გაეცით 5 კითხვას პასუხი და მიიღეთ 500 ლარი

Day 2,634, 03:58 Published in Georgia Georgia by Mr.Sarajishvili

1.ერთი რომანის გმირი, რომელიც ძალიან აგრესიულადაა განწყობილი ინტერნეტში თავისი თანამოსაუბრის მიმართ, მესიჯებს სტილუსის მეშვეობით კრეფს . დაასახელეთ, თუ რასთანაა შედარებული გმირის სმარტფონი რომანში.

2.ერთ ცნობილ ნაწარმოებში მთავარი პერსონაჟი გულწრფელად აღიარებს, რომ ეს არ განუცდია არც მაშინ, როცა პიჩინი პარიზელთა სმენას იპყრობდა და არც მაშინ, როდესაც გლიუკის „იფიგენიის“ საწყისი აკორდები მოისმინა... თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაწარმოების ფინალში მან მაინც განიცადა ეს... ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით თუ რა განიცადა მან, დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

3.მატარებელს, რომლის მარშრუტი გადის მალაიზიაზე, ტაილანდზე და სინგაპურზე უწოდეს ინგლისური სახელი, რომელიც ქართულად შეიძლება ითარგმნოს, როგორც „იქს იქს იგრეკი“. ყურადღება შეკითხვა: რომელი სამი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში „იქს იქს იგრეკით“?

4.ერთი გამონათქვამის თანახმად მხატვრობა არის დამუნჯებული მუსიკა. რა არის იმავე გამონათქვამის მიხედვით ალაპარაკებული მხატვრობა?

5.უმბერტო ეკოს ერთ-ერთ ესეში პორტატული კომპიუტერები, პრინტერები, ქსეროქსები და ასე შემდეგ არიან მონები. მათ პატრონებს აშინებთ ახალი ვირუსი, რომლის საშუალებითაც ყოველდღე ახალი პროგრამული ენა ჩნდება, რამაც შესაძლოა ქაოსი გამოიწვიოს. დამისახლეთ ქალაქი სადაც ეს მოქმედება ხდება.

თუ ვერ სცემთ პასუხს დააკომენტარეთ მაინც