საპრეზიდენტო არჩევნები

Day 3,120, 03:56 Published in Georgia Spain by VuXman


გამარჯობა.ეს არის კურიერი 3 საათზე და მე მისი წამყვანი VuXman გახლავართ.




როგორც მოგეხსენებათ დღეს იმართება საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც მონაწილეობს 3 კანდიდატი. ეს კანდიდატები არიან:
სოციალური თანასწორობის პარტიის კანდიდატი-DA VINCI DEMON. ხმათა რაოდენობა- 43,75%
ეროვნულ დემოკრატიული პარტიის კანდიდატი-R.P MCMURPHY. ხმათა რაოდენობა- 39,06%
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი- BARISTAN SELMI. ხმათა რაოდენობა- 17,19%.

ამასთან ერთად ამ კანდიდატებს მხარს უჭერენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და ამომრჩევლები. ეს პარტიებია:,,თავისუფალი ქართული მოძრაობა", ,,ქრისტიან დემოკრატიული კავშირი", ,,ერთიანი ქართული პარტია" და ,,ეროვნული ფრონტი".
ბოლოს ნახსენები პარტიებმა რამდენიმე თვეა უკვე ლიდერობა დაკარგეს.




,,FINANCIAL TIMES OF GEORGIA"-ს მთავარმა რედაქტორმა დღეს სკანდალური განცხადება გააკეთა არჩევნების შესახებ. ის ამბობს რომ, ხმა არ დაუჭიროს ,,სოციალური თანასწორობის პარტიის" წარმომადგენელს, რადგან ის არის ცუდად განწყობილი იმ პარტიის მიმართ, სადაც რამდენიმე თვის წინ პარტიის მთავარ სახეს წარმოადგენდა. ეს ყველაფერი კი მოულოდნელი იყო, რადგან მაშინდელმა პარტიის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა და შემთხვევით TOMM HAGEN დაინიშნა. მას ასევე იმედი აქვს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და აქვს შენიშვნები BARISTAN SELMI-სთან და DA VINCI DEMON-თან, რადგან მათ არ წარმოადგინეს წინასაარჩევნო გეგმები.




გუშინ კომუნიკაციის სამინისტრომ გამოაქვეყნა მის მიერ ჩატარებული გამოკითხვები. მან ასევე დაწერა იმის შესახებ თუ 2014 წლიდან 2016 წლამდე რამდენმა კაცმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. შედეგები ასეთია:
2014 - გაიცა 153-კაცზე
2015 - გაიცა 179-კაცზე
2016 - გაიცა 54-კაცზე


ასევე ის ახსენებს სამინისტროს მიერ ჩატარებულ გამოკითხვებს, სადაც ჩატარდა 1 სახალხო აღწერა და 2 გამოკითხვა. ,,რუსთავი 2"-ის გუნდი კომუნიკაციის სამინისტროს ურჩევს, რომ ასევე ყოველი კვირის ბოლოს გამოავლინონ ყველაზე რეიტინგული სტატიები და დააჯილდოვონ ისინი. რათქმაუნდა სამთავრობო სტატიები არ ითვლება, რადგან ეს ხალხს დიდ სტიმულს გაუჩენს სტატიების წერისაკენ.




როგორც მოგეხსენებათ კულტურის სამინისტრო ყოველთვის ანებივრებს ქართველ მოსახლეობას კონკურსებით და სხვადასხვა დაჯილდოებებით და ახლაც, სამინისტრო თავის 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით ატარებს კულტურის კვირეულს 6-8 ივნისის ჩათვლით, სადაც მონაწილეობა ყველას შეუძლია. ამისათვის საჭიროა კონკურსანტმა დაწეროს ერთი სტატია საქართველოს კულტურის შესახებ. მათი პრიზები კი ასეთია: 5 ოქრო და 1000 Q1 საკვები. ყველას ვუსურვებთ წარმატებას და რაც მთავარია კულტურის სამინისტროს ვულოცავთ 1 წლის იუბილეს და ვუსურვებთ წარმატებებს თავიანთ სფეროში.




საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში, სადაც საუბარი ასევე რესურსების ომზე მიმდინარეობდა. ჩვენამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:,,მოგესალმებით, როგორც ხედავთ ჩვენი ახალი რესურსები არავის გამორჩენია და რუმინეთმა გადაწყვიტა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, რა თქმა უნდა მათი გაძევება გაჭირდება, თუმცა ისეთი ძლიერი ქვეყნებიც გაგვიძევებია როგორებიცაა: სერბეთი, ბრაზილია, ირანი, ბულგარეთი და პოლონეთი, ამიტომ ნუ შეშინდებით, რუმინეთიც მათ სიას შეუერთდება, მთავარია ორგანიზებული ბრძოლა.
ახლა კი ახალ რესურსებზე და გადასახადების დაწევაზე ვისაუბროთ. რუმინეთმა ყირიმის გავლით აფხაზეთს შეუტია და დაიპყრო, ჩვენ თურქეთს ვთხოვეთ დახმარება რათა რუმინეთს მთლიანად არ დავეპყარით და ამიტომ NE(Natural Enemy) გამოიტანეს ქუთაისზე. დაპყრობისას ჩვენი გადასახადები დამპყრობლის ბიუჯეტში შედის და ტყუილად რომ არ გავამდიდროთ კონგრესმა გადასახადები მინიმუმამდე შეამცირა 🙂
2 დღეში ,,როცა რესურსების ომი'' მორჩება ყველა რესურსი ოფიციალურად დაგვემატება და აქედან დაიწყება ახალი ომი რესურსების შესანარჩუნებლად, მინდა ყველას მოგიწოდოთ სახლის ქარხნების ჩადგმისკენ, რადგან ეს არის ახალი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის. ეკონომიკის განვითარებას ძალიან დიდი რესურსები სჭირდება, ამისთვის 150 ოქროიანი გათამაშებაც მოვაწყეთ, თუმცა ეს ზღვაში წვეთია და კარგი იქნება თუ ასეთი გათამაშებები პრემანენტულ ხასიათს მიიღებს.
რაც შეეხება გადასახადებს და ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებს, ამაზე საუბარი რთულია, რადგან ივენთის ფარგლებში უამრავი ბრძოლა მიმდინარეობდა რაც ბიუჯეტის შემოსავლებზეც აისახებოდა, ომის დამთავრების შემდეგ მომავალი მინისტრი ალბათ შემოგთავაზებთ ბიუჯეტის საშუალო შემოსავლის ოდენობას."


რესურსების ომის დამთავრებამდე კი დარჩა ზუსტად 20 საათი.


ასეთი იყო დღევანდელი კურიერი 3 საათზე. ახალი ამბები კეთდება აქ!!!