დღე 2,381 საქართველოსთვის

Day 2,381, 14:42 Published in Georgia Georgia by JangavaDze
პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეს,ეს არის ჩემი გაზეთის პირველი მონახაზი, რომლითაც მინდა სიტუაციაში გაგარკვიოთ ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.



გუშინ ბულგარეთის პრეზიდენტმა კონგრესში შეიტანა კანონი ჩვენზე საჰაერო დარტყმის შესახებ,რასაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.ამის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით მათ პრეზიდენტს და შემოგვთავაზეს 30 000 ლარი/თვეში აფხაზეთის გაქირავებაში.(თან მინდა დავაფიქსირო ისიც რომ ბრძოლა უკვე დაწყებული იყო)
როგორც უკვე თვითონაც მიხვდით არანაირი გამოსავალი არ დაგვიტოვეს,ამის მიუხედავად არ შევწყვიტეთ აქტიურობა და მივმართეთ ყველანაირ საშუალებას და ქვეყანას ამ გამოუვალ სიტუაციაში დახმარებისთვის,რაზეც ზოგიერთმა მათგანმა არც გვიპასუხა და დანარჩენებმა უარით გამოგვისტუმრა.ეს უთანხმოება არ არის არავის ბრალი გარდა თამაშის ადმინისტრაციის რომელმაც ჩვენი ქვეყანა წნეხის ქვეშ მოაყოლა.არ დაგვაცადა პრეზიდენტის არჩევა და საომარი ზავების დადება(MPP) .
მიზეზები :
1.მეტად იაქტიურონ ქართველმა მოთამაშეებმა
2.ჩაირიცხოს ფულები თამასში რომ ქვეყანის თითოეული წევრი მოძლიერდეს
3.მოხდეს მაქსიმალური რაოდენობის ქართველების ჩართვა თამასში.ეგრედ წოდებული Baby boom.



დღეს დავინახეთ რომ ომი არ დამთავრდა აფხაზეთში და გადმოინაცვლეს შემდეგ რეგიონზე.მოვიძიეთ ინფორმაცია და ვესაუბრეთ ყველა ქვეყნის გამოცდილ მოთამაშეებს . მინდა მიღებული ცოდნა გაგიზიაროთ.
საჰაერო დარტმის მექანიზმია :
1.ბრძოლა არ მთავრდება სანამ ყველა რეგიონი არ იქნება დაპყრობილი.
2.თუ რეგიონი სადაც საჰაერო დარტყმა მოხდა მოიგებს ბრძოლას ის დასრულდება(მაგრამ გუშინ ჩვენ ეს ბრძოლა წავაგეთ)
3.შეუძლიათ მშვიდობის კონტრაქტის გაფორმება ნებისმიერ დროს.

დავუკავშირდით ბულგარეთის მხარეს და მათ აგვიხსნეს რომ არანაირად არ აწყობდათ მშვიდობის გაფორმება რადგანაც ამ ომით ორივე ქვეყანა მოგებას ნახულობდა(მათიც და ჩვენიც).თბილისის გარდა ყველა რეგიონი იქნება დაპყრობილი და შემდეგ აჯანყების ნიადაგზე უკან დაბრუნებული ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე
ეს ომი ყველა მოთამაშეს აძლევს :
1.True patriot medal
2.Freedom fighter medal
3.Battle heroe medal

დაკარგულ ტერიტორიებზე ნუ რჩებით რადგან მტრის მხარეს იბრძვით .გადმოდით თბილისში.
არანაირი პანიკა არ არის საჭირო,უნდა დაველოდოთ სიტუაციის განვითარებას,იომეთ მხოლოდ მედლებისთვის და ძირითადი ძალა არ დახარჯოთ (ბომბები).
ჩვენი ქვეყანა 4 დღისაა და მშვენიერი ტემპით ვიზრდებით .რაშიც ძაან დიდი წვლილი მიმიძღვის როგორც მე ასევე აქტიურ გუნდს რომელიც ჩვენს ყველა შემდეგ ნაბიჯს განიხილავს რამოდენიმე ფორუმზე.
ჩვენს დედაქალაქ თბილისს აქვს 4 თვიანი დაცვა,რაც იმას ნიშნავს ვერავინ და ვერაფერი დაგვაჩოქებს.არცერთ მხარეს არ აწყობს ამ ომის ხანგრძლივი გაგრძელება რადგან ყოველ დღე აჯანყებებს მოვაწყობთ ყველა დაკარგულ რეგიონში .
ჯერჯერობით სულ ეს არის რისი თქმაც შემიძლია . თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ მომწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ.იმედი მაქვს მოგეწონათ და დამიფასებთ ჩემს ნაშრომს (VoTE + subcribe)


მჭირდება ადამიანი ვინც კარგად ფლობს ინგლისურს რომ დამეხმაროს ამ ტექსტების გადათარგმნაში ,დიდი სურვილი მაქვს ჩვენს უცხოელ თანამოძმეებსაც გავაგებინოთ ჩვენი აზრი.



შემოგვიერთდით IRC ჩატში
http://rizon.net/chat #eGeorgians


აქტიური მოქალაქე
საქართველოს კონგრესმენი
United Georgian party -ს ვიცე პრეზიდენტი
=========== Georgian_wolf ===========