რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა. 2008

Day 2,936, 06:20 Published in Georgia Serbia by MORAL1994

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 6 წელი გავიდა, თუმცა რეალურად ჯერ კიდევ არაფერი შეცვლილა, ქართული ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია, დევნილები კი საკუთარ სახლებში ვერ ბრუნდებიან.

რუსეთი უკვე ოკუპირებულ მიწებს არ ჯერდება და მცოცავ ანექსიას უკვე ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებში ახდენს.

ცხინვალის რეგიონში ომისწინა დაძაბულობა ივლისში დაიწყო, ჯერ კიდევ 20 ივლისიდან ქართული სამშვიდობო ძალების პოსტები და ქართული სოფლები ოსური სეპარატისტული ფორმირებების მხრიდან სისტემატიურად იბომბებოდა 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნებით, ცეცხლსასროლი იარღიდან და ხელის ყუმბარმტყორცნებიდან სროლები კი თითქმის გაუჩერებლად მიმდინარეობდა. 3 აგვისტოდან ცხინვალიდან მოსახლეობის მასიური ევაკუაცია დაიწყო, ამის პარალელურად როკის გვირაბიდან დიდი რაოდენობით დაიწყო შემოსვლა რუსულმა ჯავშანტექნიკამ და არტილერიამ. 6-7 აგვისტოს ოსი სეპარატისტების მხრიდან მსხვილკალიბრიანი არტილერიით სერიოზულად დაიბომბა ქართული სოფლები ნული, ავნევი, თამარაშენი. დაბომბვა და სროლები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ოსებმა ქართული სამშვიდობო ძალების ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბმპ-2 ააფეთქეს.

7 აგვისტოს 23:35 საათზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა დახურულ სპეცკავშირზე უმაღლესი მთავარსარდლისგან მიიღო ბრძანება:

1) საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა.


2) უზრუნველყოს მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა, საიდანაც 6-7 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში განთავსებულ სამშვიდობო ჯარების პოსტებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს გამუდმებით ესროდნენ.


3) დაცული იქნას მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები და მისი უსაფრთხოება.


რუსული არმია ქვეყანაში 2 მხრიდან შემოიჭრა, ომის შემდგომ დღეებში როკის გვირაბიდან და აფხაზეთის მხრიდან საქართველოში რამდენიმე ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკა და 20 ათას კაცამდე ცოცხალი ძალა შემოვიდა.
ომმა ქეყანას დიდი დარტყმა მიაყენა, დაიღუპა რამდენიმე ასეული სამხედრო და სამოქალაქო პირი. დაიჭრა ათასობით. განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაიკარგა დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა, დიდი დარტყმა მიადგა ეკონომიკასაც.

მთავრობის ოფიციალური მონაცემები 2008 წლის ომში დანაკარგების შესახებ:

დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე
დაიჭრა 1964 სამხედრო მოსამსახურე
9 სამხედრო მოსამსახურე ითვლება დაკარგულად.
დაიღუპა 14 პოლიციელი
22 პოლიციელი ითვლება დაკარგულად
დაიღუპა 228 მშვიდობიანი მოქალაქე
დაიღუპა 1 უცხოეთის მოქალაქე და დაიჭრა 3.

2008 წლის ომში დაღუპული ქართველი სამხედროების სახელობითი სია.
წყარო:http://www.geo-army.ge
სტატიის სრული ვერსია!


Russian-Georgian War Chronicle. 2008
19 minutes ago•Published in GeorgiaSerbia•by MORAL1994
Russia-Georgia war in 2008 to 6 years have passed, but in fact nothing has changed yet, still occupied Georgian territories, the refugees can not return to their homes.

Russia has occupied lands have been stopping and creeping annexation of the border villages.

The region's pre-war tensions began in July, is still on July 20 Georgian peacekeepers and Georgian villages in South Ossetian separatist militias has systematically bombed 82 and 120 mm mortars, hand grenades and firearms from the shooting lasted almost nonstop. August 3 massive evacuation of the population from Tskhinvali began, at the same time through a tunnel to a large number of armored vehicles and artillery started to arrive. 6-7 August Ossetian separatists shelled Georgian villages caliber artillery seriously scratch, Avnevi, Tamarasheni. Bombing and shelling lasted all day, Ossetians of Georgian peacekeeping armored personnel carrier was blown up BMPs -2.

On August 7, at 23:35 of the Joint Staff of the Commander in Chief of the closed spetskavshir it received the comman😛

1) The armed forces of the invading Russian army to stop the manpower and military hardware.


2) ensure the suppression of enemy fire points from August 6-7 peacekeeping troops in the conflict zone in the posts, and the Interior Ministry units are constantly being shot.


3) to protect the interests and the security of the civilian population.


Russian army invaded the country from the 2, the post-war days of the Roki Tunnel and Abkhazia from Georgia for several thousand combat vehicles and 20 thousand people were living force signed.
Keqanas big blow to the war, killed a few hundred military and civilian personnel. Wounded thousands. Destroyed infrastructure, lost a large amount of military equipment, suffered a huge blow to the economy.

According to official government data for 2008, the war losses:

Killed 170 servicemen
1964 wounded servicemen
9 servicemen are missing.
14 policemen killed
22 police officers are missing
Killed 228 civilians
1 killed 3 and wounded foreigners.
Source: http://www.geo-army.ge