ისტორიის დრო (სერია 6)

Day 2,658, 10:03 Published in Georgia Georgia by Giga Nems

გამარჯობათ, ეს არის გადაცემა ისტორიის დრო, მე კი მისი წამყვანი გიგა ნემსიწვერიძე გახლავართ.

დღეს ჩვენი მთავარი თემაა ნორმანები.



ნორმანები სკანდინავიისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულებზე ცხოვრობდნენ. „ნორმანი“ ფრანგულ ენაზე ჩრდილოეთის ადამიანს ნიშნავს. მთელს დასავლეთ ევროპაშიც სკანდინავიელებს ნორმანებს ეძახდნენ, აღმოსავლეთ სლავები კი ნორმანებს „ვარიაგებს“ უწოდებდნენ. თვით სკანდინავიაში ნორმანების ლაშქრობების მონაწილეებს ვიკინგებს უწოდებდნენ.

ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიის და გრენლანდიის პირველი მოსახლეები, ზოგი ცნობებით ისინი ასევე იყვნენ კანადის და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები.

ნორმანი რაინდი

ნორმანები VIII-XI საუკუნეებში ხშირად ესხმოდნენ ევროპის ქვეყნებს. დასავლეთ ფრანკთა კაროლინგების ხელისუფლება იმდენად დასუსტდა, რომ ვერ ახერხებდა ქვეყნის დაცვას ნორმანებისაგან. ამიტომ კაროლინგები იძულებული გახდნენ ნორმანებისთვის დაეთმოთ მდინარე სენას სანაპირო. ამ ტერიტორიაზე ნორმანებმა შექმნეს ძლიერი საჰერცოგო რომელსაც „ნორმანდია“ უწოდეს. ნორმანდიის საჰერცოგო მხოლოდ ფორმალურად ექვემდებარებოდა კაროლინგებს; ფაქტობრივად კი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო და ქალაქპარიზის ხელში ჩაგდებასაც კი ცდილობდა. ნორმანდიის საჰერცოგოში ჩამოსახლებულ ნორმანებს „ნორმანდიელებს“ უწოდებდნენ. მათ შეინარჩუნეს წინაპრების მებრძოლი ხასიათი. მათი ხომალდები ხშირად არბევდნენ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების მოსახლეობას. XI საუკუნეში ნორმანებმა დაიმორჩილეს სამხრეთ იტალია და მალე კუნძულ სიცილიასაცდაეპატრონნენ. აქ მათ დააარსეს ახალი სახელმწიფო რომელსაც კუნძულ სიცილიის მიხედვით სიცილიის ხოლო დედაქალაქ ნეაპოლის მიხედვით ნეაპოლის სამეფოს უწოდებდნენ უწოდებდნენ.

ნორმანთა ექსპანსია


ნორმანები წარმართები იყვნენ და თავიანთ ღმერთებს „ასებს“ უწოდებდნენ. ნორმანების წარმოდგენით ასები არ იყვნენ უკვდავები რადგან მათ მოელოდათ ურჩხულებთან ბრძოლა. ყველაზე საშინელი ურჩხული კი „მსოფლიოს მგელი“ იყო. ნორმანები თვლიდნენ, რომ ასების ბელადი იყო ცალთვალა ოდინი. გადმოცემის მიხედვით ოდინმა დაკარგა თვალი რათა დაწაფებოდა ცოდნის წყაროს. მას ჰყავდა ორი მოლაპარაკე ყვავი - აზრი და მეხსიერება, რომლებიც უამბობდნენ თუ რა ხდებოდა სამყაროში. ოდინს ჰაერში მორბენალი მერანი დაატარებდა, რომელსაც რვა ფეხი ჰქონდა. თუ ნორმანი ჩათვლიდა, რომ ესა თუ ის ასი მის მოთხოვნებს არ ასრულებდა და მას არ ეხმარებოდა, იგი წყვეტდა მასთან მეგობრობას და ძღვენის მირთმევას.

ნორმანები ღმერთებზე წერდნენ სიმღერებს, რომლებშიც უმთავრესად აღწერილი იყო სისხლის აღების ამბები. თავისუფალი ადამიანის მოკვლა დიდ დანაშაულად ითვლებოდა. მის სანაცვლოდ მოკლულის ნათესავებს უნდა აეღოთ გამოსასყიდი ან მოეკლათ მკვლელი.
ყველა მეომარი აგროვებდა განძს, რადგან მიიჩნევდა, რომ კეთილშობილ ლითონებს - ოქროსა და ვერცხლს წარმატება და გამარჯვება მოაქვთ. თავისი ბედ-იღბალი რომ არ დაეკარგა, მეომარი განძს საგულდაგულოდ მალავდა მდინარეების ფსკერზე, ჭაობში ან მიწაში.

გერმანელები და ნორმანები ერთი წარმომავლობის ხალხია და მათ ენებსაც ერთი ძირი აქვთ. მთელ ჩრდილო ევროპაში გავრცელებული იყო საკუთარი დამწერლობა, ძველგერმანულიანბანი - რუნები. ძველი (უფროსი) რუნები საერთო იყო ამ დიდი რეგიონის გერმანულენოვანი ტომებისთვის (მათ შორის ნორმანებისთვისაც). ახალი (უმცროსი) რუნები უკვე განსხვავებული იყო ცალკეული ხალხისთვის - შვედების, დანიელების, ნორვეგიელებისა და ანგლოსაქსებისათვის. ბევრი რუნი ლათინური ანბანის დამახინჯებული სახესხვაობაა. რუნები ამოკვეთილი იყო ხეზე, ლითონზე, ქვაზე. ამიტომ მათ ხაზოვნ კუთხური ფორმა ჰქონდათ.

რუნები

ვიკინგები მოხსენიებულნი არიან „მატიანე ქართლისაში“ საქართველოში მათ ვარანგებს უწოდებდნენ. ვარანგები ბიზანტიის მხარეზე იბრძოდნენ საქართველოს წინააღმდეგ.
„მატიანე ქართლისაში“ წერია:
და მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდამოიტანა თანა შჳდასი კაცი. და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა მესხნი ვერ-ღა-რა მოილოდინნეს, მივიდეს, და შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი. და ომსა ამას-ვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანი-ცა დიდებულნი მის თანა, ვერ-ღა-რა უძლეს ბრძოლად ვარანგთა; მისცნა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს; და ეგრეთ ლიხნი გარდავლეს.



დაასაბსქრაიბეთ სტატია, რათა განავითაროთ ქართული პრესა. „მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“