ისტორიის დრო (სერია 4)

Day 2,653, 09:29 Published in Georgia Georgia by Giga Nems

გამარჯობათ, ეს არის გადაცემა ისტორიის დრო, მე კი მისი წამყვანი გიგა ნემსიწვერიძე გახლავართ.

გადავწყვიტე ცოტა უკან დავიხიოთ. რაა ომაიანთა და აბასიანთა სახალიფოები ისლამის გარეშე, იმ რელიგიის გარეშე რომლის საფუძველზედაც ისინი შეიქმნენ. დღეს ჩვენი მთავარი თემაა მუჰამედი და ისლამი.

VII საუკუნის დასაწყისში არაბეთის ნახევარ-კუნძულზე შეიქმნა ახალი მონოთეისტური რელიგია - ისლამი, მის საფუძველზე კი თანდათანობით ჩამოყალიბდა იმპერია - არაბთა სახალიფო.

ისლამის ფუძემდებელია მუჰამედი, რომელიც ქალაქ მექაში დაიბადა დაახლ. 570 წელს. გადმოცემით, მუჰამედი 40 წლის იყო, როდესაც მას გამოცხადებები დაეწყო. უზენაესი და ერთადერთი ღმერთი ალაჰი, ანგელოზთა შუამავლობით, მას უბრძანებდა, არაბთათვის გაეცნო წმინდა წიგნი - ყურანი და ჭეშმარიტ რწმენაზე მოექცია წარმართები. მუჰამედის მოძღვრებას თავიდან მტრულად შეხვდნენ, ამიტომ მას იასრიბში (მედინაში) გადასახლებამ მოუწია.

მედინაში მუჰამედმა თავისი მიმდევრებისაგან ჩამოაყალიბა მორწმუნეთა - მუსლიმთა თემი. მუსლიმებს არაერთხელ მოუხდათ მექელ წარმართებთან შერკინება, მაგრამ ალაჰის მიმდევრები სულ იმარჯვებდნენ, რამაც მექელების ახალ მონოთეისტურ რელიგიაზე გადასვლა განაპირობა, ხოლო ამის შემდეგ, 630 წელს, მუჰამადი ტრიუმფით შევიდა მექაში. იგი მუსლიმთა წმინდა ქალაქად იქცა, მის ცენტრში მდებარე ქააბას სალოცავი კი - მუსლიმთა უწმინდეს ადგილად.

მექასთან ერთად მუსლიმთა წმინდა ქალაქია მედინა, ხოლო მესამე წმინდა ქალაქი _ იერუსალიმი. გადმოცემით, მუჰამედმა ღამით ფრთოსან რაშზე ამხედრებულმა იმგზავრა იერუსალიმში, სწორედ ასე იქცა იგი სამი მონოთეისტური რელიგიის, ისლამის, იუდაიზმისა და ქრისტიანობის ცენტრად.
მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ მისი ადგილი აბუ-ბაქრმა დაიკავა, ასე ჩამოყალიბდა ისლამური სახელმიფო _ ხალიფატი. აბუ-ბაქრის შემდგომი ხალიფა იყო ომარი, რომლის დროსაც სახალიფოს საზღვრები საგრძნობლად გაიზარდა, მან მიწები წაჰგლიჯა ბიზანტიას, დაამარცხა სასანიდური ირანი და საქართველოშიც ილაშქრა. მისმა სარდალმა, ჰაბიბ იბნ-მასლამამ ქართველებს წარუდგინა დაცვის სიგელი, რომელიც ხუთი პუნქტისაგან შედეგებოდა, აღსანიშნავია, რომ დაპყრობილი ქართველები ჯიზიასგან (ხარკისაგან) თავისუფლდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ მაჰმადიანობას მიიღებდნენ.

არაბთა დაპყრობებს თან ახლდა ისლამის გავრცელება, სასანიდური ირანი მთლიანად მოექცა ახალი სარწმუნეობის ქვეშ. არაბები შემწნარებლობას იჩენდნენ მონოთეისტური რელიგიების მიმართ, თუმცა არ ინდობდნენ წარმართებს. გარდა წარმართებისა, ისლამი უმტკივნეულოდ ვრცელდებოდა ბიზანტიის პატრიარქისგან დევნილ ქრისტიანულ სექტებში, რომლებსაც არაბები გადასახადებს უმცირებდნენ.

ომარის შემდეგ ხალიფატს ოსმანი მართავდა, მისი მკვლელობის შემდეგ კი ტახტზე ხალიფა ალი ავიდა, რომლის დროსაც სახალიფოში სამოქალაქო ომი დაიწყო. მას განუდგა სირიის მმართველი მუავია და რამოდენიმე წელიწადში მან მუჰამედის მოადგილის ტახტი დაიკავა.

ომმა მაჰმადიანთა ორ ნაწილად გაყოფა განაპირობა, ერთნი (შიიტები) ფიქრობდნენ, რომ ტახტი ალისა და მისი ქალიშვილის, ფატიმას შვილებს უნდა დაეკავებინათ, რომლებსაც იმამები ეწოდებოდათ, ხოლო მეორენი (სუნიტები) ამგვარ მემკვიდრეობის დაცვას აუცილებლობად არ თვლიდნენ.

მუავიას გამარჯვებამ კი საფუძველი ჩაუყარა ისლამურ სამყაროში პირველი დინასტიის - ომაიანთა საგვარეულოს ბატონობას.



დააფინანსეთ სტატია Endorse-ით, რათა განავითაროთ ქართული პრესა. „მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“