კურიერი-ღირსეული პარტნიორი

Day 3,133, 10:17 Published in Georgia Spain by VuXman


გამარჯობა. ეს არის კურიერი და მე მისი წამყვანი VuXman გახლავართ. მაშ ასე:

ღირსეული პარტნიორი




ხორვატია, ქვეყანა, რომელმაც დააარსა ახალი სამხედრო ალიანსი ,,ADRIATICA" და საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა. ხორვატია საქართველოს მძიმე პერიოდში დაეხმარა, როდესაც ჩვენი მიწების 90% ოკუპირებული იყო თურქეთის მხრიდან ,,რესურსების ომის" მიმდინარეობის პერიოდში, მაგრამ ,,რესურსების ომი" დამთავრების შემდეგ, საქართველომ და ხორვატიამ გადაწყვიტეს ერთიანი ძალებით თავს დასხმოდნენ თურქეთს და გაენთავისუფლებინათ რეგიონი. ეს ჩანაფიქრიც გამოვიდა, მაგრამ ახალი და დიდი საფრთხე მომდინარეობს რუმინეთისგან, რომელსაც ბელარუსია, უკრაინა და კანადის ნაწილები აქვს დაპყრობილი და ასე ვთქვათ იმპერიად არის აღიარებული. ხშირად ისმის კითხვა: ,,ვაპირებთ თუ არა აფხაზეთისა და დასავლეთ საქართველოს დაბრუნებას?" პასუხი მარტივია: ,,ჯერ არა, რადგან რუმინეთისგან მომდინარეობს დიდი საფრთხე, რასაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის ხელახალი ანექსირება მოჰყვეს. ამიტომ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა." ასე რომ ამ მიზეზების გამო შეიძლება ხორვატია ჩავთვალოთ ქვენი ქვეყნისთვის ,,ღირსეულ პარტნიორად".



პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი



დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გამართა ბრიფინგი და ისაუბრა სხვადასხვა თემებზე. მათ შორის იმ ახალ კომიტეტზე, რომელსაც ჰქვია ,,მიგრაციის კომიტეტი" რომლის წევრებიც ვალდებულნი არიან ყველა ადამიანს ვინც მოითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, აუცილებლად უნდა შეავსებინონ სპეციალური ფორმა რომელიც მხოლოდ უცხოელებზე მოქმედებს.
ასევე პრემიერმა ისაუბრა ერთობლივ სტრაიკებზე, რომელიც ყოველდღე 22:30 წუთზე იმართება და მიმდინარეობს ერთობლივი თავდასხმა მოკავშირე ქვეყნების დასახმარებლად.

ერთიანი ქართული პარტია



დღეს ბრიფინგი გამართა ,,ერთიანი ქართული პარტიის" ახალმა პრეზიდენტმა TOMM HAGEN. ის თავის განცხადებაში ლაპარაკობს პარტიის სამომავლო გეგმებზე, რაც ქვეყნის ნორმალურად ამუშავებისთვის აქვს განკუთვნილი და ასევე აპირებს აკონტროლოს მთავრობის მუშაობა და მათ შორის: კონგრესმენები, მიგრაციის კომიტეტი, მთავრობა და ასევე პარტია.

ყოფილი კომუნიკაციის მინისტრის ბრიფინგი



ყოფილმა კომუნიკაციის მინისტრმა და ტელეკომპანია ,,იმედის" დირექტორმა ლაშა აბულაძემ დღეს სპეციალური ბრიფინიგი ჩაატარა, სადაც ის ამბობს რომ სრცხვენია საქართველოს მოქალაქეობა და აკრიტიკებს საქართველოს იმ მოქალაქეებს ვინც ერთამნეთს ,,ვირებს" და ,,კახპებს" ეძახის. ის ასევე აკრიტიკებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტს და ამ პარტიის წევრებს და ამბობს: ,, ვინც თქვენ დაგიჭერთ მხარს მოსაკლავია. ფუი თქვენ!"

განათლების სამინისტროს ახალი კონკურსი



განათლების სამინისტრო აპირებს ჩაატაროს ახალი კონკურსი, სადაც უბრალოდ ემოქალაქეებმა უნდა დაწერონ სტატია ერეპუბლიკის ან ქვეყნის ისტორიის შესახებ ან რის შესახებაც ადვილად დაწერენ სტატიას. კონკურსში გამარჯვებულს კი გადაეცემა 20,15 და 5 ოქრო. კონკურსის თანხა საერთო ჯამში შეადგენს 50000 ლარს. ამ კონკურსში კი არ მიიღება დაკოპირებული სტატიები. ამ კონკურსის დაფინანსებაში კი უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ვეტელმა, რომელმაც კონკურსი 40000 ლარით დააფინანსა. ჩვენ გვინდა წარმატება ვუსურვოთ ყველა მონაწილეს და განათლების სამინისტროს.



ასეთი იყო კურიერი. ახალი ამბები კეთდება აქ!!! ასევე არ დაგავიწყდეთ ყოველდღე 22:30 წუთზე შემოსვლა საერთო სტრაიკების განსახილველად ამ ჩათში.