გაეცით 5 კითხვას პასუხი და მიიღეთ 400 ლარი

Day 2,635, 12:03 Published in Georgia Georgia by Mr.Sarajishvili

1.როგორც ცნობილია, იასირ არაფატი მთელი ცხოვრება თავისზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს ებრძვოდა და დაგებულ საფრთხეებს გაურბოდა. დაასახელეთ 1940 წელს გამოჩენილი პერსონაჟი, რომელსაც მან რამდენიმეჯერ თავი შეადარა.

2.ერთ-ერთ ბლოგზე ვკითხულობთ: მუზების მოსაზიდად და ლექსების დასაწერად X ხშირად სტუმრობდა Y-ს. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც თუკი გეტყვით, რომ ისინი ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ.

3.შუა აზიის მთიან რეგიონებში გავრცელებული იყო ტრადიცია: შვილის შეძენისას ბავშვის მამა 40 ნერგს რგავდა. რა მიზნით?

4.იაიდო - იაპონური ხმლის, კატანას გამოყენებით სწრაფი შეტევის ან კონტრშეტევის განხორციელების ხელოვნებაა. იაიდო სამი ძირითადი ეტაპისგან შედგებოდა: 1) ქარქაშიდან კატანას სწრაფად ამოღება; 2) მოწინააღმდეგის ელვისებური ნეიტრალიზაცია; 3) დაასახელეთ მესამე ეტაპი.

5.ბავშვობაში ალფრედს დედა ცუდად მოქცევის შემთხვევაში საათობით გაუნძრევლად დგომას აიძულებდა. დაასახელეთ მისი გვარი.