ოკუპაცია(მთავრობა უნდა გადადგეს!)

Day 2,982, 01:25 Published in Georgia Georgia by Richard The Lionheart2

მეგობრებო როგორც ვხედავთ მთავრობამ სრული კრახი განიცადა,სულ მალე ქვეყანა გაქრება რუკიდან,თუმცაღა ამაზე სამწუხარო ფაქტი ის არის,რომ არ ვიცით კონკრეტულად როდის აღდგება ჩვენი დამოუკიდებლობა,ასევე ეს ყველაფერი არ შედიოდა მთავრობის გეგმაში(თუმცა ეხლა ცდილობენ რო დაგვაჯერონ თითქოს ყველაფერი რიგზეა და ვითარება აკონტროლებენ).ბატონებო როგორც ხედავთ უდიდესი შეცდომა დავუშვით(ამ შეცდომაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა სამწუხაროდ)ტემსისის გადაყენებით,ნუ ხალხთან ურთიერთობით თავს არ იკლავდა მაგრამ სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებდა. ძველმა მთავრობამ დაიკავა სომხეთიც, რომელიც ამ მთავრობამ სრულიად უაზრო მიზეზის გამო დათმო,თითქოსდა საზღვარი ჩაუკეტა ირანს ;დ.როგორც ხედავთ საჰაერო თავდასხმა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა ირანისთვის.ამგვარ კატასტროფას კიდევ 1 საშინელი ფაქტი ემატება,რეგიონში შემოდის ირანის მოკავშირე ქვეყანა ბრაზილია რაც ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენას ხანგრძლივი დროით გადადებს.მოცემულ მდგომარეობაში პრეზიდენტი აუცილებლად უნდა გადადგეს(წინა პრეზიდენტი რო გადადგა ამის მეათედი არ ჭირდა ქვეყანას) რადგანაც როგორც ზემოთ ვახსენე,მთავრობას საკუთარი გეგმა (თითქოსდა 1 შეტევით თურქეთს დაეხმარებოდა მერე კი საიმედოდ ჩაკეტავდა საზღვარს) თავზე დაემხო :დ.იმედი მაქვს საქართველო არ გახდება ირანის და ბრაზილიის კოლონია და მომავალი მთავრობა(ვინც არ უნდა იყოს) გამოიყვანს ქვეყანას ამ ერთობ უმძიმესი მდგომარეობიდან.