შექმნილი მდგომარეობა

Day 2,988, 08:24 Published in Georgia Venezuela by deviko99

მინდოდა ჩემი აზრი დამეწერა იმ მოვლენებზე რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყნის თავს.
დასაწყისშივე ავღნიშნავ იმ ფაქტს რომ ვარ ოპოზიციის წევრი და თავიდანვე არ ვემხრობოდი იმ გადაწყვეტილებას რაც მიიღო ჩვენმა მთავრობამ. მიუხედავდ იმისა რომ ბევრი მათგანი მაინც იმართლებს თავს და აცხადებს რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული მაინც დარწმუნებული ვარ ყველას ესმის რომ ეს ომი იყო ერთერთი უდიდესი შეცდომა ესაქართველოს ისტორიაში.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ქვეყნის პრეზიდენტი სწორად მოიქცა როცა საჯაროდ აიღო ბრალი საკუთარ თავზე რის გამოც კიდევ ერთხელ დაიმსახურა ჩემი და ასევე მრავალი იმ მოთამაშის პატივისცემა რომლებიც აჟამად იმყოფებიან ოპოზიციაში.

მინდა გთხოვოთ ყველა ექართველს რომ გვერდში დავუდგეთ ამ მძიმე ჟამს ჩვენ მთავრობას რომელიც დარწმუნებული ვარ ყველანაირად ცდილობს იმ სიტუაციის გამოსწორებას რომელიც შეიქმა ჩვენს ქვეყანაში. არა მარტო იმ შეცდომის გამო რომელიც ვახსენე არამედ დამატებითი გარემოებების გამო (ბრაზილიის შემოჭრა ჩვენს რეგიონში რაც ყოვლად მოულოდნელი იყო ყველასათვის).

ეს ამდენი იმისათვის ვილაპარაკე რომ მომეწოდებინა თქვენთვის რომ იმედია ამ მძიმე სიტუაციას კიდევ უფრო არ დავამძიმებთ შიდა პოლიტიკური დავით რომელიც როგორც ჩვეულებრივ ძალიან აქტიურ ფაზაში შედის ხოლმე არჩევნების წინ.
იმედი მაქვს ამ თხოვნას გაითვალისწინებს თითეული ექართველი და არჩევები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.
მე ამას ვწერ როგორც ერთი ჩვეულებრივი ესაქართველოს მოქალაქე.
მადლობა წინასწარ თუ გაითვალისწინებთ ამ თხოვნას.
ასევე მადლობა მთავრობას გაწეული შრომისთვის.