ადიშის ოთხთავი +25 კომენტარის მისია

Day 2,925, 10:49 Published in Georgia Georgia by GeorgiaN...EmperoR

გამარჯობა ძვირფასო მკითხველებო :დდ პირველ რიგში გილოცავთ გიორგობას, წმ. გიორგის მადლი გფარავდეთ!


მოკლედ მეც დამიდგა ჟამი 25 კომენტარის მისიის შესრულებისა, აქვე გადავწყვიტე ინფორმაციული პოსტი დამეწერა, რომ მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო.

გთავაზობთ ინფორმაციას ადიშის ოთხთავის შესახებ:

ადიშის ოთხთავი — ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, თარიღიან ოთხთავთა შორის უძველესი (897) ნუსხა. გადაწერილია კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში.

ადიშის ოთხთავი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში 1947 წელს გადაიტანეს. იგი ხის ტყავგადაკრულ ყდაშია ჩასმული (30,5X28 სმ.). ყდა დაზიანებულია, მოტეხილია წინა ყდის მარჯვენა ზედა კიდე. ყდაზე დაკრულია ტოლმკლავა კიდეებწაწვეტებული ვერცხლის ჯვარი. გადაწერილია ეტრატზე მსხვილი ასომთავრულით, ორ სვეტად. ადიშის ოთხთავი წარმოადგენს მდიდრულად მორთულ ხელნაწერს - მინიატურებითაა შემკული. მისი მინიატურები კაშკაშა კოლორიტით გამოირჩევა და ეს კოლორიტი არსებითად განსხვავდება შუა საუკუნეების ქართული ხელნაწერების კოლორიტისგან - მისთვის დამახასიათებელია ნათელი პალიტრა. მინიატურებში გამოყენებული მდიდრული წითლისა და ნათელი ოქროსფერის სიკაშკაშე მხიარულებისა და ინტენსიური ფერადოვნების განწყობას ქმნის; ნათელი და მუქი მწვანე, ნათელი და მოოქროსფრო-მოყვითალო, ვარდისფერი სუფთა ტონი, ცეცხლოვანი და მბრწყინავი ოქროთი დაწერილი საგნები, რითაც გარემოცულნი არიან მახარებლები, ნათელი და ინტენსიური მწვანე, რითაც დაწერილია ნიადაგი და, ასევე, საგნებში შეტანილი სინგური, მინიატურებს სადღესასწაულო განწყობას მატებს.

გარდა იმისა, რომ ადიშის ოთხთავი ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გახლავთ, არსებობს კიდევ რაღაც, უფრო მეტი, რაც განსაკუთრებულ ხიბლსა და ძალას მატებს მას. ეს გახლავთ ქართველი ხალხის დიდი რწმენა, რაც ქვეცნობიერად გაცხადებულია წიგნის თითოეულ ასო-ნიშანში, ამიტომაცაა ყველა ქართველისათვის გამორჩეული.

ადიშის ოთხთავის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის მასზე დართული ორი ანდერძი: პირველი ეკუთვნის გადამწერს - მიქაელს, მეორე კი დამკვეთს - სოფრონს, რომელიც შატბერდის მონასტრის წინამძღვარი ყოფილა. ხელნაწერზე შესრულებული ერთ-ერთი გვიანდელი მინაწერი გვამცნობს, რომ ოთხთავი რამდენიმე სხვა ხელნაწერთან ერთად ტაო-კლარჯეთიდან წამოიღო ჯუმათის მამასახლისმა ნიკოლაოსმა. ზუსტად არავინ იცის, როდის და როგორ მოხვდა ხელნაწერი სვანეთში, მაგრამ წიგნის აშიებზე გაკეთებული მინაწერების მიხედვით, იგი XIV საუკუნეში უკვე სვანეთშია ატანილი და ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ადიშშია დავანებული. მეცნიერული დასკვნის შედეგად დამტკიცდა, რომ ადიშის ოთხთავი გადაწერილია ბერძნული დედნიდან, რომელიც არ შემონახულა. ამ უნიკალურ ხელნაწერს სვანეთში მეტად ამაღელვებელი ამბავი გადახდა. ადიშელ უხუცესთა მონათხრობით, მას ჩრდილო კავკასიელი მაჰმადიანები მაგიური ძალის მქონედ მიიჩნევდნენ და მოპარვა განუზრახავთ. მაჰმადიანთა მიერ ეკლესიის გაძარცვა მღვდელ გიერგ არღვლიანს სიზმრად უნახავს და შუაღამისას ზარების რეკვით უხმია სოფლისთვის. ხატების მომპარავნი სამნი ყოფილან, გზა აბნევიათ და დადევნებულ სვანებს აქეთ შეხვედრიან, თუმცა ერთ-ერთს ოთხთავი მაინც გაუტაცნია. მდევრებს მეორე დღეს შეუღწევიათ ჩერქეზთა სოფელში, წიგნიც უკან წამოუღიათ და მას შემდეგ ხელნაწერს უკვე ოჯახები იცავდნენ. ერთხელაც სახლს, სადაც ოთხთავი ინახებოდა, ხანძარი გასჩენია. მხოლოდ სამ კაცს სცოდნია წიგნის სამალავი, ერთ-ერთი შევარდნილა და წიგნი გამოუტანია. ხანძრის კვალი ახლაც ამჩნევია წიგნის ფურცლებს. მთელი სვანეთისათვის სათაყვანებელ და სიცოცხლეზე მეტად ძვირფას ხელნაწერზე სვანები დღესაც ამბობენ: ერთი სვანიც რომ დარჩეს სვანეთში, მაშინაც კი ვერავინ შეძლებს ამ წიგნის სვანეთიდან წაღებასო.





არ დაგავიწყდეთ კომენტარების დაწერა 😘 მადლობა წინასწარ