცხოელია ვიდრე ქართველი, ეს უნდა გამოვასწოროთ, არანაირი ხმა არ აქვს დისკორდს რომ შეგაწუხოთ უბრალოდ ჩართული რომ გქონდეთ, შეგიძლიათ გამორთოთ ნოტიფიკაციებიც, მთავარია იქ იჯდეთ და კითხვა რომ გაგიჩნდებათ შემოხვიდეთ და დასვათ ეს კითხვა, პრეტენზია თუ გაგიჩნდებათ ესეც იქვე მოგვარდება, ახლა შევქმნი მე საერთო ჩათს აქ ერეპში და იქ ჩაგიგდებთ დისკორდის ლინკს, არანაირი პრობლემა არავის არ ექნება თუ მუდმივად ჩართულს დატოვებთ.





ახლა მინდა 1-2 სხვა უფრო გლობალურ საკითხებს შევეხო, როგორც ჩანს ჩვენი ალაინსი და სინდიკატი მოაწყობენ პატარა გადაადგილებებს, ზოგადად მპპ-ების რიცხვი არამგონია შეიცვალოს და ადრეულად იქნება ერთმანეთის დახმარებაც, თუმცა იქნება ალიანსიდან ალიანსში გადაადგილებები, ჩვენც დიდი ალბათობით ახალ 1-2 ქვეყანას დავიმატებთ ალიანსში.

ზოგადად ალიანსის თემაზე იყო სერიოზული საუბრები, როცა ხორვატიამ გასვლა დააპირა და გადაწყდა რომ ყველაფერი თავიდან დაიწყება, ძალიან გამკაცრდება წესები და მათი შესრულება ყველასთვის სავალდებულო იქნება, ჩამოყალიბდება სპეციალური მუ-ები და მოკლედ დიდ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.





მოკლედ მინდა ყველამ გაიაზროს რომ ასეთ ცუდ მგომარეობაში საქართველო არასოდეს ყოფილა, ასეთი ცოტა მოთამაშე და ასეთი ცოტა ფული არასოდეს გვქონია, ეს გაიაზრეთ და რაც ახლა გვაქვს იმ ძალებით უნდა გავაგრძელოთ მაქსიმუმი კეთება, ამ მომენტისთვის სულ ეს იყო, იმედია ყველაფერი გამოსწორდება, წარმატებები ჩვენ.