ისტორიის დრო (სერია 3: ნაწილი 1)

Day 2,649, 08:11 Published in Georgia Georgia by Giga Nems

გამარჯობათ, ეს არის გადაცემა ისტორიის დრო, მე კი მისი წამყვანი გიგა ნემსიწვერიძე გახლავართ.

დღეს ჩვენი მთავარი თემაა ომაიანთა არაბული სახალიფო.(და კვირასაც არაბულ სახალიფოზე გვექნება საუბარი.)

ომაიანთა დინასტიის მმართველობის დროს(661-750) არაბთა სახალიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა. ის მოიცავდა მთელ ახლო აღმოსავლეთს, ცენტრალურ აზიას და ჩრდილოეთ აფრიკას. არაბებმა განიმტკიცეს პოზიციები კავკასიაშიც. ქართლში ჩამოყალიბდა თბილისის საამირო. შეიქმნა სახალიფოს სამხედრო ფლოტი და არაბები ხმელთაშუა ზღვის არაერთ კუნძულს დაეპატრონნენ. 711 წელს არაბები შეიჭრნენ ესპანეთში და მალე თითქმის მთელი ქვეყანა დაიპყრეს. ისინი საფრანგეთშიც შეიჭრნენ, თუმცა ფრანგთა წინამძღოლმა კარლოს მარტელმა(იხ. ისტორიის დრო (სერია 2)) 732 წელს მოახერხა მათი დამარცხება პუატიესთან ბრძოლაში. ამგვარად არაბთა შემდგომი წინსვლა ევროპაში შეჩერდა.


ყავისფერი-მუჰამადის ხანა(622-632)
ნარინჯისფერი-დაპყრობები(632-661)
ყვითელი-დაპყრობები(661-750)



ომაიანთა იმპერიის სატახტო ქალაქად იქცა დამასკო სირიაში. არაბული გახდა იმპერიის სახელმწიფო ენა. დაიწყო ერთიანი სახის მონეტების მოჭრა.

დაპყრობებისა და სახალიფოს იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს გადაქცევის მიუხედავად, ომაიანები სერიოზული საშინაო პრობლემის წინაშე იდგნენ. განსაკუთრებით შიიტი მუსლიმები აქტიურობდნენ. 680 წელს ხალიფა მუავიას გარდაცვალების შემდეგ, ალის ვაჟი, ჰუსაინი შეეცადა სახალიფოს ტახტის დაუფლებას, მაგრამ მას გამარჯვების მოსაპოვებლად ძალა არ ეყო. ომაიან ხალიფასთან, იაზიდთან უთანასწორო ბრძოლაში ის თავის მომხრეებთან ერთად დაიღუპა. ჰუსაინი შიიტთათვის წმინდა მოწამედ იქცა.

VIII საუკუნეში შიიტებმა ამბოხება დაიწყეს ირანის პროვინცია ხორასანში მუჰამადის ბიძის, აბასის შთამომავალთა ხელისუფლების სათავეში მოსვლის მოთხოვნით. ბრძოლა ხანგრძლივი გამოდგა და საბოლოოდ, 750 წელს აბასიანთა გამარჯვებით დასრულდა, თუმცა აბასიანებს შიიზმი სახელმწიფო რელიგიად არ უქცევიათ დაისინი სუნიტებად დარჩნენ.



დააფინანსეთ სტატია Endorse-ით, რათა განავითაროთ ქართული პრესა. „მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“